ნალჩიკის "სპარტაკის" ქართველი ფორვარდის თქმით, მისი გუნდი ბოლო ტურში "კრასნოდარის" დამარცხებას შეეცდება
ნალჩიკის "სპარტაკის" თავდამსხმელმა დავით სირაძემ "ტომთან" (1:1) რუსეთის პრემიერლიგის 43-ე ტურის შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს თანაბარი მეტოქეების დაპირისპირება იყო.

ქართველი ფორვარდის თქმით, მისი გუნდი ბოლო ტურში "კრასნოდარის" დამარცხებას შეეცდება, რათა სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს თავი დააღწიოს.

- რამდენად დიდი იყო იმ გუნდის მოტივაცია ამ შეხვედრაში, რომელმაც გადარჩენის ყველა შანსი უკვე დაკარგა?

- გამარჯვება ძალიან გვინდოდა, რათა ბოლო ადგილისთვის თავი დაგვეღწია. ანგარიში მიგვყავდა, მაგრამ მოგება არ გამოგვივიდა. თამაშის მიხედვით კი, ეს ნამდვილად თანაბარი ძალის მეტოქეების შეხვედრა იყო. მომენტები ჩვენც გვქონდა და მათაც.

- მეორე ტაიმში ძალიან კარგი საგოლე მომენტი გქონდა, მარცხენა ფეხი დაარტყი და ააცილე. მარცხენა ფეხით თამაში გიჭირს?

- არა, ჩვეულებრივ, მარცხენა ფეხით გამაქვს გოლები. ამ ეპიზოდში კი, სამწუხაროდ, ავაცილე.

- ბოლო შეხვედრა "კრასნოდართან" გაქვთ, მეორე რვა გუნდში საუკეთესო გუნდთან. გამარჯვების შანსი გაქვთ?

- რა თქმა უნდა, გვაქვს. პირველ რიგში - შინ ვთამაშობთ, მეორეც - თუ მოვიგებთ, "ტომის" გადასწრებას და ბოლო ადგილისთვის თავის დაღწევას შევძლებთ.

- მომავალ სეზონს ნალჩიკელები პირველ დივიზიონში ჩაატარებენ. ამის შესახებ კლუბში ვინმე გესაუბრათ?

- არა, ჯერ სეზონი უნდა დასრულდეს.

zako
ღმერთმა ხელი მოუმართოს დათოს, მაგრამ ამ ინტერვიუში ჩვენთვის საინტერესო არაფერია. ვურჩევდი დაბრუნდეს სამშობლოში და კარიერის ბოლო წლები აქ გაატაროს.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"