ევრო 2012-ის ორგანიზატორებმა იმ საგნების სია შეადგინეს, რომელთაც ჩემპიონატის მატჩებზე გულშემატკივრები სტადიონებზე ვერ შეიტანენ
ევრო 2012-ის ორგანიზატორებმა იმ საგნების სია შეადგინეს, რომელთაც ჩემპიონატის მატჩებზე გულშემატკივრები სტადიონებზე ვერ შეიტანენ.

ამ დოკუმენტის თანახმად, აკრძალულ საგნებს განეკუთვნება ქოლგები, ბოთლები და სხვა მინის, მეტალის ან პლასტმასის ტარა, ალკოჰოლური სასმელები, სტიმულატორები, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებები, ასაფეთქებლები, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი. სტადიონებზე აკრძალული იქნება პროფესიონალური ფოტო და ვიდეოაპარატურის, პიროტექნიკის და ლაზერული მოწყობილობების შეტანა.

სტადიონებზე აკრძალულია დროშების და ბანერების შეტანა, რომელთა ზომები 2X1.5 მეტრს აღემატება. გულშემატკივართა ოფიციალურმა ჯგუფებმა, რომლებიც დადგენილ ზომებზე მნიშვნელოვნად აღმატებული დროშების შეტანას აპირებენ, ამის შესახებ თამაშამდე ერთი დღით ადრე უეფას (ან უეფას მიერ დანიშნულ ნებისმიერ პასუხისმგებელ პირს) უნდა აცნობონ.

ასევე, ჩემპიონატის მატჩებზე აკრძალული იქნება მუზარადების, კიბეების, სკამების, ყუთების, ჩანთების, ზურგჩანთების და სხვა საგნების შეტანა, რომელთა ზომა 25Х25Х25 სმ-ს აღემატება და რომლებიც სტადიონის მაყურებელთა სკამების ქვეშ არ მოთავსდება.

აკრძალვა ვრცელდება ხმის გამაძლიერებლებზე, სირენებზე, სხვა მექანიკურ ან ელექტრონულ-აკუსტიკურ მოწყობილობებზე, ვუვუზელებზე (გრძელი ჩასაბერი ინსტრუმენტი, რომელსაც სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე გულშემატკივრები აქტიურად იყენებდნენ), სარეკლამო პროდუქციასა და დიდი რაოდენობით ქაღალდზე.

ევრო 2012-ის მატჩების დროს სტადიონებზე ცხოველების შეყვანა მხოლოდ უეფას ნებართვით იქნება შესაძლებელი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოცემული სია საბოლოო არ არის და სხვა, ამა თუ იმ საგნის სტადიონზე შეტანა, შესაძლოა, არენის უსაფრთხოების თანამშრომლებმა ადგილზე აღკვეთონ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატს უკრაინა და პოლონეთი ერთობლივად უმასპინძლებს. ევრო 2012-ის ფინალური ეტაპი 8 ივნისიდან 1 ივლისამდე გაიმართება.

მიმდინარე წლის დასაწყისში უკრაინული გამოცემა "Сегодня" წერდა, რომ უკრაინის სპორტული მარკეტინგის ასოციაცია აპირებს, გულშემატკივრებს მომავალი ჩემპიონატისთვის "ვუვუზელას" (რომელიც ჩემპიონატის აკრძალულ საგნებში მოხვდა) საკუთარი ალტერნატივა შესთავაზოს. საუბარია ტრიპოლურ სასტვენზე - ზოულიცაზე, რომელიც ოკარინას სახელითაცაა ცნობილი. მას, როგორც ასოციაციაში აღნიშნეს, "დაბალი, სასიამოვნო ჟღერადობა აქვს, რომელიც მოთამაშეებს და მაყურებლებს არ აღიზიანებს".

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად