საქართველოს ჩემპიონატი. პლეი ოფი. XI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
წინასწარვე ვიცოდით, რომ ეროვნული ჩემპიონატის გასული ტური განსაკუთრებული იქნებოდა, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

რუსთავშიც და თბილისშიც მშვენიერი სანახაობა ვიხილეთ, მატჩების შედეგებმა კი სატურნირო ცხრილში სერიოზული ცვლილებები შეიტანა და დარჩენილი ტურებისთვის საკმაო ინტრიგაც შემოგვინახა.

იმერული კლუბების შთამბეჭდავ გამარჯვებაზე "ლელოში" ვრცლად უკვე ვისაუბრეთ (იხილეთ მიმოხილვა მეტალურგი-ზესტაფონი, დინამო-ტორპედო) და ამ მატჩების პერიპეტიებზე ვრცლად აღარ შევჩერდებით. მხოლოდ იმას გავიმეორებთ, რომ "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" წარმატებები აბსოლუტურად კანონზომიერი იყო.

"ზესტაფონს" რუსთავში რომ ვერ მოეგო, ჩემპიონობისთვის ბრძოლა, ფაქტობრივად, დასრულდებოდა, მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა საკუთარი უპირატესობა წამითაც არ დააყენა ეჭვქვეშ და ჩემპიონის ბედის გარკვევა უახლოესი ტურებისთვის გადადო.

"მეტალურგი" ლიდერობას ინარჩუნებს და, შესაბამისად, მისი ბედი მისსავე ხელთაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს მეტოქეზე უფრო რთული კალენდარი დარჩა.

გადავხედოთ ჩემპიონობის კანდიდატთა დარჩენილ შეხვედრებს:

12 მაისი

ტორპედო-მეტალურგი

ზესტაფონი-ბაია

16 მაისი

მეტალურგი-დინამო

დილა-ზესტაფონი

20 მაისი

კოლხეთი-მეტალურგი

ზესტაფონი-მერანი

"მეტალურგი" "ზესტაფონს" ორი ქულით ასწრებს, ქულათა თანაბრობის შემთხვევაში კი საქართველოს მოქმედ ჩემპიონს მოგებათა მეტი რაოდენობით აჯობებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ სამ მატჩში რუსთაველებს 7 ქულა სჭირდებათ.

პირველი გამოცდა "მეტალურგს" ქუთაისში ელის, სადაც "ტორპედოსთან" წარმატება ყველას უჭირს.

ერთი ნაბიჯი ბრინჯაომდე

უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გია გეგუჩაძემ "ტორპედოს" საკუთარი ხელი დაატყო. ქუთაისელთა თამაშის ხარისხი უფრო და უფრო უკეთესი ხდება და რაც მთავარია, ეს პროცესი შედეგებზეც აისახება.

"ქართულ კლასიკოში" იმერლებმა უპრინციპულეს მეტოქეს "ბრინჯაოს მატჩი" დამაჯერებლად მოუგეს და ძნელი წარმოსადგენია, ოთხქულიანი უპირატესობა გაანიავონ.

შარშან "ზესტაფონი" გია გეგუჩაძემ გააჩემპიონა, წელს კი შეიძლება ისე მოხდეს, რომ თავის ყოფილ კლუბს ტიტულის მოპოვებაში ხელი ისევ მან შეუწყოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ 10 მაისს ქუთაისში "ტორპედო" "მეტალურგს" დაამარცხებს.

თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ: საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და დრამატული ფინიში გველის.

"დინამომ" კი წელს პირველი ოფიციალური მატჩი წააგო და ევროთასების მიღმა დარჩენის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ამ სეზონში კონკურენტუნარიანი ვერ გამოდგა, რასაც თავისი ახსნა და მიზეზები მოეძებნება.

პერსონალური მიღწევები

აბაიომი ოვონიკოკო, მათე ვაწაძე და გიგა ჟვანია - გასული ტურიდან ამ სამი ფეხბურთელის გამორჩევა უდავოდ შეგვიძლია. ამპლუით მცველმა ჟვანიამ მიმდინარე ჩემპიონატში თავისი მეცხრე გოლი გაიტანა, ბოლო ხუთ მატჩში კი თავი მეშვიდედ გამოიჩინა.

მართალია, მარტვილის "მერანის" უკანახაზელმა თავი, უმეტესად, თერთმეტმეტრიანებით გამოიჩინა, მაგრამ ამით მისი მიღწევა ოდნავადაც არ კნინდება.

ვაწაძე საქართველოს ჩემპიონატში ზამთრიდან მოყოლებული თამაშობს, მოედანს უგოლოდ იშვიათად ტოვებს და უმაღლესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირებშიც გაერია. "დილას" მისი სახით ძლიერი ფორვარდი ჰყავს, რაც ვაწაძის მიერ გასულ ტურში შესრულებულმა დუბლმაც დაამტკიცა.

თუკი ოვონიკოკოს ტალანტსა და პოტენციალში აქამდე ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, ამიერიდან, ალბათ, ისინიც მისი ნიჭის დამფასებლები გახდებიან. ახალგაზრდა ნიგერიელმა, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო თითქმის წელიწადი გაუცდა, "მეტალურგს" ისეთი გოლი გაუტანა, შემთხვევით რომ არ გადის და მისი შესრულება მხოლოდ მაღალი დონის თავდამსხმელებს შეუძლიათ (იხილეთ ვიდეო).

მოკლედ, საქართველოს ჩემპიონატს ძლიერი ფორვარდი შეემატა, რომელიც, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს მოქალაქეა.

XI ტურის სიმბოლური ნაკრები

სატურნირო ცხრილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში