როდესაც 37 შეხვედრას გამართავ და არცერთს არ წააგებ, იქ უკვე ყველაფერი გასაგებია
როდესაც 37 შეხვედრას გამართავ და არცერთს არ წააგებ, იქ უკვე ყველაფერი გასაგებია - ტურინის "იუვენტუსმა" კლუბის ხანგრძლივ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა და სკუდეტო სრულიად დამსახურებულად მოიპოვა.

ცნობისთვის, მეორე ადგილზე მყოფ "მილანს" წაგებათა გრაფაში 6 უწერია, მესამეადგილოსან "უდინეზეს" კი - 10. თუ "ვეკია სენიორა" ბოლო ტურში "ატალანტასთან" არ წააგებს, ჩემპიონატს დაუმარცხებელი დაასრულებს, რაც მართლაც რომ საოცარი შედეგია.

ტურინში ორი დღეა, სახალხო ფიესტაა, განსაკუთრებული ზეიმი და ეს არც არის გასაკვირი, რადგან სკუდეტომდე "იუვემ" ხანგრძლივი გზა განვლო - ამ გზაზე კი თვით სერია B-ში იმოგზაურა. აქვე რამდენიმე საინტერესო კომენტარს გავეცნოთ და დავიწყოთ ამ დიდი გამარჯვების მთავარი შემოქმედით...

ანტონიო კონტე (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი): "ეს ისეთი შეგრძნებაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ. კლუბის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა და ამაყი ვარ, რომ ამაში ჩემი წვლილი შევიტანე. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს შეგირდებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს წარმატების მისაღწევად.

მადლობა გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერასაც ნებისმიერ სტადიონზე ვგრძნობდით. ეს არის ნამდვილი "იუვენტუსი", ეს არის ნამდვილი კალჩო და ეს არის ნამდვილი სიგიჟე, რომელიც ჩვენს თავს ხდება".

მასიმილიანო ალეგრი (მილანის მთავარი მწვრთნელი): "მინდა მივულოცო "იუვენტუსს", რომელმაც სკუდეტო სრულიად დამსახურებულად მოიპოვა. ზუსტად ვერ გეტყვით, რა დაგვაკლდა ჩემპიონობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ფაქტია, რომ "ვეკია სენიორამ" ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა.

არადა, ორ დაახლოებით თანაბარი კლასის გუნდზე გვაქვს საუბარი, რომლებიც მომავალშიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ ერთმანეთს.

არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ მთელი სეზონი გაგვტანჯეს ტრავმებმა და ამან დიდი დაღი დაასვა ჩვენს ასპარეზობას; ამასთან, ერთდროულად სამ ფრონტზე გვიწევდა ბრძოლა, მაშინ, როდესაც "იუვე" ორ ტურნირზე იყო კონცენტრირებული. საინტერესოა, როგორ გაუმკლავდებიან ტურინელები ჩემპიონთა ლიგასა და სერია A-ში ერთდროულად ასპარეზობას".

ალესანდრო დელ პიერო (იუვენტუსი): "ეს არის პირველი სკუდეტო 2006 წლის შემდეგ და ყველაზე გამორჩეული. ამ ტროფეისკენ წლების განმავლობაში მივდიოდით და გამოვიარეთ ყველაზე რთული პერიოდები ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად.

ანტონიო კონტემ უდიდესი შრომა ჩადო და შედეგიც სახეზეა. ბევრი ვერ წარმოიდგენდა, თუ მიმდინარე სეზონში ორივე მილანურ გრანდს ვაჯობებდით. "იუვემ" ეს ტიტული დაიმსახურა, "იუვე" იტალიის ღირსეული ჩემპიონია".

28 თუ 30?

ბედის ირონიაა, მაგრამ ფაქტია, რომ ტურინის "იუვენტუსს" სკუდეტოს მოპოვებაში "ინტერი" დაეხმარა. დიახ, მილანურ დერბიში სწორედ "ნერაძურიმ" იძალა და "იუვეს" სკუდეტოსკენ გაუხსნა გზა.

არადა, დიდწილად სწორედ "ინტერის" ბრალია, რომ ოფიციალურად "ბიანკონერი" ქვეყნის 28-გზის ჩემპიონია და არა 30-ის. "კალჩოპოლის" ცნობილი პროცესების შემდეგ ტურინულ გრანდს ორი საჩემპიონო ტიტული ჩამოართვეს და შედეგად, ასეთი გაუგებრობა წარმოიშვა.

გაუგებრობა კი იმიტომ, რომ ტურინელები თავისას არ იშლიან, ოფიციალური მონაცემები სულ ფეხებზე ჰკიდიათ და 30-ე ტიტულს ზეიმობენ; საჩემპიონო მაისურებზეც 30 აწერიათ და საერთოდ, აბსოლუტურად ყველაფერზე 30-ია გამოსახული.

არადა, ფედერკალჩოს მესვეურებმა კატეგორიულად მოუწოდეს "იუვეს" ხელძღვანელებს, რომ მსგავსი გამოხდომებისგან (როგორც ეს თავად უწოდეს) თავი შეეკავებინათ.

ამ საკითხზე კომენტარი ტურინული გრანდის სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ გააკეთა:

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის 30-ე სკუდეტო ტურინის "იუვენტუსისთვის". ამიტომ ყველაფერზე რიცხვი 30-ია დატანილი, მათ შორის, შამპანურებზე, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის შევუკვეთეთ.

რაც მთავარია, სრულიად დამსახურებულად მოვიგეთ ჩემპიონატი და, პირველ რიგში, ეს ანტონიო კონტეს დამსახურებაა.

როდესაც მას მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩავაბარეთ, ვუთხარით, რომ სამ წელიწადში სკუდეტო უნდა მოგვეგო - მან პირველივე წელს მიაღწია მიზანს და ეს ფანტასტიკური შედეგია. ბრავო კონტე, ბრავო თითოეულ ფეხბურთელს".

ფედერკალჩოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, დემეტრიო ალბერტინი არ ცხრება და მუდმივად იმას იმეორებს, რომ "იუვემ" 28-ე სკუდეტო უნდა იზეიმოს და არა 30-ეო. თუმცა გასაგებ მიზეზთა გამო სენიორ დემეტრიოს მოწოდებები ტურინში საერთოდ არ ანაღვლებთ.

თასის ფინალი

ტურინელები ორი-სამი დღე მოსწყდნენ ყოფით პრობლემებს და სიხარულს მიეცნენ, მაგრამ წინ იტალიის თასის ფინალია და ეს არაფრის დიდებით არ უნდა დაივიწყონ. 20 მაისს რომის ოლიმპიურ სტადიონზე "იუვენტუსი" "ნაპოლის" წინააღმდეგ წარსდგება და თუ ის შეხვედრაც მოიგო, დუბლსაც შეასრულებს.

სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ალექს დელ პიერომ:

"სკუდეტო კარგია, მაგრამ ზეიმი დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან წინ იტალიის თასის ფინალია. "ნაპოლი" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტიტული მოიპოვოს. ამიტომ მაქსიმალური მობილიზებით უნდა ვითამაშოთ. სიმართლე გითხრათ, პირადად ჩემი ფიქრები უკვე თასი ფინალს დასტრიალებს და იმედია, სხვებიც ასე არიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის