საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. პლეი ოფი. XI ტური
6 მაისს საქართველოს უმაღლესი ლიგის პლეი ოფის 11-ე ტურში 4 მატჩი გაიმართა.

"ზესტაფონმა" სტუმრად რუსთავში 2:0 სძლია ლიდერ "მეტალურგს" და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა.

რუსთავში ანგარიში შოთა გრიგალაშვილმა გახსნა 69-ე წუთზე, 90-ზე კი ნიგერიელმა ოვონიკოკომ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ასე რომ, ჩემპიონატის დასრულებამდე სხვაობა 2 ქულაა და ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

გორის "დილამ 5:1 დაამარცხა ფოთის "კოლხეთი", თუმცა ანგარიში 88-ე წუთამდე 2:1 იყო. მათე ვაწაძემ დუბლი შეასრულა და "დილაში" გატანილი გოლების რაოდენობა ათამმდე გაზარდა.

"მერანმა" "ბაიას" ანგარიშით 2:1 აჯობა. ანგარიში ზუგდიდელებმა გაბედავას გოლით გახსნეს. "მერანმა" ჟვანიას თერთმეტმეტრიანი დატყმით გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი ამბროლაძემ შეაგდო.

"ქართულ კლასიკოში" თბილისის "დინამო" ქუთაისის "ტორპედოსთან" დამარცხდა - 0:1 და დიდი შანსია, საქართველოს ყველზე ტიტულოვანი გუნდი წელს ევროსაგზურის გარეშე დარჩეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე დათუნაიშვილმა გაიტანა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. პლეი ოფი. XI ტური

მეტალურგი-ზესტაფონი 0:2

გოლი: 0:1 გრიგალაშვილი (69), 0:2 ოვონიკოკო (90)

დილა-კოლხეთი 5:1

გოლი: 1:0 გოგონაია (ს.კ.), 1:1 ბოიომო (42), 2:1 არზიანი (70), 3:1 ვაწაძე (88), 4:1 ვაწაძე (89), 5:1 ვაწაძე (90).

მერანი-ბაია 2:1

გოლი: 0:1 გაბედავა (45), 1:1 ჟვანია (56), 2:1 ამბროლაძე (67).

დინამო-ტორპედო 0:1

გოლი: 0:1 დათუნაიშვილი (30)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. მეტალურგი 25 15 3 7 35-27 48

2. ზესტაფონი 25 13 7 5 43-26 46

3. ტორპედო 25 12 6 8 29-23 41

4. დინამო 25 9 10 6 39-30 37

5. დილა 25 9 7 9 32-26 34

6. კოლხეთი 25 6 8 11 22-36 26

7. ბაია 25 5 7 13 23-37 22

8. მერანი 25 6 3 16 30-50 21

nuca
მეც ძალიან დამწყდა გული ალექს გარსია დინამოდან რომ წავიდა. იმედი მქონდა დინამოში ესპანეთის ანალოგიურ ფეხბურთის შენებას ჩაეყრებოდა საფუძველი და დინამო თანამედროვე ქართული ფეხბურთის ფლაგმანი და ახალი საფეხბურთო ფილოსოფიის დამამკვიდრებელი გახდებოდა. ახლა კი დინამოს აკადემიაში ისევ თემურ უგრეხელიძე და სხვა მართლაცდა არაკომპეტენტური მწვრთელები განაგებენ მოზარდების ბედს.ანადგურებენ ლიდერებს, ინდივიდუალისტებს და გუნდური თამაშისაც არაფერი გაეგებათ.რაღა დამრჩენია, თვალცრემლიანმა უნდა ვუყურო და აღვფრთოვანდე ესპანური და ინგლისური გრანდების თამაშით.
tolo
საბოლოოდ ასეთი მდგომარეობა გვექნება სატურნირო ცხრილში 1 ზესტაფონი 2 მეტალურგი 3 დინამო 4 ტორპედო 5 დილა
irina
ვინ მოვა ცხადაძე? კაი დაელოდე ჩემო კარგო და იმასაც დაელოდე როგორ დააგალებს....ფიფიას ხელში მაგრა ლაგდება ყველაფერი !!!
beqa
რა გარსია ყველაზე არაწორი გადაწყვეტილება მაგის მწვრტნელად დანიშვნა იყოო.ეგ აეკის მატჩის მერე უნდა გაეშვათ.და მოვა ცხადაძე და დაალაგებს ყველაფერს
zura
რატომ არ ანებებთ ამ დინამოს თავს მან თავისი შესაძლებლობები უკვე 1981 წელს დაამტკიცა, ეხლა სხვა გუნდის დროა.
irina
ეს თანმიმდევრობა ძალიან დიდი ხნის წინ დავწერე რომელიღაც აქაურ სტატიაზე... პირველ სამს ვეთანხმები და აი დინამო არ ვიცი მეოთხე ადგილს დაიკავებს ,მეხუთეს თუ? რომან ფიფიამ იმდენი შეცდომა დაუშვა რომ კიდევ კარგი ამ რვიანში მაინც მოხდა დინამო.... უსამართლოდ მოექცა ალექს გარსიას და ეჭვი მეპარება ამან ასე უკვალოდ ჩაიაროს,უბრალოდ ფეხბურთელებმა რა დააშავეს ამ ადამიანთან რომ უწევთ მუშაობა ან საერთოდ დინამომ... დავიგალეთ იმის მოსმენით რომ მილიონები ჩადო ფიფიამ,ეგ არაფერს არ ცვლის, ბაზა და ბახალი კარგია მაშინ როცა შეკრული გუნდი გყავს,მაგრამ რაც ალექს გარსია გაუშვა ფიფიამ დინამო დაიშალა,უფრო სწორად ფეხბურთელებზე ძალიან იმოქმედა, ის ადამიანი ჭირდებოდა ამ დროს გუნდს და ეხლაც ჭირდება,მაისამდე დრო უნდა მიეცა ,მაგრამ იმდენი უჩხიკინებდა ფიფიას რომ თავის აზრი უკან მორჩა და იმათ დაუჯერა ,ვისაც ისე შეტკივა დინამოზე გული,როგორც მე ეხლა ...... მაგრამ ფიფია როგორ აღიარებს რომ შეცდა.... ასე რომ კარგი დღე არ უწერია დინამოს სამწუხაროდ რაზეც ძალიან მწყდება გული :((((
givi
1 მეტალურგი 2 ზესტაფონი 3 ტორპედო 4 დინამო 5 დილა თუ 1 ზესტაფონი 2 მეტალურგი 3 ტორპედო 4 დილა 5 დინამო ??????????? რა იქნება 1 კვირაში???????
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ