გორელთა მცველს სჯერა, რომ საქართველოს თასის ფინალში მისი გუნდი "ზესტაფონს" დაამარცხებს
კახა ალადაშვილი გორის "დილაში" წელს გადავიდა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა. საქართველოს ნაკრებში ნათამაშები მცველი მიიჩნევს, რომ ახალჩამოყალიბებული გუნდი შეთამაშდა და მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

"მოკლე ხანში ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება შეუძლებელია. ზამთრის მოზამზადებელ ეტაპზე "დილა" ახალი გუნდი იყო, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე აშკარად პროგრესირებს. ნელ-ნელა შეთამაშების პრობლემაც მოგვარდა, რაც ჩვენს ასპარეზობასაც დაეტყო.

შემტევ ფეხბურთზე გადავერთეთ, ბევრად უკეთ გამოვიყურებით და ბიჭების შესაძლებლობები ასე უკეთ გამოჩნდა.

იმედია, "დილა" უფრო სერიოზული გუნდი გახდება და ზაფხულიდან კიდევ გავძლიერდებით", - ამბობს ალადაშვილი.

ალადაშვილის ამ ფრაზამ შეგვახსენა ინფორმაცია, რომ გორის "დილაში" ზამთარში მიყვანილ ცნობილ სახეებს ახალ ორწლიან კონტრაქტებს უფორმებენ.

"ჯერ ახალი ხელშეკრულებები არ გაგვიფორმებია, მაგრამ "დილას" მეპატრონეებს ბირთვის შენარჩუნება სურთ. თასის ფინალში გავედით, მომავალ სეზონში ჩემპიონატშიც მაღალი ადგილისთვის ვიბრძოლებთ, სავარჯიშო და პირადი პირობებითაც კმაყოფილები ვართ და პირადად მე სიამოვნებით დავრჩები. ბიჭებიც ჩემს აზრზე არიან - ამბიციურ კლუბზე უარს არავინ ამბობს".

თასის ფინალში 26 მაისს "დილა" "ზესტაფონს" შეხვდება და ალადაშვილი დარწმუნებულია, რომ მოქმედი ჩემპიონის დამარცხება შესაძლებელია:

"ზამთრამდე "ზესტაფონში" ვთამაშობდი და ალბათ, დღეისათვის საქართველოში საუკეთესო გუნდია. ამიტომ მისი დამარცხება რთული იქნება. მაგრამ ფინალში გასვლა იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეზე ნაკლები არ ხარ და თასის მოპოვების არანაკლები საფუძველი გაგაჩნია.

მჯერა, რომ თასის მოპოვება შეგვიძლია".

"დილას" ფეხბურთელი განახლების პროცესში მყოფ გორის სტადიონზეც გველაპარაკა:

"თამამად ვიტყვი, რომ საქართველოში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული მინდორი "დილას" აქვს. მაკეტი გვაჩვენეს და ძალიან მოგვეწონა. როდესაც განახლება დასრულდება, ეს იქნება საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი.

ამას გარდა, გუნდისთვის აშენებენ ბაზას, სადაც ბევრად უკეთ მოვემზადებით.

არ გახსოვთ, "დილა" სულ გაჭირვებული გუნდი იყო, უფულობის გამო პირველ ლიგაში რამდენჯერმე დაქვეითდა. მაგრამ ახლა გუნდს მიხედეს და იმედია, სხვა ქალაქებიც მიბაძავენ.

ჩვენს გულშემატკივრებზეც უნდა ვთქვა: ხომ იცით, ჩვენთან ქომაგი მაშინ გამხნევებს, როცა თამაშს იგებ; გორელი ბიჭები კი პირველიდან ბოლო წუთებამდე არ ჩერდებიან და, ვიგებთ თუ ვაგებთ, მაინც გვამხნევებენ.

ასეთი გულშემატკივარი ბევრ გუნდს არ ჰყავს. სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომედგინა, ასეთი ფანები თუ დაგვხვდებოდნენ".

"კახა ალადაშვილი: სიამოვნებით დავრჩებით..." (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად