საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს
ძალიან დასანანია, როცა საფრანგეთის ნაკრებს ამარცხებ და მეტოქე ანგარიშს მატჩის დასრულებამდე 13 წუთით ადრე გითანაბრებს, მაგრამ თამაშის შინაარსიდან გამომდინარე, ქართველი 17-წლამდელებისთვის ფრე კარგ შედეგად უნდა მივიჩნიოთ.

ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ ვასილ მაისურაძის გუნდი უფრო მაღალი კლასის მეტოქეს ეთამაშა, მიღწეული შედეგი კი, უპირველესად, ფეხბურთელთა ჩვეული ბრძოლისუნარიანობისა და გარკვეულწილად, იღბლის დამსახურებაცაა.

ცუდია, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ საკუთარ თავზე აღარ ვართ დამოკიდებულები, მაგრამ ნახევარფინალში გასვლის შანსი მაინც გვაქვს, რასაც, ევროპის ჩემპიონატის საწყისი ორი შეხვედრის სირთულეს თუ გავითვალისწინებთ, თავისუფლად შეგვიძლია, მიღწევა ვუწოდოთ.

საფრანგეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა პირველი ტურის შემდეგ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად ხუთი ცვლილება განახორციელა, საქართველოს ნაკრების სასტარტო თერთმეტეულში კი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი შეიცვალა - ნიკა ახვლედიანის ადგილი ალეკო მზევაშვილმა დაიკავა.

პირველი ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. ბურთს ფრანგები უფრო ფლობდნენ, მაგრამ რეალურ ხიფათამდე საქმე ვერ მიჰყავდათ. ქართველები კი თითქოს მეტოქის შეცდომას ელოდნენ და საწადელსაც მიაღწიეს.

29-ე წუთზე ფრანკ ბამბოკმა დავით ჯიქია წააქცია - საჯარიმოში თუ საჯარიმოს გარეთ, ეს საკითხავია, მაგრამ ამაზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად არ ღირს. ავსტრიელმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა დამაჯერებლად გამოიყენა.

მეორე ტაიმში ფრანგებმა ცვლილებები განახორციელეს და მოედანზე ახალშესული ფეხბურთელები თამაშში აქტიურად ჩაერთვნენ. 45-ე წუთზე გადავრჩით - ერვინ ონგენდას ძლიერი დარტყმა საქართველოს ნაკრების კარის ხარიხამ მოიგერია.

ფრანგები ანგარიშის გასათანაბრებლად ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, თუმცა დროდადრო ქართველებიც მწვავედ იჩხვლიტებოდნენ. 51-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრების მეკარემ გიორგი პაპუნაშვილის შორეული დარტყმა კუთხურზე მოიგერია.

57-ეზე მეტოქემ გოლი გაიტანა, მაგრამ სავსებით სამართლიანად მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

საფრანგეთის ნაკრებმა საწადელს მაინც მიაღწია - 67-ე წუთზე ტომას ლემარმა ძლიერი და ზუსტი დარტყმით ჩვენი ნაკრების კარის დარაჯი ალექსანდრე ადამია უშანსოდ დატოვა.

სამწუხაროდ, დარჩენილ წუთებში ქართველი 17-წლამდელები მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვით იყვნენ დაკავებულები.

გამარჯვების გოლის გატანა მეტოქეს ოთხჯერ შეეძლო - ვესლი საიდის დარტყმა ადამიამ მოიგერია, ჟან კორენტინმა მიზანს სულ მცირედით ააცილა, საიდისვე საჯარიმო ადამიამ ხელებში დააფიქსირა, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კი მეკარესთან პირისპირ გასულ საიდს თავგანწირული ნახტომით კარში დარტყმა ლაშა დვალმა არ დაანება.

მოკლედ, გამარჯვების ხელიდან გაშვების მიუხედავად, მეტ-ნაკლებად მისაღებ შედეგს მივაღწიეთ. ჯგუფის მეორე ნახევარფინალისტის ბედი კი უკვე ჩვენებსა და გერმანელებზე იქნება დამოკიდებული.

იმედი დავიტოვოთ, რომ გერმანიის ნაკრები, რომელმაც ჯგუფში პირველობა უკვე გაინაღდა, საფრანგეთთან უმოტივაციოდ არ ითამაშებს და არ დამარცხდება. ჩვენ კი, ამასთან ერთად, ისლანდიის ძლევა გვჭირდება.

ნახევარფინალი ახლოს ნამდვილად არაა, მაგრამ მიუწვდომელიც არ ჩანს.

7.05. დომჟალე. სპორტნი პარკი. 400 მაყურებელი

საფრანგეთი-საქართველო 1:1 (იხილეთ ვიდეო)

0:1 ჭეჭელაშვილი (30. პენ.), 1:1 ლემარი (67)

საფრანგეთი საქართველო

4-1-4-1 4-2-3-1

მაინანი ადამია

კასტელეტო კაკაბაძე

ბამბოკი დვალი

ლაბიდი ნ. ჭანტურია

ლანგლე სამხარაძე

ფოტანა ჭეჭელაშვილი

ნგანიონი გოროზია

კორენტინი მზევაშვილი

შემლალი პაპუნაშვილი

ონგენდა წილოსანი

მარტიალი ჯიქია

მწვრთნელები

ჟ. ჟუნტინი ვ. მაისურაძე

საფრანგეთი

41. შემლალი - ლემარი

56. ონგენდა - საიდი

69. ბამბოკი - სისაკო

სათადარიგოები: კაცუ, ვალტერი, ლანდინი, მექსიკე

საქართველო

41. ჯიქია - დარციმელია

52. წილოსანი - ახვლედიანი

68. ჭეჭელაშვილი - აბურჯანია

სათადარიგოები: შერმადინი, გაბაძე, მესხი, ცინცაძე

გაფრთხილება: მარტიალი (19), ბამბოკი (30), პაპუნაშვილი (34), მზევაშვილი (37), დარციმელია (48), აბურჯანია (73), დვალი (80)

არბიტრი: ჰ. ლეხნერი (ავსტრია)

სტატისტიკა

6 კარში დარტყმა 2

8 კარისკენ დარტყმა 3

11 კუთხური 3

17 ჯარიმა 12

A ჯგუფი

ისლანდია-გერმანია 0:1

გოლი: 0:1 შტენდერა (20)

გერმანელებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩი მინიმალურად, მაგრამ დამაჯერებლად მოიგეს და არა მხოლოდ ნახევარფინალის საგზური, არამედ ჯგუფში პირველობა დაიბევეს. ნახევარფინალში გასვლის შანსი კი ისლანდიელებმაც შეინარჩუნეს, რომლებსაც ბოლო ტურში ჩვენნაირი ამოცანა აქვთ - უნდა გაიმარჯვონ და საფრანგეთის ვერმოგების იმედად იყვნენ.

1. გერმანია 2 2 0 0 2-0 6

2. საფრანგეთი 2 0 2 0 3-3 2

3. ისლანდია 2 0 1 1 2-3 1

4. საქართველო 2 0 1 1 1-2 1

10 მაისი

გერმანია-საფრანგეთი

ისლანდია-საქართველო

B ჯგუფი

ჰოლანდია-ბელგია 0:0

სლოვენია-პოლონეთი 1:1

გოლები: 0:1 რაბიეგა (10), 1:1 საუპერლი (26)

1. ჰოლანდია 2 1 1 0 3-1 4

2. პოლონეთი 2 1 1 0 2-1 4

3. ბელგია 2 0 1 1 0-1 1

4. სლოვენია 2 0 1 1 2-4 1

10 მაისი

ბელგია-სლოვენია

ჰოლანდია-პოლონეთი

მატჩის შემდეგ

ვასილ მაისურაძე: ისლანდიას აუცილებლად უნდა მოვუგოთ

გიორგი პაპუნაშვილი: მჯერა, პატარა სასწაულს კიდევ მოვახდენთ და ჯგუფიდან გავალთ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kkk
არ შეგიძლიათ სატურნირო ცხრილი რომ გაასწოროთ?!! ან სულ ნუ დაბეჭდავთ. პატივი ეცით თქვენს თავსაც და მკითხველსაც!!
vova
კომენტარები ისევ უხირსად იკცევით,არ შეიდსლება მეტოკეხე ესე მარტივად საუბარი,ზუსტად ანალოგიური შანსები აკვს ისლანდიასაც და ტამასჰი10ო მაგად დადსაბული იკნება.ისლანდია რომ რამის უხირსი იხოს იკ ვერ მოხვდებოდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთში მიემგზავრება
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან