63-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში IBF-ისა და WBA-ს ჩემპიონი, ამერიკელი ლამონტ პიტერსონი დოპინგის მიღებაში გამოიჭირეს
63-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში IBF-ისა და WBA-ს ჩემპიონი, ამერიკელი ლამონტ პიტერსონი დოპინგის მიღებაში გამოიჭირეს.

დადებითი შედეგი აჩვენა დოპინგსინჯმა, რომელიც 2012 წლის მარტში აიღეს. სპორტსმენის ორგანიზმში ტესტოსტერონი აღმოჩნდა.

იმ პერიოდში პიტერსონი ბრიტანელ ამირ ჰანთან ჩხუბისთვის ემზადებოდა. 2011 წლის 10 დეკემბერს პიტერსონმა ჰანი დაამარცხა და მას საჩემპიონო ტიტულები ჩამოართვა, მაგრამ ბრიტანელმა მოკრივემ განაცხადა, რომ ბრძოლის შედეგი არასამართლიანი იყო.

პიტერსონმა და ხანმა რევანშზე მოილაპარაკეს, რომელიც 19 მაისს უნდა გამართულიყო. ახლა კი დადებითი დოპინგ-სინჯის გამო ამ ბრძოლის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

როგორც ESPN აღნიშნავს, სწორედ პიტერსონის დაჟინებული მოთხოვნით ჩაუტარდა ორივე მოკრივეს შემოწმება.

სპორტსმენებმა კონტრაქტი გააფორმეს ანტისადოპინგო ასოციაციასთან, რომელმაც შემოწმება ჩაუტარა მოკრივეებს. ჟურნალ The Ring-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ასოციაციის წერილი ნევადას შტატის ათლეტური კომისიისადმი, რომელშიც იტყობინებიან კიდეც პიტერსონის დოპინგის შესახებ.

სულ 28 წლის პიტერსონმა პროფესიულ რინგზე 32 ბრძოლა გამართა. მან მოიგო 30 შეხვედრა (15 - ნოკაუტით), დამარცხდა ერთხელ და ერთი ბრძოლა ფრედ დაასრულა. 25 წლის ხანმა 28 ბრძოლიდან 26 მოიგო (18 - ნოკაუტით) და ორჯერ დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა