ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ატლეტიკო VS ბილბაო - ოსტატისა და შეგირდის ომი ევროპალიგის ფინალში

ატლეტიკო VS ბილბაო - ოსტატისა და შეგირდის ომი ევროპალიგის ფინალში

9 მაისს ევროპალიგის ფინალური მატჩი ბუქარესტში, ნაციონალურ სტადიონზე, 22:45 წთ-ზე გაიმართება
09.05. ევროპალიგა. ფინალი

ატლეტიკო-ბილბაო 22:45

დისკვალიფიკაცია: მერიდა, ტიაგო (ატლ)

ტრავმა: პერეა (?), ა. ლოპესი, სილვიო - ამორებიეტა (?)

ესპანური ფინალი რუმინეთში

ორი ესპანური კლუბი, იდენტური ზოლებით მაისურებზე და თითქმის იდენტური სახელებით, ერთმანეთს რუმინეთის დედაქალაქის ეროვნულ არენაზე დაუპირისპირდება ევროპალიგის ტიტულისთვის, ევროთასების რანგით მეორე ტურნირის გამარჯვებულის წოდებისთვის.

რა ხდება "ატლეტიკოს" ბანაკში? გამოცდილმა მცველმა ლუის პერეამ, რომელიც ახლახან "ვისენტე კალდერონზე" დააჯილდოვეს კლუბის ისტორიაში დიდი წვლილის შეტანისთვის, მოირჩინა ტრავმა და შეიძლება ითამაშოს ფინალში.

თამაშის შანსი აქვს კაპიტან ანტონიო ლოპესსაც, მაგრამ პორტუგალიელი სილვიო 100%-ით ვერ ითამაშებს. პორტუგალიელი ტიაგო დისკვალიფიცირებულია და მას შუა ხაზში გაბი შეცვლის. ფრან მერიდას ამ ტურნირზე თამაშის უფლება არა აქვს.

ბასკთა ბანაკშიც არაა ბევრი ტრავმირებული - მცირე პრობლემა აქვს ძირითადის წევრ ფერნანდო ამორებიეტას. მცველს თამაშის დღეს ეტყვიან, შეძლებს თუ არა ფინალში მოედანზე გასვლას.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "მოგებას რა სჯობს. მახსოვს, უეფას თასის მოგება ფეხბურთელობისას.

თუმცა მწვრთნელს სხვა მისია აკისრია - ის აუცილებლად უნდა იყოს გაწონასწორებული.

ფეხბურთელი კი შეიძლება იყოს სპონტანური და ინსტინქტური.

ახლა კი, როგორც მწვრთნელმა, გუნდში ფსიქოლოგიურ ბალანსზე უნდა ვიზრუნო. მწვრთნელს გაცილებით მეტი აქვს საფიქრალი.

ასეთ მატჩებში მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას, მაგრამ არა გადამწყვეტი".

მარსელო ბიელსა (ბილბაო): "ფინალში თამაში დიდი პრივილეგიაა ჩვენი ახალგაზრდული გუნდისთვის.

ამ ბიჭებმა წინა ეტაპებზე ბრძოლას მთელი ენერგია შეალიეს".

წინა დაპირისპირებები

მადრიდის "ატლეტიკო" და ბილბაოს "ატლეტიკი" ერთმანეთს "თვალდახუჭულნი" იცნობენ, მაგრამ მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონატისა და თასის მასშტაბით. აი, ევროთასებზე კი ეს ორი გუნდი პირველად ხვდება ერთმანეთს და ეგრევე ფინალში!

* ლა ლიგაში ურთიერთშეხვედრებში კი "ატლეტიკო" სჯობს "ატლეტიკს" - 150 დაპირისპირებიდან 64 მადრიდელებმა მოიგეს, 59 კი ბილბაოელებმა.

* მათი პირველი დაპირისპირება ესპანეთის პირველ ჩემპიონატში შედგა. ეს იყო 1929 წელს, თუმცა მანამდე ეს ორი გუნდი ერთმანეთს "სამეფო თასის" ფინალში დაეჯახა 1921 წელს.

* "ატლეტიკო" 11-ჯერ შეხვდა ესპანურ გუნდებს ევროთასებზე: 5 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება. სულ ბოლოს ეს წლევანდელი სეზონის ნახევარფინალში მოხდა, როცა მადრიდელებმა "ვალენსია" გამოთიშეს ბრძოლიდან.

* ბილბაოელები მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ ესპანურ კლუბს ევროთასებზე. ორმატჩიანი რაუნდი "ბარსელონას" 4:3 მოუგეს (1977 წ).

* ლა ლიგის ამ სეზონში ოქტომბერში ბილბაოში მასპინძლებმა 3:0 მოიგეს (ფერნანდო ლორენტემ დუბლი შეასრულა), მაგრამ მარტში მადრიდში "ატლეტიკომ 2:1 იმარჯვა (რადამელ ფალკაომ დუბლი შეასრულა).

ამ სეზონში ევროპალიგაზე:

* "ატლეტიკომ" ფინალში 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით მიაღწია (მათ შორის - ხუთი გამარჯვება ზედიზედ). ბოლოს გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე "უდინეზესთან" წააგო 0:2.

* ფინალი "ატლეტიკოსთვის" მეასეა უეფას თასის ისტორიაში.

* ევროპალიგის წლევანდელ სეზონში ყველაზე მეტი გოლი "ატლეტიკომ" გაიტანა - 30. "ბილბაოს" ანგარიშზე 28 გოლია.

ფაქტები

* "ატლეტიკოს" ფორვარდი რადამელ ფალკაო გაუთანაბრდა "შალკეს" კლაას-იან ჰუნტელაარს 10 გოლით. შარშან კოლუმბიელმა რეკორდული 17 გოლით იბომბარდირა. შეგახსენებთ, რომ მაშინ ფალკაო "პორტუში" თამაშობდა. უეფას თასის ისტორიაში აქამდე არავინ ყოფილა ზედიზედ ორი სეზონი ბომბარდირი.

* ბომბარდირობის შანსი აგრეთვე აქვთ ფალკაოს თანაგუნდელ ადრიან ლოპესს (8 გოლი) და ბილბაოელ ფერნანდო ლორენტეს (7).

* "ატლეტიკოს" 14 მატჩიდან მხოლოდ ფალკაომ და ადრიანმა ითამაშეს ყველაში (12-12-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში). ყველაზე მეტჯერ სასტარტოში მადრიდელთა ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა მოხვდა - 13-ჯერ.

* წუთების მხრივ, პირველი კურტუაა - 1 170 წუთი, ფალკაო - 1 125, დიეგო გოდინი - 1 080. სხვათა შორის, ფინალიდან ორ დღეში კურტუა, რომელიც "ჩელსის" საკუთრებაა და მადრიდში იჯარის წესით თამაშობს, 20 წლის გახდება.

* "ბილბაოს" 14-ივე მატჩში მონაწილეობა მიიღეს: მარკელ სუსაეტამ, იკერ მუნიაინმა და ანდონი ირაოლამ. ისინი 13-13-ჯერ მოხვდნენ სასტარტო შემადგენლობაში, ისევე, როგორც ლორენტე და მეკარე გორკა ირაისოსი.

* წუთებით ლიდერი მარჯვენა მცველი ირაოლაა - 1 188, ირაისოსი - 1 170, მუნიაინი - 1 137.

* ევროპალიგის ამ სეზონის ასისტენტთა ლიდერი "ატლეტიკოს" ბრაზილიელი ნახევარმცველი დიეგოა - 6 საგოლე პასი.

* ატლეტიკოელი გაბი და ბილბაოელი ანდერ ერერა 2009-11 წლებში თანაგუნდელები იყვნენ "სარაგოსას" შემადგენლობაში.

* ბილბაოელი დავიდ ლოპესი და მადრიდელი ხუანფრანი 2006-07 წლებში ერთად თამაშობდნენ "ოსასუნაში".

მწვრთნელები

* დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოში" გრეგორიო მანსანო 23 დეკემბერს შეცვალა. წარსულში ცნობილ არგენტინელ ნახევარმცველს ორჯერ სხვადასხვა დროს უთამაშია "ატლეტიკოში" და ერთობ წარმატებულადაც - 1996 წელს ის ესპანეთის ჩემპიონიც გახდა და თასიც მოიპოვა. უეფას თასი სიმეონემ უკვე "ინტერის" რიგებში მოიგო (1998 წ).

* ბასკთა თავკაციც არგენტინელია - მარსელო ბიელსა, რომელიც ფეხბურთელობისას მცველი იყო. მან "ბილბაო" სეზონის წინ ჩაიბარა, ევროთასებზე კი სადებიუტო სეზონი აქვს.

* ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობს: 1998-2002 წლებში სიმეონე რეგულარულად ხვდებოდა არგენტინის ნაკრებში, რომელსაც ბიელსა წვრთნიდა.

* რომელმა გუნდმაც უნდა მოიგოს, თასს ევროთასებზე დებიუტანტი მწვრთნელი ჩაიბარებს, როგორც შარშან ეს ანდრე ვილაშ-ბოაშმა (პორტუ) შეძლო.

* ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად გახდება პირველი არგენტინელი მწვრთნელი, რომელმაც უეფას თასი (ან მისი მემკვიდრე ევროპალიგა) მოიგო.

* თუკი "ატლეტიკო" გაიმარჯვებს, დიეგო სიმეონე გახდება მესამე ადამიანი, რომელმაც უეფას თასი მოიგო, როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა. აქამდე ასეთი მიღწევა მხოლოდ დინო ძოფს და ჰუუბ სტევენსს ჰქონდათ.

ფინალი

* რომელმა გუნდმაც უნდა მოიგოს, ესპანეთი მეშვიდედ შესწვდება ტიტულს. მხოლოდ იტალია დაიკვეხნის მეტ ტიტულს - 9.

* "ატლეტიკოსთვის" ეს მეათე ფინალია ევროთასებსა და საკონტინენტთაშორისო თასზე.

* 2010 წელს ევროპალიგის პირველი გათამაშება "ატლეტიკომ" მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 2 წელიწადია გასული, გუნდში იმ დროიდან მხოლოდ 5 ფეხბურთელი შემორჩა, რომელთაც მაშინდელ ფინალში მიიღეს მონაწილეობა: ანტონიო ლოპესი, პაულო ასუნსაო, ალვარო დომინგესი, ედუარდო სალვიო და ლუის პერეა.

* "ბილბაო" მხოლოდ ერთხელ იყო ევროთასების ფინალში - 1977 წელს უეფას თასზე და "იუვენტუსთან" დათმო ორმატჩიანი ბრძოლა.

* "ატლეტიკოს" სამჯერ აქვს ბუქარესტში ნათამაშები: თითო მოგება, წაგება და ფრე. "ბილბაო" რუმინეთის დედაქალაქში პირველად თამაშობს.

* მატჩს გერმანელი არბიტრი ვოლფგანგ სტარკი განსჯის.

ფორმა

* 5 მაისს "ატლეტიკომ" 2:1 დაამარცხა "მალაგა". გოლები კოკემ და ადრიან ლოპესმა გაიტანეს.

* 5 მაისს "ბილბაო" შინ 0:0 დაუზავდა "ხეტაფეს".

მწვრთნელები

მარსელო ბიელსა

არგენტინა

დაიბადა: 1955 წ.

ფეხბ. კარიერა: "ნიუელსი", "კორდობა", "ატლეტიკო არხენტინო".

მწვრთ. კარიერა: "ნიუელსი", "ატლასი", "ამერიკა", "ველესი", "ესპანიოლი", არგენტინის ნაკრები, ჩილეს ნაკრები, "ბილბაო".

დიეგო სიმეონე

არგენტინა

დაიბადა: 1970

ფეხბ. კარიერა: "ველესი", "პიზა", "სევილია", "ატლეტიკო", "ინტერი", "ლაციო", "ატლეტიკო", "რასინგი".

მწვრთ. კარიერა: "რასინგი", "ესტუდიანტესი", "რივერ პლეიტი", "სან ლორენსო", "კატანია", "რასინგი", "ატლეტიკო".

გზა ფინალამდე

ატლეტიკო

III საკვალიფიკაციო ეტაპი

ატლეტიკო-სტრომგოდსეტი 2:1 (2:0)

პლეი ოფი

ატლეტიკო-გიმარაეში 2:0 (4:0)

ჯგუფური ეტაპი

ატლეტიკო-სელტიკი 2:0

რენი-ატლეტიკო 1:1

უდინეზე-ატლეტიკო 2:0

ატლეტიკო-უდინეზე 4:0

სელტიკი-ატლეტიკო 0:1

ატლეტიკო-რენი 3:1

1/16 ფინალი

ლაციო-ატლეტიკო 1:3 (0:1)

1/8 ფინალი

ატლეტიკო-ბეშიქთაში 3:1 (3:0)

1/4 ფინალი

ატლეტიკო-ჰანოვერი 2:1 (2:1)

ნახევარფინალი

ატლეტიკო-ვალენსია 4:2 (1:0)

ბილბაო

პლეი ოფი

ბილბაო-ტრაბზონი 0:0 (II მატჩი გაუქმდა)

ჯგუფური ეტაპი

სლოვანი-ბილბაო 1:2

ბილბაო-პსჟ 2:0

ბილბაო-ზალცბურგი 2:2

ზალცბურგი-ბილბაო 0:1

ბილბაო-სლოვანი 2:1

პსჟ-ბილბაო 4:2

1/16 ფინალი

ლოკომოტივი-ბილბაო 2:1 (0:1)

1/8 ფინალი

მან. იუნაიტედი-ბილბაო 2:3 (1:2)

1/4 ფინალი

შალკე-ბილბაო 2:4 (2:2)

ნახევარფინალი

სპორტინგი-ბილბაო 2:1 (1:3)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა

ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: გადამწყვეტ მატჩში ინგლისური გუნდები შეხვდებიან

[VIDEO] ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ინგლისური ფინალის მოლოდინში

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ