22 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ბუდაპეშტის ტურნირიდან 130 სარეიტინგო ქულა და 10,4 ათასი დოლარი მიიღო
4 მაისს ბუდაპეშტის გრან პრის ნახევარფინალში 22 წლის ანა ტატიშვილმა (81) ვერაფერი გააწყო პირველ ნომრად განთესილ იტალიელ სარა ერანისთან - 2:6, 1:6.

პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო - წინადღით ალექსანდრა ვოზნიაკთან 3-საათიანი ბრძოლით გადაღლილი ტატიშვილი მსოფლიოს 27-ე ჩოგანთან აუტსაიდერი იყო. მით უფრო, რომ ერანის თიხნარზე აგერ უკვე 15 მატჩია არ წაუგია.

ნახევარფინალური შეხვედრა საათსა და 2 წუთს გაგრძელდა, იტალიელის უპირატესობა, რომელიც ლამის უშეცდომოდ მოქმედებდა, ეჭვს არ იწვევდა.

ფინალში ერანი მე-5 ნომრად განთესილ რუს ელენა ვესნინას ეთამაშება, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ ბატალიაში ახალზელანდიელ მარინა ერაკოვიჩს აჯობა - 6:2, 6:4.

წაგების მიუხედავად, ბუდაპეშტის ტურნირი ისტორიულია ანა ტატიშვილისთვის: ის კარიერაში პირველად გავიდა WTA-ს ტურნირის ნახევარფინალში, რისთვისაც 130 სარეიტინგო ქულა და 10,4 ათასი დოლარი მიიღო.

ორშაბათის რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი 69-ე ან 70-ე ადგილზე გადაინაცვლებს, კარიერაში პირველად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად