"სოხუმმა" პლეი ოფამდე, სადაც ის "შსს აკადემიას" შეხვდა, სამი ძლიერი ლეგიონერი დაიმატა
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "შსს აკადემიის" მწვრთნელმა გიორგიოს კეცელიდისმა საინტერესო საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

- ყოველდღე თავდაუზოგავად ვმუშაობდით. დილით 2 საათით და საღამოს 3 საათით ვვარჯიშობდით და განუწყვეტლივ ვშრომობდით.

მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ შედეგს იმ შემთხვევაშიც მიაღწევ, ბევრი რომ არ იმუშაო და მოხერხებულად მოიქცე.

ჩვენი ბიჭები მთელი სეზონის მანძილზე ვარჯიშობდნენ, მაგრამ "სოხუმმა" პლეი ოფამდე სამი ძლიერი ლეგიონერი დაიმატა და ნახევარფინალში გავიდა.

რეგულარული ეტაპის შემდეგ გუნდის ლეგიონერებით გაძლიერება არასწორად მიმაჩნია. ეს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული გუნდისთვის, არამედ მთლიანად კალათბურთისა და ჩემპიონატისთვისაა არასასურველი.

შეიძლება გუნდმა თამაში მოიგოს, მაგრამ საბოლოოდ კალათბურთი ვერ განვითარდება. ერთი კვირის შემდეგ, იმედია, ჟურნალისტებთან შეხვედრის საშუალება მექნება, სადაც დეტალურად ვისაუბრებ ამ თემაზე.

როგორც ხედავთ, შსს-ს მწვრთნელმა მნიშვნელოვან საკითხზე ილაპარაკა. ამ თემას შემდეგში კიდევ განვავრცობთ, აქ კი ორი მწვრთნელის მოსაზრებას გაგაცნობთ.

დავით უსტიაშვილი ("ქუთაისი"):

- პლეი ოფის წინ მოთამაშეების დამატებასთან დაკავშირებით კი ჩემი აზრი ასეთია: სეზონის წინ ყველა გუნდი ეცნობა დებულებას და თუ რაიმე კონკრეტული პრეტენზია აქვს, შეუძლია ფედერაციას მიმართოს.

მივესალმები ლეგიონერთა მომრავლებას და ვთვლი, რომ უცხოელი კალათბურთელები ხელს უწყობენ სუპერლიგის დონის ამაღლებას. მიმაჩნია, რომ მათი ასპარეზობა ჩემპიონატში აუცილებელია.

ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ):

- მიმაჩნია, რომ ეს დაუშვებელია. გუნდი, რომელიც მთელი სეზონის მანძილზე ვარჯიშობს და თავდაუზოგავად შრომობს, მარცხდება კლუბთან, რომელიც პლეი ოფის წინ ძალიან ძლიერ ლეგიონერებს იმატებს. ჩემი აზრით, ეს არასამართლიანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა