შეიძლება, ეს წყვილი დანარჩენებზე ნაკლებ ინტერესს იწვევდეს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში უხარისხო ფეხბურთი წარმოუდგენელია. თანაც, ურუგვაელებმაც და განელებმაც აქამდე ღირსეული თამაშით მოაღწიეს და ვერავინ იტყვის, რომ...

სავარაუდო შემადგენლობები

ურუგვაი-განა

2 ივლისი. იოჰანესბურგი. სოკერ სიტი. 22:30

ურუგვაი: მუსლერა - მ. პერეირა, ლუგანო, ვიქტორინო, ფუსილე - პერესი, რიოსი, ა. ფერნანდესი - კავანი, ფორლანი, სუარესი

განა: კინგსონი - პეინტსილი, ფორსა, ჯონ მენსა, სარპეი - ინკოომი, კ. ბოატენგი, ანანი, ასამოა, მუნტარი - გიანი

არბიტრი: ოლეგარიო ბენკერენშა (პორტუგალია)

შეიძლება, ეს წყვილი დანარჩენებზე ნაკლებ ინტერესს იწვევდეს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში უხარისხო ფეხბურთი წარმოუდგენელია. თანაც, ურუგვაელებმაც და განელებმაც აქამდე ღირსეული თამაშით მოაღწიეს და ვერავინ იტყვის, რომ მათ შორის გამარჯვებულს მუნდიალის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა არ ეკუთვნის.

მოკლედ გავიხსენოთ მეტოქეთა მიერ დღემდე გამოვლილი გზა: ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი საფრანგეთთან ნულოვანი ფრით დაიწყო, რასაც სამხრეთ აფრიკისა და მექსიკის დამარეჯერებელი ძლევა მიაყოლა. მერვედფინალში კი ოსკარ ტაბარესის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში სამხრეთ კორეას აჯობა. განელებმა მუნდიალი სერბეთის ნაკრების დამარცხებით დაიწყეს, რასაც ავსტრალიასთან ფრე და გერმანიასთან წაგება მოჰყვა. მერვედფინალში მილოვან რაიევაცის გუნდმა დამატებით დროში სძლია აშშ-ს.

ურუგვაისა და განის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან. ურუგვაელებს, რომლებიც მეათე მუნდიალზე ასპარეზობენ, შესანიშნავი შანსი აქვთ, 1954 და 1970 წლების მიღწევა გაიმეორონ ან სულაც გააუმჯობესონ - მაშინ მათი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ შორეულ 1930 და 1950 წლებში ურუგვაიმ მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. განელთათვის ეს მხოლოდ მეორე მუნდიალია, მათი ამჟამინდელი შედეგი კი უკვე საუკეთესოა - ოთხი წლის წინ "შავმა ვარსკვლავებმა" ბრძოლა მერვედფილში შეწყვიტეს.

მეოთხედფინალი საუკეთესო შედეგია განისთვის, მაგრამ არა აფრიკისთვის. ამ გუნდის გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდში კამერუნი და სენეგალიც მოხვედრილან, შესაბამისად, 1990 და 2002 წელს. აი ნახევარფინალამდე კი შავი კონტინენტიდან აქამდე არავინ მისულა და ამიტომაც განელთა გამარჯვების შემთხვევაში ახალი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერება როგორც აფრიკული, ასევე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

დღევანდელ მატჩისთვის გაცილებით მეტი ურუგვაელი ფეხბურთელი ემზადება, ვიდრე განელი. მიზეზი მარტივია. ურუგვაის მხოლოდ ერთი მოთამაშე ჰყავს ტრავმირებული - ცენტრალური მცველი დიეგო გოდინი, რომელიც მერვედფინალში დაშავდა. ძირითად შემადგენლობაში მის ადგილს მაურისიო ვიქტორინო დაიკავებს. აი განელებს კი საკადრო პრობლემები არ აკლიათ. ჯონათან მენსამ და ანდრე აიუმ მერვედფინალში ზედმეტი გაფრთხილებები მიიღეს და დღევანდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დააკლდებიან. პირველი მათგანის ადგილს დაცვის ცენტრში ახლად გამოჯანმრთელებული ისააკ ფორსა დაიკავებს, რომელიც მუნდიალის წინ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებოდა, მაგრამ მხოლოდ პირველ მატჩში ითამაშა, რის შემდეგაც ტრავმის გამო იძულებით იუქმა. აიუს არყოფნაში კი სასტარტო თერთმეტეულში სალი მუნტარს ელიან, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე აქამდე მხოლოდ შეცვლაზე თამაშს სჯერდებოდა.

ბოლომდე გადაწყვეტილი არაა კევინ-პრინს ბოატენგის თამაში, რომელიც მერვედფინალში დაშავდა. ამერიკელებთან მატჩში დაზიანება ასამოა გიანმაც მიიღო, მაგრამ განელთა საუკეთესო ბომბარდირი ამჟამად თავს ნორმალურად გრძნობს. "ტკივილები ჯერ კიდევ მაწუხებს, მაგრამ არაფერია, გავუძლებ. მეოთხედფინალში აუცილებლად ვითამაშებ. ძალიან ძნელია ისეთი გუნდის წინააღმდეგობის დაძლევა, რომელსაც თავდასხმაში ფორლანი და სუარესი ჰყავს, მაგრამ საკუთარი კოზირები ჩვენც გაგვაჩნია. მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, გამარჯვების კარგი შანსი გვაქვს", - ამბობს გიანი.

ოპტიმისტურად არიან განწყობილნი სამხრეთამერიკელებიც.

დიეგო ფორლანი: "მსოფლიოს ჩემპიონატისთვისაც და ამ კონკრეტული მატჩისთვისაც კარგად ვართ მომზადებულნი. დარწმუნებული ვარ, ნახევარფინალში გასვლა და მთელი ჩვენი ქვეყნის გახარება შეგვიძლია. განის ნაკრებზე კი კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი - ესაა ყველა თვალსაზრისით ძლიეი გუნდი, რომელმაც ყველა განვლილ შეხვედრაში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა".

ოსკარ ტაბარესი: "ჩვენს გუნდში საოცარი ჰარმონია სუფევს. ამას დავუმატოთ ფეხბურთელთა მაღალი დონე და მივიღეთ გუნდი, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. ყველა ჩვენგანი ერთი გრძნობითაა განმსჭვალული - მივაღწიოთ იმ წარმატებას, რომელიც ურუგვაულ ფეხბურთს ეკადრება".

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის