დღეს, დევისის თასზე ნახევარფინალური მატჩები დაიწყება, ხუთშაბათს კი ტრადიციულად მომავალი მატჩების წილისყრა გაიმართა, რითაც შეხვედრათა თანმიმდევრობა დადგინდა.

დღეს, დევისის თასზე ნახევარფინალური მატჩები დაიწყება, ხუთშაბათს კი ტრადიციულად მომავალი მატჩების წილისყრა გაიმართა, რითაც შეხვედრათა თანმიმდევრობა დადგინდა.

ბელგრადში სერბეთისა და ჩეხეთის მატჩს მასპინძლების ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ჩეხების მეორე ნომერი რადეკ შტეპანეკი გახსნიან. ამის შემდეგ კორტზე გავლენ იანკო ტიპსარევიჩი და ტომაშ ბერდიხი.

შაბათს, წყვილთა მატჩში სერბეთის კაპიტანმა ბოგდან ობრადოვიჩმა ვიქტორ ტროიცკი და ნენად ჟიმონჟიჩი დააყენა, ჩეხებმა კი არჩევანი იან ჰიაეკსა და ივო მინარზე გააკეთეს.

ბოლო დღეს პირველები ჯოკოვიჩი და ბერდიხი ითამაშებენ, რის შემდეგაც ტიპსარევიჩი შტეპანეკს შეხვდება.

მატჩი Belgrad Arena-ზე გაიმართება, რომელიც 16 842 მაყურებელს იტევს.

ლიონში საფრანგეთი არგენტინას მასპინძლობს. პირველ მატჩში ფრანგი მიკაელ ლოდრა ხუან მონაკოს შეხვდება. დიდ ინტერესს გამოიწვევს დღეს მეორე შეხვედრა გაელ მონფილსსა და დავიდ ნალბანდიანს შორის.

ლოდრას წყვილთა მატჩშიც მოუწევს თამაში, სადაც მისი პარტნიორი არნო კლემანი იქნება. არგენტინელთა დუეტი ასე გამოიყურება: ედუარდ შვანკი და ორასიო სებალიოსი.

კვირას თავდაპირველად მონფილსი და მონაკო შეხვდებიან ერთმანეთს, ბოლო მატჩი იქნება: ლოდრა-ნალბანდიანი.

ლიონში ჩოგბურთელებს Palais des Sports de Gerland უმასპინძლებს, რომლის ტევადობა 5 910 მაყურებელია.

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა უარი თქვა დევისის თასის პლეი ოფში ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ამ გადაწყვეტილების მიზეზი საკუთარ ვებგვერდზე ახსნა.

"გადავწყვიტე არ ვითამაშო ყაზახეთის წინააღმდეგ. ამერიკაში ჩატარებული მძიმე ტურნირების შემდეგ დასვენება მჭირდება, რათა სრულ მზადყოფნაში შევხვდე სეზონის დარჩენილ ნაწილს", - წერს ფედერერი.

ყაზახეთისა და შვეიცარიის პლეი ოფი ამ უქმეებზე ქალაქ ასტანაში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა