ხარკოვში, მოცურავეთა უკრაინის თასის გათამაშებაში, საქართველოს რამდენიმე წარმომადგენელი სცდის ძალებს
ხარკოვში, მოცურავეთა უკრაინის თასის გათამაშებაში, საქართველოს რამდენიმე წარმომადგენელი სცდის ძალებს, რადგან ეს შეჯიბრება სალიცენზიოა.

ჩვენებურთაგან, განსაკუთრებით, 17 წლის ირაკლი ბოლქვაძემ იყოჩაღა - ორი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

200 მეტრი ბრასით ფინალში მან 2.17,17-ში გაცურა და მე-3 ადგილი დაიკავა. ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიამდე 0,82 წამი დააკლდა.

არადა, პირველ-მეორე ადგილებზე გასულმა უკრაინელებმა - ალექსეი როჟკოვმა (2.13,49) და ანდრეი კოვალენკომ (2.13,66) დიდ ბრიტანეთში გასამგზავრებელი ბილეთები დაიბევეს.

საგულისხმოა, რომ ბოლქვაძემ ეს დისტანცია აპრილის მიწურულს ბელარუსის ღია ჩემპიონატზე 2.17,91-ში გაცურა. ასე რომ, ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც 21-27 მაისს უნგრული დებრეცენი უმასპინძლებს, ირაკლის შანსი აქვს, ლონდონის ლეცენზიას (ნორმატივი-2.16,35) გამოჰკრას ხელი.

ბოლქვაძემ მეორე ბრინჯაო 400 მეტრ კომპლექსურ ცურვაში მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ამ დისტანციის დაფარვას ფინალში 4.29,92 მოანდომა და საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები შედეგი (4.32,60) 2,68 წამით გააუმჯობესა. აქ სალიცენზიო ნორმატივია 4.25,44, რომელიც ხარკოვში მხოლოდ თასის მფლობელმა უკრაინელმა მაქსიმ შემბერევმა შეასრულა (4.23,97). მეორე ადგილზე გასული მისი თანაგუნდელი ალექსანდრ ბეზუგლი (4.28,62) თამაშების საგზურს ვერ შესწვდა.

თავისუფალი ყაიდით ცურვაში პეკინის ოლიმპიადის მონაწილე ირაკლი რევიშვილმა 200 მეტრზე მე-6 ადგილი დაიკავა, 100 მეტრზე კი 52,63 წამით მე-16 იყო; ხოლო თემურ კობახიძე (53,43) და გიორგი ბუხრიკიძე (54,16), შესაბამისად, 26-ე და 41-ე ადგილებს დასჯერდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა