ირლანდია ისე იბრძოლებს, როგორც ეკადრება: ესპანეთი და იტალია ამ გუნდს უნდა უფრთხილდნენ!

ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონი რომ ყველასგან განსხვავებული და გამორჩეული სპეციალისტია, ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ მრავლისმნახველმა იტალიელმა ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.

იმ დროს, როცა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების სხვა დამრიგებლები გაფართოებულ შემადგენლობებს ასახელებენ და მოსამზადებელ პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსს უტოვებენ, ტრაპმა პირდაპირ ის 23 მოთამაშე დაასახელა, რომლებსაც, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, პოლონეთსა და უკრაინაში წაიყვანს.

შეგახსენებთ, რომ უეფა გუნდებს საბოლოო განაცხადის წარდგენას 29 მაისს, 12 საათზე ავალდებულებს, ტრაპატონიმ კი საბოლოო განაცხადი ყველაზე ადრე გამოაქვეყნა.

ამრიგად, თუ ქვემოთ მოყვანილი სიიდან რომელიმე ფეხბურთელი ტრავმას არ მიიღებს, ირლანდიის ნაკრები ევრო 2012-ზე სწორედ ამ შემადგენლობით გაემგზავრება. თუ არ ჩავთვლით რობი კინს (გალაქსი, აშშ), აიდენ მაკგიდის (მოსკოვის სპარტაკი) და დარენ ო’დის (სელტიკი), ტრაპატონიმ მხოლოდ ის ფეხბურთელები გამოიძახა, რომლებიც ინგლისში თამაშობენ.

"23 ფეხბურთელის შერჩევა ადვილი არ იყო, რადგან ევროპის ჩემპიონატზე თამაში გაცილებით მეტმა დაიმსახურა, - განაცხადა ტრაპმა პრესკონფერენციაზე, - ევროპის ჩემპიონატის დაწყებას მოუთმენლად ველოდებით და კონტინენტის პირველობას სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. ურთულეს ჯგუფში ვართ, მაგრამ ირლანდია ისე იბრძოლებს, როგორც ამ ქვეყანას ეკადრება".

სიაში არ არის "უიგანის" ნახევარმცველი ჯეიმს მაკარტი, რომელმაც ტრაპატონის თვითონ სთხოვა, განაცხადში ნუ შემიყვანო - საქმე იმაშია, რომ ჯეიმსის მამას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და დიდხანს ვეღარ იცოცხლებს, რის გამოც მაკარტი ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე უარს ამბობს და ოჯახთან ერთად იქნება.

"ჯეიმსმა წინა კვირაში დამირეკა და მომხდარის შესახებ მიამბო. მე მისი ძალიან კარგად მესმის და დარწმუნებული ვარ, ამ საკითხს მთელი ირლანდია გაგებით მოეკიდება," - აღნიშნა ტრაპმა.

სანამ ირლანდიის ნაკრების შემადგენლობას გაგაცნობთ, იმასაც შეგახსენებთ, რომ ირლანდიას ჯგუფურ ეტაპზე ურთულესი მეტოქეები ჰყავს: მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანეთი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი იტალია და ამბიციური ხორვატია.

მეკარეები: შეი გივენი (ასტონ ვილა), კეირენ ვესტვუდი (სანდერლენდი), დევიდ ფორდე (მილუოლი).

მცველები: ჯონ ო’ში (სანდერლენდი), რიჩარდ დანი (ასტონ ვილა), შონ სეინტ ლეჯერი (ლესტერი), სტეფან უორდი (ვულვერჰემპტონი), სტეფან კელი (ფულჰემი), დარენ ო’დი (სელტიკი), კევინ ფოლი (ვულვერჰემპტონი).

ნახევარმცველები: კეით ენდრიუსი (ვესტ ბრომვიჩი), გლენ უელანი (სტოკი), დარონ გიბსონი (ევერტონი), დამიენ დაფი (ფულჰემი), აიდენ მაკგიდი (სპარტაკი), სტეფან ჰანტი (ვულვერჰემპტონი), კეით ფაჰი (ბირმინგემი), ჯეიმს მაკლინი (სანდერლენდი).

თავდამსხმელები: რობი კინი (გალაქსი), კევინ დოილი (ვულვერჰემპტონი), საიმონ კოქსი (ვესტ ბრომვიჩი), ჯონათან უოლტერსი (სტოკი), შეინ ლონგი (ვესტ ბრომვიჩი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან