ბოლო დროს ბევრი ჭორი დადის იმის შესახებ, რომ "მერსედესი" ფორმულა 1-ის დატოვებას აპირებს
ბოლო დროს ბევრი ჭორი დადის იმის შესახებ, რომ "მერსედესი" ფორმულა 1-ის დატოვებას აპირებს, რადგან გერმანული საჯინიბოს ხელმძღვანელობამ მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხთან დაკავშირებით საერთო ენა ვერ მონახა "დიდი ცირკის" მთავარ პრომოუტერთან, ბერნი ექლსტოუნთან.

პირველ რიგში, ეს ეხება თანხმობის ახალ ხელშეკრულებას. გუშინ ლონდონურმა გაზეთმა "თაიმსმა" მორიგი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც აქტიურად ეხმიანება ამ თემას. თუმცა "მერსედესის" ერთ-ერთი შეფი ნორბერტ ჰაუგი უარყოფს ბოლოდროინდელ ჭორებს.

"თაიმსი" ამტკიცებს, რომ "მერსედესში" უკვე ითვლიან, თუ რა დაუჯდებათ ფორმულა 1-დან გასვლა. თეორიულად, თანხმობის ხელშეკრულება 2012 წლის ბოლოს იწურება და წასვლის სცენარის განსახორციელებლად ფორმალური წინაღობები არ რჩება, მაგრამ სხვა სახის სირთულეები წარმოიშვება: გერმანულ ავტოგიგანტს ძალიან ძვირი დაუჯდება ბრეკლიში "მერსედესის" ბაზისა და ბრიკსოურტში ძრავების სამშენებლო განყოფილების დახურვა. ამ ბაზებზე, შესაბამისად, 470 და 400 ადამიანია დასაქმებული.

გერმანული გამოცემა Auto Motor und Sport ვარაუდობს, რომ "თაიმსში" გამოქვეყნებული სტატია ექლსტოუნის გარემოცვის მიერ არის ინსპირირებული.

სავარაუდოდ, ბერნი ამ გზით ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დაითანხმოს "მერსედესი" თანხმობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. პრომოუტერის ინტერესში ნამდვილად არ უნდა იყოს "მერსედესთან" მტრობა. ეს უაზრობა იქნებოდა, რადგან თანხმობის ხელშეკრულება მაშინ შედის ძალაში, როცა მას ჩემპიონატის ყველა გუნდი მოაწერს ხელს.

"ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს", - განაცხადა ნორბერტ ჰაუგმა "მერსედესის" წასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე. მისი მოკლე კომენტარი შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ასევე, უნდა დავამატოთ ის, რომ რაც მეტ წარმატებას მიაღწევენ ტრასაზე ნიკო როსბერგი და მიხაელ შუმახერი, მოლაპარაკებებში კონცერნის პოზიცია მით უფრო ძლიერი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა