ქართველის ცენტრის "ატლანტამ" ბოსტონში "სელტიკთან" საქმე დამატებით დრომდე მიიყვანა, თუმცა საბოლოოდ 84:90 დამარცხდა
ქება "ატლანტას"! ამ გუნდს ძირითადი ხუთეულის 3 მოთამაშე აკლდა, პლუს მანამდე კარგა ხნით ადრე დაშავებული ლიდერი ალ ჰორფორდიც არ იყო და მიუხედავად ამისა ბოსტონში, სრული საბრძოლო შემადგენლობით მოთამაშე "სელტიქსთან" საქმე დამატებით დრომდე მიიყვანა.

ბოსტონელებს დაუბრუნდათ დისკვალიფიცირებული გენიოსი რაჯონ რონდო, ასევე ტრავმირებული რეი ალენიც მწყობრში ჩადგა და გუნდმა, რომელიც ამავე შემადგენლობით რამდენჯერმე გახდა NBA-ს ჩემპიონი, საკუთარ მოედანზე რის ვაი-ვაგლახითა და გაჭირვებით, დამატებით დროში სძლია განახევრებულ "ატლანტას".

ტრავმირებულ ჰორჰორდსა და ფაჩულიას გუნდის ხერხემალი ჯოშ სმიტიც შეემატა, რომლის ადგილიც ხუთეულში მარვინ უილიამსმა დაიკავა. ფაჩულიას ნაცვლად ჯეისონ კოლინსმა ითამაშა. დიდი ჯაფა დაადგათ ჯო ჯონსონსა ჯეფ ტიგს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის, მაგრამ...

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 80:80 დასრულდა. მიუხედავად იმისა, ორმ ატლანტელები მატჩის ზირითადი დროის დასრულებამდე 7 წუთით ადრე 10 წულით აგებდნენ, გათანაბრება მოახერხეს. ოვერტაიმში კი გატყდა "ატლანტა" - 84:90 დამარცხდა და "ბოსტონი" სერიაში 2:1 დაწინაურდა.

ზაზა ფაჩულიას მოედანზე დაბრუნებას სერიის მე-5 მატჩისთვის ვარაუდობენ. მეხუთე შეხვედრა რომ გაიმართოს, "ატლანტამ" სერიაში კიდევ 1 მატჩი აუცილებლად უნდა მოიგოს.

gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად