ფინეთის დედაქალაქში მოჭიდავეთა ბოლო სალიცენზიო შეჯიბრება - "ვანტეას თასი" იმართება
ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში მოჭიდავეთა ბოლო სალიცენზიო შეჯიბრება - "ვანტეას თასი" მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ბერძენ-რომაელთა ნაკრები მონაწილეობს.

მოგეხსენებათ, ჩვენმა "თავისუფლებმა" შვიდივე ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვეს, ბერძენ-რომაელთათვის კი ჰელსინკი ბოლო შანსია ოთხ წონაში, რადგან სამში უკვე ვფლობთ საგზურს. მათ მოსაპოვებლად ფინეთში ქემალ ხარაბაძე (55), რევაზ ლაშხი (60), ვლადიმერ გეგეშიძე (84) და გურამ ფერსელიძე (120) ჭიდაობენ, თუმცა 5 მაისს მხოლოდ პირველი სამეული იასპარეზებს, ფერსელიძე კი 6-ში იბრძოლებს ლონდონში წასასვლელად.

შეგახსენებთ, რომ ჰელსინკში ლონდონის ოლიმპიადის საგზურებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ. წილისყრამ არ გაუმართლა ქემალ ხარაბაძეს, რომელიც ჯგუფში სომეხ ევროპის ჩემპიონთან, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსან რომან ამოიანთან მოხვდა.

სომეხი უდაოდ ძლიერი მოჭიდავეა, მაგრამ თუ დასჭირდა, არც ბინძურ მეთოდებს ერიდება და თან მიზეზთა გამო მსაჯებისგანაც ყოველთვის ზურგგამაგრებულია. ამოიანი ხარაბაძეს ნახევარფინალამდე ვერ შეხვდება, თუმცა იქამდე სომეხის შეჩერების შანსიც, პრაქტიკულად, არაა.

მართალია, ბადის მეორე მხარეს ფინელი ევროპის ჩემპიონი იანი ჰააპამაკი და უკრაინელი ევროპის ვერცხლის მედალოსანი ვუგარ რაჰიმოვი არიან, მაგრამ ჩვენებურს მათთან მაინც მეტი შანსი აქვს, ვიდრე - ამოიანთან.

ხარაბაძე პირველ შეხვედრას ინდოელ ჯოგინდარ სინგთან გამართავს, ნახევარფინალამდე კი საკმაოდ ძლიერი რუმინელის, ევროპის პრიზიორ ვირგილ მუნტეანუს ბარიერის დაძლევაც მოუწევს.

თითქოს ურიგო ჯგუფში არაა ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ლაშხი, რომელსაც პირველ მეტოქედ მოლდოველი მაქსიმ მამულატი ერგო, მასთან წარმატების შემთხვევაში კი პერუელ პაულ ანტონიო სობრადო ნუნტასა და სამხრეთ აფრიკელ მარიუს ზახარიას ლოოტს შორის მოგებულს ხვდება.

პერუელები ბოლო ტურნირებში კი გვაოცებენ შედეგებით, მაგრამ ეს სამეული მონაცემებით ჩვენებურის ტოლ-სწორი არაა. გააჩნია, ჩვენებური როგორ გამოიყენებს საკუთარ შანსს.

ბადის ამავე ნახევარში მოხვდნენ ევროპის წლევანდელი სლოვაკი ჩემპიონი იშტვან ლევაი, ამავე ტურნირის სერბი ბრინჯაოს მედალოსანი დავორ სტეპანეკი და სომეხი ედვარდ ბარსეგიანი, თუმცა დაუმარცხებელი არც ეს სამეულია. მაგალითად, სლოვაკი ევროპის პირველობაზე ფინალში იმდენად იოლი ჯგუფიდან გაძვრა, სერიოზულ ჩემპიონად ვერავინ აღიქვა. თან სლოვაკი და სომეხი პირველივე წრეში ხვდებიან ერთმანეთს.

ბადის ამ მხარეს სიძლიერით არა, მაგრამ გვარ-სახელით ერთი საინტერესო წყვილიცაა - ნამიბიელი იასონ შანონ აფრიკანერი და სომხური წარმოშობის შვედი ფრუნზე ჰარუთინიანი.

ემზარ მახარაძის გაწვრთნილ ინდოელთან - მანოი კუმართან (84) იჭიდავებს პირველ წრეში ვლადიმერ გეგეშიძეც, რომელსაც წილისყრამ ჩვენს სამეულში ყველაზე მეტად გაუმართლა. პირველი წარმატების შემთხვევაში ის ჩინელ ნინგ დიანსა და სომეხ არტურ შაჰინიანს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

წონის მთავარი ფავორიტები - სომხური წარმოშობის შვედი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი არა აბრაჰამიანი, იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი ანდრეა მინგუზი, მსოფლიოს 2010 წლის და ევროპის წლევანდელი ბულგარელი ჩემპიონი ჰრისტო მარინოვი და უნგრელი ევროპის წლევანდელი პრიზიორი ვიქტორ ლორინცი ბადის მეორე მხარეს არიან.

"ჰელსინკში, ბოლო შანსისთვის" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zaliko
გილოცავ ლადოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
merabi
ლაშხი ჩემპიონია, გეგეშიძემ ფინალი წააგო
merabi
ლაშხი და გეგეშიძე ფინალში გავიდნენ, ანუ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვეს. ტურნირის საიტზე ვნახე ახლახანს. ფინალის შედეგები ჯერ არ დაუდიათ. რომ დადებენ, დავწერ. ხარაბაძემ მერვედფინალშივე წააგო. სხვათა შორის, ის სომეხი ამოიანიც მალევე გავარდა
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს