წინა ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი "ქუთაისი" ნახევარფინალში თსუ-სთან სამმატჩიანი პაექრობის შემდეგ გავიდა
საქართველოს XXII ჩემპიონატი. 1/4 ფინალი

ქუთაისი-თსუ 81:65

17:12, 25:23, 14:14, 25:16

ქუთაისი: დიდია (15ქ), ბაბუნაშვილი (3ქ), გ. ბარბაქაძე (4ქ), ცეკვავა (11ქ), მათიაშვილი (14ქ, 15მ), კოჰადარევიჩი (12ქ, 14მ), დ. ბარბაქაძე (9ქ), ფაშაევი (13ქ).

თსუ: კოხრეიძე (2ქ, 7მ), ჩიტაშვილი (5ქ, 6მ), შერმადინი (23ქ, 9მ), მაისურაძე (16ქ), ჩიკვილაძე (12ქ), ხიზანიშვილი (3ქ), ჩქარეული (4ქ), ბაქრაძე.

მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, ს. საინერისი

წინა ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი "ქუთაისი" ნახევარფინალში თსუ-სთან სამმატჩიანი პაექრობის შემდეგ გავიდა.

დავით უსტიაშვილის გუნდმა გუშინდელი შეხვედრა 16 ქულით მოიგო, მაგრამ ანგარიშმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, სტუდენტებმა მატჩის უმეტეს ნაწილში ფავორიტ მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და ბოლო მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთით ადრე "ქუთაისს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებოდნენ.

გადამწყვეტ მომენტში, როცა ქუთაისის სპორტის სასახლეში დაძაბულობამ პიკს მიაღწია, გამოცდილმა ქუთათურებმა შანსები უკეთ გამოიყენეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

შეხვედრა სტუმრების აქტიურობით დაიწყო და თბილისელები 5 ქულით დაწინაურდნენ. განსაკუთრებით, მათგან სოსო შერმადინი გამოირჩეოდა, რომლის შეჩერებაც ფარქვეშ ძალიან უჭირდათ. გავუსწრებთ მოვლენებს და გეტყვით, რომ შერმადინი სტუმართა რიგებში საუკეთესო იყო და ეს მის მონაგარზეც აისახა.

შერმადინმა 23 ქულა მიითვალა, ფარიდან 9-ჯერ მოხსნა ბურთი და ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა. სასტარტო ჩამორჩენა ქუთაისელებმა მალევე აღმოფხვრეს. რეზო დიდიას სამქულიანის, გიგი ბარბაქაძის ჩატენვისა და გოგა ცეკვავას აქტიურობის შემდეგ დაწინაურდნენ კიდეც.

პირველი პერიოდის ბოლომდე თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. გუნდები არცერთ კომპონენტში ჩამოუვარდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა იძალეს, 7 ქულით დაწინაურდნენ. საბოლოოდ კი პირველი მეოთხედი მათი გამარჯვებით, 17:12 დასრულდა.

მეორე პერიოდის დასაწყისში დავით უსტიაშვილის შეგირდებმა თავდასხმაში ზედიზედ ორი შეცდომა დაუშვეს, რითაც სტუდენტებმა კარგად ისარგებლეს. ბექა ჩიკვილაძემ მასპინძლები სამქულიანით დასაჯა, რასაც შერმადინმა ორქულიანიც მიაყოლა და ანგარიში გათანაბრდა - 17:17. მალე თბილისელები წინაც გავიდნენ, რაშიც დიდი წვლილი ზურაბ მაისურაძემა და ვახტანგ ჩქარეულმა შეიტანეს. მათ პერიმეტრიდან ზუსტი სამქულიანები ისროლეს და თსუ დააწინაურეს.

ქუთაისელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თამაშში მალევე შეიტანეს გარდატეხა და მეტოქე ისევ მდევრის როლში აღმოჩნდა. ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან "ქუთაისის" კოზირი სამქულიანი სროლებია, მაგრამ მეორე პერიოდის ბოლოს უსტიაშვილის გუნდი, ძირითადად, ფარქვეშ უტევდა და საკმაოდ ნაყოფიერადაც.

მათიაშვილის ეფექტური ჩატენვის, დავით ბარბაქაძის ზუსტი შეტევისა და ისევ მათიაშვილის ორქულიანის შემდეგ ქუთაისელები 42:35 დაწინაურდნენ.

მესამე პერიოდი თბილისელთა ზუსტი შეტევით დაიწყო. სოსო შერმადინმა ფარქვეშიდან მორიგი ქულა მიითვალა, მაგრამ "ქუთაისი" გაცილებით აღმაფრენით თამაშობდა და ეს მალე ანგარიშშიც გამოიხატა.

დიდიას სამქულიანისა და საშუალო დისტანციიდან ბაბუნაშვილის შედეგიანი შეტევის შემდეგ ქუთათურები 10 ქულით დაწინაურდნენ (47:37). ვითარება ამის შემდეგაც არ შეცვლილა. მასპინძლები დროდადრო უპირატესობას ზრდიდნენ, თსუ კი ცდილობდა, მეტოქეს არ ჩამორჩენოდა და ამისათვის ბოლომდე იბრძოდა.

ამასობაში მასპინძლებმა შეცდომებს უმატეს და ჩიკვილაძემ 4 ქულამდე შეამცირა სხვაობა. ცეკვავას ზუსტი 3-ქულიანის შედეგად მესამე მეოთხედის შემდეგ ქუთაისელები 7-ქულიანი სხვაობით იგებდნენ (56:49).

თბილისელებმა გადამწყვეტი პერიოდი საკმაოდ აქტიურად დაიწყეს. შერმადინმა 3 ქულამდე დაიყვანა სხვაობა და დაძაბულობამაც იმატა.

გულშემატკივრების მიერ გამხნევებულმა "ქუთაისმა" ძალები მოიკრიბა და მეტოქეს მძლავრად შეუტია. კარგად ათამაშდა რიონისპირელთა ლეგიონერი დარკო კოჰადარევიჩი, რომელმაც რამდენჯერმე საშუალო დისტანციიდან ზუსტად ისროლა. აქვე ცეკვავასა და ფაშაევსაც წაუვიდათ სროლები და, ფაქტობრივად, მატჩის ბედიც აქ გადაწყდა.

შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ქუთათურები 10 ქულით იგებდნენ და ნახევარფინალში გასვლა უკვე "ტექნიკის" საქმე იყო. მართლაც, მასპინძლებმა უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს და შეხვედრა მათ სასარგებლოდ დასრულდა.

ქუთაისელთაგან ორმაგი დუბლი ორმა კალათბურთელმა, რიჩარდ მათიაშვილმა (14 ქულა, 15 მოხსნა) და დარკო კოჰადარევიჩმა (12ქულა, 14 მოხსნა) შეასრულა.

ნამატჩევს

დავით უსტიაშვილი ("ქუთაისის" მწვრთნელი):

"მთელი თამაშის განმავლობაში სიტუაციას ჩვენ ვაკონტროლებდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. თსუ-მ დიდი ბრძოლა გაგვიმართა, მაგრამ დასკვნით მეოთხედში საბოლოოდ გავტეხეთ. მომდევნო ეტაპზე ჩვენი მეტოქე "ოლიმპი" იქნება, რომელიც ძლიერი გუნდია და წინ რთული მატჩები გველოდება".

ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მწვრთნელი):

"თსუ სამი პერიოდის განმავლობაში იბრძოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მეტოქემ გვაჯობა, რომელმაც მატჩში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მოწინააღმდეგემ გამოცდილების ხარჯზე დაგვამარცხა. "ქუთაისი" საკუთარ მოედანზე თამაშობდა და მნიშვნელოვანი იყო გულშემატკივრის ფაქტორიც. ამას მასპინძელთა გუნდის მიმართ მსაჯების სიმპათიებიც დაერთო..."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო