საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 და 2 დივიზიონებში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. ნახევრადპროფესიულ ფედრალ 1 დივიზიონში წლეულს გათამაშება შეცვლილი ფორმატით გაიმართება...

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 და 2 დივიზიონებში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. ნახევრადპროფესიულ ფედრალ 1 დივიზიონში წლეულს გათამაშება შეცვლილი ფორმატით გაიმართება. 48 გუნდი ოთხ ჯგუფშია განაწილებული და პლეი ოფში ოთხ-ოთხი საუკეთესო გადის, რომლებიც ელიტური, მეორე დივიზიონის ორი საგზურისთვის მერვედფინალიდან იბრძოლებენ.

ფედერალ 1 დივიზიონის A ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ოთხი გუნდი ასპარეზობს. სანდრო ესაკიას, დავით აშვეთიას, შალვა სუთიაშვილისა და არჩილ კობაურის "მასიმ" სტუმრად დაამარცხა დივიზიონის დებიუტანტი, ბესო უდესიანისა და ირაკლი მაჩხანელის "მაკონი" - 22:18.

ესაკია და აშვეთია თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთნენ. სუთიაშვილმა და მაჩხანელმა სრულად ითამაშეს. კობაური და უდესიანი განაცხადში არ იყვნენ.

სტუმრად "ანესის" მოუგო ავთანდილ კოპალიანის "ორლეანმაც" - 17:15. ელიზბარ ყუფარაძის "მონლუსონი" კი ასევე სტუმრად დამარცხდა "ნევერთან" - 15:19.

A ჯგუფი

ბობინი-დიჟონი 27:20, სერჟ პონტუაზი-სტრასბური 13:9, ნევერი-მონლუსონი 19:15, მაკონი-მასი 18:22, ბურგ ან ბრესი-სურესნე 41:3, ანესი-ორლეანი 15:17.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბურგ ან ბრესი -5 ქულა, 2. მასი - 5, 3. ბობინი - 4, 4. სერჟ პონტუაზი - 4, 5. ნევერი - 4, 6. ორლეანი - 4, 7. ანესი - 1, 8. მონლუსონი - 1, 9. მაკონი - 1, 10. სტრასბური - 1, 11. დიჟონი - 1, 12. სურესნე - 0.

B ჯგუფში პლეი ოფში მოხვედრას და მეორე დივიზიონის საგზურის მოპოვებას ქართველ მორაგბეთა ექვსი გუნდი ეცდება. წარმატებით დაიწყო ასპარეზობა ერთ-ერთმა ფავორიტმა, ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიემ". ლანგედოკელებმა სტუმრად დაამარცხეს "შატორენარი" - 30:16.

მალაღურაძე თამაშში 76-ე წუთიდან ჩაერთო და მატჩის ბოლო წუთზე საჯარიმო გაიტანა. მჭედლიშვილი განაცხადში არ იყო.

დავით კაჭარავას "ნიცამ" პირველ ტურში შინ მოუგო "გროლეს" - 19:12. საქართველოს ნაკრების შუამარბს არ უთამაშია. ასევე შინ გაიმარჯვა "გრასთან" ირაკლი გიორგაძის "ლავორმა" - 24:15.

გიორგი ნემსაძის "მონტობანი", რომელიც ფედერალ 1 დივიზიონში ფინანსური პრობლემების გამო ჩამოაქვეითეს, შინ დამარცხდა "ბლანიაკთან" - 9:14. ნემსაძე განაცხადში არ იყო.

სტუმრად წააგო "რომანთან" გია ლაბაძის "ლა სეინმა" - 11:23. შოთა მელიქიძის "ობენაც" ვერაფერს გახდა სტუმრად "ვალანსთან" - 22:24.

B ჯგუფი

შატორენარი-ბეზიე 16:30, რომანი-ლა სეინი 23:11, ნიცა-გროლე 19:12, ლავორი-გრასი 24:15, ვალანსი-ობენა 24:22, მონტობანი-ბლანიაკი 9:14.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბეზიე - 4 ქულა, 2. რომანი - 4, 3. ლავორი - 4, 4. ნიცა - 4, 5. ბლანიაკი - 4, 6. ვალანსი - 4, 7. ობენა - 1, 8. მონტობანი - 1, 9. გროლე - 1, 10. გრასი - 0, 11. ლა სეინი - 0, 12. შატორენარი - 0.

ც ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი ასპარეზობს. თედო ზიბზიბაძის, დავით დადუნაშვილის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და ირაკლი ნინიძის "პერიგომ" შინ "სენ ჟუინენი" გაანადგურა - 52:16. ოთხივე ქართველმა ითამაშა. დადუნაშვილმა კი 56-ე წუთზე ლელო გაიტანა.

ვახტანგ მაისურაძის "სენ ნაზერმა" სტუმრად მოუგო "ნიორს" - 26:22. მაისურაძე განაცხადში არ იყო.

ჯგუფი

ლიმოჟი-რიბერაკი 17:11, პერიგო-სენ ჟუინენი 52:16, ვანი-ტური 21:6, ნიორი-სენ ნაზერი 22:26, სენ მედარი-მარმანდი 19:22, ლანჟონი-პაი დე მედოკი 21:15

სატურნირო მდგომარეობა

1. პერიგო - 5 ქულა, 2. ვანი - 5, 3. ლანჟონი - 4, 4. ლიმოჟი - 4, 5. სენ ნაზერი - 4, 6. მარმანდი - 4, 7. სენ მედარი - 1, 8. ნიორი - 1, 9. პაი დე მედოკი - 1, 10. რიბერაკი - 1, 11. ტური - 0, 12. სენ ჟუინენი - 0.

D ჯგუფის გუნდებთან ეულად მოუწევს გამკლავება მერაბ კვირიკაშვილის, დავით ბალანჩივაძის, რეზო გიგაურის, ლევან დათუნაშვილისა და ბექა ურჯუკაშვილის "ფიჟაკს". ჩვენებურთა გუნდმა პირველ ტურში სტუმრად წააგო "კასტანესთან" - 3:25.

კვირიკაშვილმა, დათუნაშვილმა და გიგაურმა სრულად ითამაშეს. ურჯუკაშვილი და ბალანჩივაძე განაცხადში არ იყვნენ.

D ჯგუფი

ტიროსი-ლანამეზანი 33:14, ლურდი-სენ ჟან და ლუზი 23:19, ოლორონი-მორლაა 35:11, კაორი-ტურნეფოი 13:20, კასტანე-ფიჟაკი 25:3, ორტეზი-მოლეონი 6:14.

სატურნირო მდგომარეობა

1. კასტანე - 5 ქულა, 2. ოლორონი - 4, 3. ტიროსი - 4, 4. მოლეონი - 4, 5. ტურნეფოი - 4, 6. ლურდი - 4, 7. სენ ჟან და ლუზი - 1, 8. კაორი - 1, 9. ორტეზი - 0, 10. ლანამეზანი - 0, 11. ფიჟაკი - 0, 12. მორლაა - 0.

ფედერალ 2 დივიზიონში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი თამაშობს. D ჯგუფში ილია ზედგინიძის "სენ რაფაელმა" სტუმრად ითამაშა "სტად პოკესთან" და მშრალი ანგარიშით - 0:30 დამარცხდა. ზედგინიძე ტრავმირებულია და არ უთამაშია.

F ჯგუფში ასპარეზობს მალხაზ ურჯუკაშვილის "გურდო", რომელმაც ასევე სტუმრად წააგო "ფლორანსთან" 15:22. ყველა ქულა გუნდს ურჯუკაშვილმა მოუტანა (ხუთი საჯარიმო).

შეგახსენებთ, რომ ფედერალ 2 დივიზიონში გათამაშების ფორმატი არ შეცვლილა. 96 გუნდი რვა ჯგუფშია განაწილებული. პირველადგილოსნები ფედერალ 1 დივიზიონის საგზურს ავტომატურად მიიღებენ. დარჩენილ ოთხ საგზურს კი თითოეულ ჯგუფიდან ექვს-ექვსი საუკეთესო პლეი ოფში გაითამაშებს.

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა