ქუთაისის "ტორპედო" წარმატებულ სეზონს რომ ატარებს, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი მეკარეს მიუძღვის
ქუთაისის "ტორპედო" წარმატებულ სეზონს რომ ატარებს, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი მეკარე ომარ მიგინეიშვილს მიუძღვის.

სეზონი მალე დასრულდება, კეისარი კეისრისას მიიღებს, მიგინეიშვილი კი სულ მცირე, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეთა სამეულში რომ მოხვდება, ამის თქმა წინასწარაც შეიძლება - არიან საიმედო მეკარეები, რომლებიც ასაღებ დარტყმებს არ უშვებენ.

ომარს ესეც ახასიათებს და, პლუს, აუღებლის აღება და გუნდის გადარჩენაც მიმდინარე სეზონში ბევრჯერ შეძლო. რაც მთავარია, სტაბილურია და არც კურიოზულ გოლებს უშვებს...

ცხადია, მისი კარგი თამაში სპეციალისტებს არ გამორჩენიათ და შევიტყვეთ, რომ "ტორპედოს" მეკარით თბილისის "დინამო" დაინტერესდა. სავარაუდოდ, თბილისელები გიორგი ლორიას შემცვლელს ეძებენ.

"თბილისის "დინამო" მართლაც იყო დაინტერესებული, მოლაპარაკება მიდიოდა, მაგრამ საბოლოოდ, "ტორპედოში" დარჩენა გადავწყვიტე და მარტში სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე.

საქმე ისაა, რომ კონტრაქტი მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ მიმთავრდებოდა, სხვაგან არ გამიშვებდნენ და ხელშეკრულება კიდევ წელიწადნახევრით გავახანგრძლივე.

"ტორპედო" ამბიციური გუნდია, მომდევნო სეზონში კიდევ უფრო გავძლიერდებით და გაუმართლებელიც იქნება წავიდე იქიდან, სადაც თავს კარგად ვგრძნობ", - ამბობს მიგინეიშვილი.

სამტრედიაში დაბადებულ და გაზრდილ ახალგაზრდას ქუთაისურ კლუბში გამოჩენამდე ბევრი არც იცნობდა, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს ლიგაში ფოთის "კოლხეთსა" და თბილისის "ლოკომოტივში" უთამაშია. "ტორპედოს" ძირითადი შემადგენლობიდან მაქსიმე ქვილითაია რომ ამოაგდო, მაშინ ყველამ ჩათვალა, რომ მიგინეიშვილის კონკურენტი არ იყო ფორმაში.

მაგრამ გავიდა დრო და გამოჩნდა, რომ მიგინეიშვილი მართლაც საიმედო მეკარეა. მიმდინარე სეზონში "ტორპედო" რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ქულას სწორედ მას უნდა უმადლოდეს.

"მეკარე რაც უფრო გამოცდილი და ასაკში შესულია, მით უფრო საიმედო ხდება. ეტყობა, გამოცდილებამ და თამაშებმა ჩემზეც სასიკეთო გავლენა მოახდინა.

თბილისის "ლოკომოტივში" დავით გვარამაძესთან ერთად ვთამაშობდი და მისგან იმდენი რამ ვისწავლე, რაც შემდეგ ძალიან წამადგა. ქუთაისში კი სათამაშო პრაქტიკა მაქვს და თავდაჯერებული გავხდი".

"ტორპედო" კონკურენტ თბილისის "დინამოს" ოთხი ქულით ასწრებს და ევროპის ლიგაზე გასვლის რეალური შანსი გააჩნია.

"მიმაჩნია, რომ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების შანსი 80 პროცენტია. ძალიან მძიმე შეხვედრები გველის, მაგრამ ევროპაში თამაში ხელის გაწვდენაზეა და ეს შესაძლებლობა არ უნდა დავკარგოთ. რაც მთავარია, არ უნდა მოვდუნდეთ. ამის უფლება არც გვაქვს და ყველაფერი კარგად იქნება.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო "დინამოსთან" გამარჯვება. სხვათა შორის, დაკვირვებული ვარ, თბილისელებთან ეროვნულ სტადიონზე განსაკუთრებული სტიმულით ვთამაშობთ. უპირველესი სტიმული თავად ტიტულოვანი მეტოქე და ეროვნულ სტადიონზე თამაშია. სულ სხვა მონდომება და სულისკვეთება გვიჩნდება, იმიტომ, რომ ამ ულამაზეს სტადიონზე ძალიან კარგი საფარი და გამორჩეული ატმოსფეროა, რაც ფეხბურთელებს გადმოგვედება.

თანაც, "დინამო" და "ტორპედო" სულაც მაჩანჩალები რომ იყვნენ, ჩვენი შეხვედრები მაინც დაძაბული იქნება".

როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრები 24 მაისს ავსტრიაში თურქეთის ეროვნულ გუნდს ეთამაშება. მიგინეიშვილს აცნობეს, რომ თემურ ქეცბაია ნაკრებში იწვევდა, მაგრამ კლუბის ინტერესების გამო შეკრებაზე გამგზავრებას ვერ მოახერხებს:

"მითხრეს, რომ ნაკრების ხელმძღვანელობა ჩემით დაინტერესდა და შეკრებაზე გამოძახებას მიპირებდა.

ალბათ, ვერ წავალ, რადგან შეკრება იმ დროს იწყება, როდესაც ეროვნულ ჩემპიონატში გადამწყვეტი შეხვედრები გველის. მისი დასრულების დროს ნაკრები უკვე ავსტრიაში იქნება, თამაშამდე ორი დღით ადრე ჩასვლას კი აზრი არ აქვს - მწვრთნელი შეკრებაზე, ვარჯიშის დროს უნდა დაგაკვირდეს.

არადა, გული მწყდება, ეროვნულ ნაკრებში თამაში ხომ ჩემი უდიდესი ოცნებაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fiore
ამ ახალგაზრდას რას აყოვნებთ ღირსეული შემცვლელიც ყავს გუნდში მაქსიმეს სახით, წარმატების გზად იარე ნიჭიერო ტორპედოს ეყოფა რაც დღემდე მოვიდა სანახევოდ შენი დამსახურებით. მოთამაშე მოიძიეთ და გოლით გაახარეთ ფეხბურთის მოყვარული ქალაქი ტორპედოს მესვეურნო ეყოს 1 - 0 ნულით გამარჯვება ტორპედოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოს.წინ ქუთაისი
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს