ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ოთარ გაბელია: შედეგი? არასრულფასოვნების კომპლექსი დავძლიეთ

ოთარ გაბელია: შედეგი? არასრულფასოვნების კომპლექსი დავძლიეთ

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დაასრულა - 10 მატჩში 4 მოგება, 3 წაგება, 3 ფრე და მესამე ადგილი 6-გუნდიან ჯგუფში - ასეთია ოთარ გაბელიას გუნდის შედეგი...

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დაასრულა - 10 მატჩში 4 მოგება, 3 წაგება, 3 ფრე და მესამე ადგილი 6-გუნდიან ჯგუფში - ასეთია ოთარ გაბელიას გუნდის შედეგი. ეს არის მშრალი სტატისტიკა ნაკრებისა, რომელმაც გასულ წლის შემოდგომაზე, ეროვნული ნაკრების თამაშით გამოწვეული განრისხების ფონზე, ქართულ ფეხბურთს გულშემატკივარი შეუნარჩუნა და მომავლის იმედი მაინც გაუღვიძა.

თუმცა 7 სექტემბერს სომხეთთან ბოლო მატჩში შინ დამარცხებისგან (0:2) მიღებულმა შოკმა ქართველი გულშემატკივარი ძალიან გაანაწყენა. ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა...

- ბატონო ოთარ, ციკლი დასრულებულია, შემოდგომაც დადგა და წიწილები დასათვლელია. როგორ შეაფასებდით ახალგაზრდული ნაკრების გამოსვლას?

- ამ ციკლში გაწეულ მუშაობას ვაფასებ არა იმდენად სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, არამედ სხვა კრიტერიუმებით. მაგალითად, ჩემთვის ყველაზე მთავარი ის გახლდათ, რომ ფეხბურთელებმა იმ პერიოდში არსებული შიშის სინდრომი და არასრულფასოვნების კომპლექსი დაძლევა მოახერხეს. ძლიერ ნაკრებებთან არათუ შინ, გასვლაზეც თამამად თამაშობდნენ, ბოლომდე იბრძოდნენ და გამოჩნდა, რომ ყველაზე ძლიერი ნაკრებების დამარცხებაც შესძლებიათ. ნებისმიერი მატჩის წინ ბიჭებს ვუმეორებდი - ჯიგარი მაჩვენეთ-მეთქი. დანარჩენზე პასუხისმგებლობა მე მეკისრებოდა, მათ დავალებები უნდა შეესრულებინათ და ხალხი თუნდაც გულიანი ბრძოლით გაეხარებინათ. ნაკრებში მუშაობა მხოლოდ ტექნიკურ-ტაქტიკური დავალებების მიცემა, მეტოქის გაშიფვრა, სათამაშო სტრატეგიის შემუშავება და ვარჯიში არაა. აშკარად ვხედავდით, რომ ბიჭებს თავდაჯერებულობა აკლდათ და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან დიდი მუშაობა გავწიეთ, თორემ წაგება არავისთვის უცხო არ არის და ეს ტრაგედიად არ უნდა იქცეს, ამ ქვეყნად მჯობნის მჯობნს რა დალევს... როცა მუშაობას ვაფასებთ, ბუნებრივია ყველა გარემოება გასათვალისწინებელია. ერთადერთი, მეტ-ნაკლებად სასურველი შემადგენლობა თურქეთთან გვყავდა, როცა ტრავმირებულები და დისკვალიფიცირებულები არ გვყავდა და ეროვნულ ნაკრებშიც არავინ იყო გამოძახებული - შედეგად, ზესტაფონში თურქეთთან 4:0 მოვიგეთ. დანარჩენ მატჩებში სულ პრობლემებს ვაწყდებოდით - ვაწაძე რამდენჯერმე დაშავდა, ხან ბარაბაძე გვაკლდა, ხან ხიდეშელი, ყენიაზე აღარაფერს ვამბობ... თუმცა მაინც ვახერხებდით საინტერესო მოთამაშეების მოძებვნას, გუნდის მომზადებას და მობილიზებას. მაგალითად, ყენიას ტრავმის გამო, საჭირო ნახევარმცველების მოძებნა დავიწყეთ და გულშემატკივრისთვის უცნობი თორნიკე ოქრიაშვილი აღმოვაჩინეთ. ბიჭებში მომწონდა თავდადება, ბრძოლის ჟინი და ამისთვის თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი. უხერხულია საკუთარი გუნდი შეაქო, მაგრამ ვფიქრობ, შესარჩევ ციკლში ახალგაზრდულის გამოსვლა დადებითად უნდა შეფასდეს. საუკეთესო შემფასებელი მაყურებელია, ჩვენს საშინაო შეხვედრებს კი ყოველთვის ძალიან ბევრი მაყურებლის ესწრებოდა. სხვა თუ არაფერი, გაიხსენეთ, წინა ციკლში ბოლო ადგილზე იმ ჯგუფში გავედით, რომელშიც ყაზახეთი მონაწილეობდა, ახლა კი მესამე ადგილი დავიკავეთ, ესტონეთსა და სომხეთზე რომ არაფერი ვთქვათ, ირლანდია ჩამოვიტოვეთ, მდიდარი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყანა.

- თუმცა ბოლო შეხვედრა, როცა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მიზერული შანსი მაინც გვქონდა, წავაგეთ. ამან ძალიან ბევრი გულშემატკივარი გააწბილა.

- წაგების რეალური მიზეზი ის იყო, რომ თურქეთიდან ჩამოსულებმა ძალების აღდგენა ვერ მოვახერხეთ. მეორე დღეს თურქეთიდან ჩამოვფრინდით, ორი დღე კი მომზადებლად ძალიან ცოტა აღმოჩნდა. არადა, პირველ ტაიმში ორი მშვენიერი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერა და ვერ გამოვიყენეთ. შეხვედრის დასასრულს, ვა-ბანკზე წავედით და ბუნებრივია, შეცდომები დავუშვით.

- რეალურად, ბოლოს მოედანზე საქართველო 4-2-4 განლაგებით თამაშობდა, წინ ხაზში ბარაბაძე-წინამძღვრიშვილი, ფლანგებზე კი, ფაქტობრივად თავდამსხმელებად, ჭედია და შარაშენიძე თამაშობდნენ..

- ჩვენ მხოლოდ მოგება გვაწყობდა და სიფრთხილე დავკარგეთ, თორემ ვერავინ იტყვის, რომ სტუმრებმა თამაშით გვაჯობეს. საერთოდ, ჩვენ შემტევი ფეხბურთი გვახასიათებდა, მთელი ციკლი ერთი საყრდენით ვითამაშეთ და რამდენიმე ეფექტური მოგება სწორედ ამის შედეგი იყო. ბოლოს მოედანზე ჭედიაც იმიტომ შევიყვანე, რომ მოსაგებად სხვა გზა აღარ გვრჩებოდა. ბიჭებს დაცვაში ყურადღებით თამაში ვთხოვეთ, მაგრამ ეს ვეღარ მოახერხეს და კონტრშეტევები გამოეპარათ... ამის მიუხედავად, ტურნირში გუნდის გამოსვლა ერთი შეხვედრით არ განისაზღვრება, რამდენიმე მატჩით გულშემატკივრები ხომ გავახარეთ? თუმცა ხალხს ბოლო მატჩი ძალიან ცუდად დაამახსოვრდა. ახალგაზრდული ნაკრების ფუნქციაა, ეროვნული გუნდი ფეხბურთელებით მოამარაგოს და თავად განსაჯეთ, რამდენმა მოთამაშემ გამოიჩინა თავი და ეროვნულ ნაკრებს რამდენი მათგანი მიუახლოვდა.

- თქვენი აზრით, ეს ბევრმა მოახერხა?

- ვფიქრობ, შანსი ბევრს აქვს, მაგრამ თემურ ქეცბაია თავად ყველაზე უკეთ შეაფასებს, რომელი მათგანი იმსახურებს გამოძახებას. ახლა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული - როგორ გააგრძელებენ ვარჯიშსა და ზრდას. ჩემი აზრით, დიდი პერსპექტივა აქვს როინ კვასხვაძეს. ერთი პერიოდი, კლუბში უთამაშებლობის გამო, სასურველ კონდიციებში ვერ იყო, მაგრამ კაპიტნად დავნიშნე და სტიმული მივეცი. საერთოდ, ყველას მადლიერი ვარ - ხიდეშელის, კაკუბავას, კლიმიაშვილის, განუგრავას, ივანიშვილის, ბარაბაძის, ვაწაძის, ჯანოს, ყენიას, თოთაძის, თომაშვილის, დაუშვილის და ასე შემდეგ... ბიჭებზე აუგს ვერ ვიტყვი, მათთან მუშაობა მიხაროდა. აქვე მინდა მადლობა ვთქვა ჩემი შტაბის მიმართ, მათი საქმიანი და სამართლიანი მიდგომების შედეგი იყო, მეგობრული და ერთსულოვანი კოლექტივი რომ ჩამოვაყალიბეთ.

- სომხებთან ჩხუბი მართლა სტუმართა უხამსმა რეპლიკებმა გამოიწვია?

- ჩხუბი ყველგან ხდება... სამწუხაროდ, ჩვენი სტუმრებისგან არ ველოდი, მოედანს ისეთი შეძახილებით ტოვებდნენ და გამომწვევად იქცეოდნენ. ერთ-ერთ ჩვენს ფეხბურთელს მოესმა, როგორ იგინებოდნენ და სთხოვა - შეწყვიტეთო. მაგრამ მან მაინც არ გაჩერდა და ჩვენიანმაც თავი ვერ შეიკავა. ძალიან უცნაურად იქცეოდა მათი მეორე მწვრთნელიც. მთელი ციკლის განმავლობაში ბიჭებს ვუმეორებდი - მსაჯი არ დაგვინდობს, მეტოქე პროვოკაციაზე წამოვა და თავი შეიკავეთ-მეთქი, მაგრამ... ბოლოს ემოციებს მაინც ვერ აჯობეს. გასახდელში ბიჭებს ველაპარაკე, რომ წაგებაც უნდა ისწავლონ. რაც არ უნდა მოხდეს, ჯგუფური ჩხუბი და არეულობა ფეხბურთს არ შეშვენის. რომელიმე მათგანმა მსგავსი მაშტაბის ჩხუბი კლუბში რომ წამოიწყოს, შესაძლოა, კონტრაქტი გაუწყვიტონ და გაუშვან. სომხები ჩვენი ძმები არიან, უამრავი მეგობარი მყავს და ამ ძმობას ორივე მხარე უნდა გავუფრთხილდეთ. ყველაფერს გავარკვევთ და დამნაშავეებს დავსჯით.

- ბრძანეთ, თურქეთთან მატჩის შედეგ ძალების აღდგენა ვერ მოახერხეთო. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი აღდგენითი საშუალებები არ გქონდათ?

- ამ მხრივ, ყველაფერი კარგად იყო, წინა დღეებში ბიჭები სერიოზულად არც დავტვირთეთ, მაგრამ ორ დღეში ძალების აღდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

- თქვენი აზრით, ნაკრებში მუშაობის დროს რა შეცდომა დაუშვით?

- ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი, არც მე ვარ შეუცდომელი. ალბათ, არასწორი გადაწყვეტილებები მიმიღია, მაგრამ ვფიქრობ, სერიოზული შეცდომა არ დამიშვია. მაგალითად, დაიწერა, რომ გიორგი ჭედია ძალიან გვიან შევიყვანე და მას იშვიათად ვიყენებდით. გიორგი მართლა საჭირო, სწრაფი და აგრესიული ფეხბურთელია, უმაღლეს ლიგაშიც გამოიჩინა თავი. თუმცა თავის დროზე დანიაში საკონტროლო შეხვედრა დამაჯერებლად ვერ ჩაატარა. მე კი იმათ ვათამაშებდი, ვინც თავს გამოიჩენდა და მგონი, ამაში ვერავინ გამამტყუნებს. თუმცა ასეთი სწრაფი ფეხბურთელის გამოყენება შეიძლებოდა. შეცდომად კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის არმიწვევას მითვლიდნენ, მაგრამ ჩვენი შერჩევის კრიტერიუმი ასეთი იყო - ფეხბურთელი მოედანზე და მის მიღმა უნდა იყოს გუნდისთვის, არ უნდა ქმნიდეს პრობლემებს, შეკრებაზე დროულად ცხადდებოდეს და ნაკრებში ძალით კი არ მოდიოდეს, არამედ, უნდა უხაროდეს. სომხებთან ირაკლი კლიმიაშვილის გამოცვლაზეც ითქვა, რომ შეცდომა იყო, მაგრამ ამ დროისთვის ირაკლი სტუმრებმა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდეს, ფეხები დაჩეხილი ჰქონდა, გარდა ამისა, აშკარად ვხედავდი, რომ სომხებს მისი მწყობრიდან გამოყვანა სურდათ და ამგვარად, ირაკლის მოედნიდან გაძევებას ცდილობდნენ. ერთი ყვითელი უკვე მიღებული ჰქონდა, ისევ ეუხეშებოდნენ, მსაჯი კი უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებდა, გააფრთხილა კიდეც, გაგაგდებო. შეცვლა თავადაც მთხოვა და სხვა რა დამრჩენოდა. თუმცა კლიმიაშვილი ჩვენი ნაკრებისთვის რა ძალაც იყო, ჩემზე კარგად ვინ იცოდა? ბევრმა ვერ გაიგო, თურქებთან მოგებული მატჩის შემდეგ შემადგენლობა რომ არ შევცვალე, ალბათ, ხიდეშელის ძირითადში ვერმოხვედრა იგულისხმებოდა, მაგრამ მოგების შემდეგ, შემადგენლობის შენარჩუნება სჯობია. თუმცა ვიმეორებ, ამ ყველაფრის მიუხედავად, მესამე ადგილი ცუდი შედეგი არ არის, ამ ბიჭებს კი დიდი მომავალი აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი

ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!