ქართველ თავდამსხმელს დნეპროპეტროვსკელებმა დუბლებში ვარჯიშიც აუკრძალეს
ისედაც გაწვალებულ ბექა გოცირიძეს გასული წლის შემოდგომაზე დასვენება მოუხდა: "დნიპროში" ვარჯიშისას აქილევსის მყესი დაიზიანა.

მართალია, ოპერაციას გადაურჩა, მაგრამ ორი თვის შემდეგ ვარჯიში განაახლა და ისევ პრობლემა შეექმნა - "დნიპროს" დუბლშემადგნელობაში ვარჯიში მხოლოდ ახალი წლიდან დაიწყო.

გოცირიძისთვის უკრაინული კლუბის 13-ნომრიანი მაისურა უიღბლო გამოდგა. 2009 წლის ზაფხულში მომხდარი ავარიის შემდეგ, მან ძველი კონდიციები და მდგომარეობა ვერა და ვერ აღიდგინა, დნეპროპეტროვსკელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და დუბლებში გადაიყვანეს.

2010 წელს გოცირიძე იჯარით კრივოი როგის "კრივბასში" გადავიდა, 2010-2011 წლებში კი კრივოი როგსა და "დნიპროს" ახალგაზრდულ გუნდში სულ 10 მატჩი ჩაატარა.

23 წლის თავდამსხმელს საქართველოში დაბრუნება სურდა, შარშან თბილისის "დინამოში" მისი გადმოსვლა რეალურიც გევგონა, მაგრამ უკრაინელებმა ტრანსფერში მილიონი ევრო მოითხოვეს, ანუ იმდენივე, რამდენადაც "ზესტაფონისგან" შეიძინეს.

ამაზეა ნათქვამი, ძაღლმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამაო: ქართველ თავდამსხმელს დნეპროპეტროვსკელებმა დუბლებში ვარჯიშიც აუკრძალეს და იძულებულია, ინდივიდუალურად მოემზადოს.

"დნიპროსთან" კონტრაქტი მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ, დეკემბერში უმთავრდება. თუმცა იქ დარჩენა არ უნდა და იჯარით გაშვებას იმედოვნებს. მაგრამ უკრაინული კლუბის გაუგებარი დამოკიდებულების გამო სამომავლო გეგმებს ვერ ალაგებს.

არადა, "დნიპრო" რატომ უნდა იყოს მისი გაშვების წინაღმდეგი? იქნებ, რომელიმე ქართული გუნდშიც გამოჩნდეს გულისხმიერი ხელმძღვანელი, ვინც ფორმის აღდგენისა და თავის გამოჩენის შანსს მისცემს. საცოდაობა იქნება, ამ ნიჭიერმა ბიჭმა კარიერა ნაადრევად რომ დაასრულოს.

სხვათა შორის, ამაზე ზამთარში ფიქრობდა კიდეც და საბედნიეროდ, გადაიფიქრა. მაგრამ ადამიანია და თუ დროულად გვერდში არ დაუდგნენ, ალბათ, ასეც მოხდება.

"გაუშვებს დნიპრო გოცირიძეს?" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Walkabout
უკრაინაში და რუსეთში შეგნებულად არც ერთ ფეხბურთელს არ გვისპობენ, თვითონ ეს ფეხბურთელები ისპობენ კარიერას უკრაინაში და რუსეთში სათამაშოდ წასვლით...
irakli1805
ისე კოკიამ რო ავარჯიშოს უფასოდ კარგი იქნება მილიონი ევრო მაშინ მაგარი ფული იყო
negredo
ესეთი რამე მხოლოდ ქართველ ფეხბურთელებს ემართებათ იმიტომ რომ როდესაც კონტრაკტს ხელს აწერენ ფიქრობენ მხოლოდ ერთს რამდენი წერია ხელფასი კონრაკტში და მეტი არაფერი არ აინტერესებთ იმიტომ არიან ესეთ დღეში..და კიდევ ერთი ხალხო გინახიათ უკრაინის ჩემპიონატში გაკეთებული ქართველი ფეხბურთელი?არ არის ეს ქარტველი ფეხბურთელების შესაფერისი ჩემპიონატი
arti
კოკაიას ვინზ დაუჯერა ყველა დაიკარგა კოკაია სვინია
barca_messi
au imena tvini sheuchames am bavshvs raa....jerrr ananidzess gvispobdnnen akhla amas miadgnene...fu rusebo da ukrainelebo tqveni dedeb iiiiiiiiiiii
ramo
ესე რატო გადაეკიდნენ? მარტო იმათი ბრალია? იქნებ არ ვარჯიშობს და ზარმაცობს?
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...