სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალურ ეტაპზე ურთიერთობის გარკვევა დასრულდა
სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატზე დასრულდა ურთიერთობის გარკვევა ნახევარფინალურ ეტაპზე.

5 მაისს, დღის სესიაში დაასრულეს მატჩი ალი კარტერმა და სტივენ მაგუაირმა. ისინი მაგიდასთან იმ დროს გავიდნენ, როცა ანგარიში 14:10 იყო კარტერის სასარგებლოდ. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ აღსანიშნავია მაგუაირის მებრძოლი ხასიათი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში სერიოზულად ჩამორჩებოდა ანგარიშში, მან შეძლო ბრძოლა მოეხვია თავს ინგლისელისთვის. ამ სესიის პირველი ფრეიმი სავსე იყო შეცდომებით.

რად ღირს თუნდაც მაგუაირის სნუკერი, რომელზეც “კაპიტანმა” ექვსჯერ დაუშვა შეცდომა! მიუხედავად ამისა, გამარჯვება კარტერს დარჩა - 15:10. მეორე ფრეიმის შემდეგ კი მაყურებელს ბრძოლის იმედი აღარ დარჩა, რადგან ალის ერთი ნაბიჯი აშორებდა ფინალის საგზურთან - 16:10.

მაგრამ მაგუაირი შემთხვევით არ შედის ტოპ-16-ში და ის ასე უბრალოდ დანებებას არ აპირებდა. თავისი ბრწყინვალე თამაშისა და მეტოქის მცირე შეცდომების ხარჯზე მან ორი ფრეიმი აიღო და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ყველაფერი კარტერის 70-ქულიანი ბრეიკით დასრულდა, რამაც მას კარიერაში მეორედ მოუტანა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში თამაშის უფლება.

რონი ო’სალივანისა და მეტიუ სტივენსის ნახევარფინალში დილის სესიის შემდეგ, პრაქტიკულად, ყველაფერი გარკვეული იყო.

არადა, სწორედ ამ სესიაში უელსელმა გვარიანად ანერვიულა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. და ლოგიკურად, ეს სესია მეტიუს უნდა მოეგო 5:3, მაგრამ მისი სულელური შეცდომის გამო თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა - 4:4. ო’სალივანის შეცდომის შემდეგ მეტიუმ ურთულესი წითელი ბურთი ჩააგდო, მაგრამ, უბრალოდ, ვერ მოათავსა ლუზაში ყავისფერი ბურთი. არადა, ამ ფრეიმში გამარჯვებას სწორედ უელსელი იმსახურებდა.

საღამოს სესია სტივენსის “სენჩური” ბრეიკით დაიწყო, მაგრამ ეს ბოლო მოგებული ფრეიმი აღმოჩნდა ამ ჩემპიონატზე უელსელი სნუკერისტისთვის. ფინალის შემადგენლობა ისეთივე მივიღეთ, როგორიც ოთხი წლის წინ იყო, როცა თავისი მესამე ტიტული ძალიან დიდი უპირატესობით რონიმ მოიგო.

ოთხი წლის თავზე კარტერი გაცილებით ძლიერად გამოიყურება, ო’სალივანი კი საოცრად კონცენტრირებული და სერიოზულია (ამაზე მეტყველებს გათამაშებებს შორის ჩვეულებრივზე მეტი ფიქრი და მინიმუმამდე დაყვანილი ავანტურული შეტევები). ორივეს ბრწყინვალე თამაში ძალიან საინტერესო ფინალს გვპირდება.

1/2 ფინალი

კარტერი (ინგ)-მაგუაირი (შოტ) 17:12

ო'სალივანი (ინგ)-სტივენსი (უელ) 17:10

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა