გასულ უქმეებზე ანაკლიაში მოჭადრაკე ქალთა ეროვნულ ჩემპიონატზე ორი ტურის პარტიები გათამაშდა
გასულ უქმეებზე ანაკლიაში მოჭადრაკე ქალთა ეროვნულ ჩემპიონატზე ორი ტურის პარტიები გათამაშდა.

5 მაისს კვლავ ჩინებულად ითამაშა ერთპიროვნულმა ლიდერმა მერი არაბიძემ, რომელმაც შავი ფიგურებით სოფიკო გურამიშვილი დაამარცხა.

ასევე, შავებით ნინო ბაციაშვილმა სოფიკო ხუხაშვილს სძლია. ორი პარტია თეთრებმაც მოიგეს: სალომე მელიამ ნაზი პაიკიძეს აჯობა, ინგა ხურცილავამ კი მადონა ბოკუჩავას წინსვლა შეაჩერა.

გუშინ მერვე ტურის შეხვედრებში განსაკუთრებულ ინტერესს, ცხადია, მერი არაბიძისა და სოფიკო ხუხაშვილის ორთაბრძოლა იწვევდა. 18-წლიანებში ქუთაისელმა მსოფლიოს ჩემპიონმა შესანიშნავად წარმართა პარტია და 2008 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის ოქროსმედალოსან ხუხაშვილს 65-ე სვლაზე საათი გააჩერებინა და გათამაშების ცხრილში მორიგი ქულა ჩაიწერა, რითაც ლიდერის პოზიცია განიმტკიცა.

არაბიძე თითო ქულით უსწრებდა ბელა ხოტენაშვილსა და ნინო ბაციაშვილს. გუშინ მათი დაპირისპირება ხოტენაშვილის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ლიდერთან ერთქულიანი ჩამორჩენა მაინც ძალაში დარჩა.

7 მაისს მე-9 ტურში სწორედ ხოტენაშვილი და არაბიძე ხვდებიან ერთმანეთს. ამ ორთაბრძოლის შედეგმა, შესაძლოა, ბევრ რამეს გასცეს პასუხი.

6 მაისს, არაბიძე - ხუხაშვილისა და ბაციაშვილი - ხოტენაშვილის შეხვედრების გარდა, დანარჩენი პაექრობები ასე დამთავრდა: ნაზი პაიკიძე - მაია ლომინეიშვილი 0,5:0,5, სოფიო გვეტაძე - სოფიკო გურამიშვილი 0:1, მადონა ბოკუჩავა - ინგა ჭარხალაშვილი 0:1, სალომე მელია - ინგა ხურცილავა 0,5:0,5.

რვა ტურის შემდეგ: არაბიძე - 6,5, ხოტენაშვილი - 5,5, ბაციაშვილი - 4,5, პაიკიძე - 4, ჭარხალაშვილი, ბოკუჩავა, მელია, ხურცილავა, გვეტაძე, ლომინეიშვილი, გურამიშვილი - 3,5-3,5, ხუხაშვილი - 3 ქულა.

მე-9 ტურში ითამაშებენ: ხურცილავა - პაიკიძე, ჭარხალაშვილი - მელია, გურამიშვილი - ბოკუჩავა, ხუხაშვილი - გვეტაძე, ხოტენაშვილი - არაბიძე, ლომინეიშვილი - ბაციაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

cisko
ოქროზე ბელაჩ ფიქრობს ხოტენაშვილი და საკმაოდ სერიოზულადაც.დღეს მან არაბიძე დაამარცხა და ტურნირს სათავეში ცჰაუდგა
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე