The Ring Magazine-ის საექსპერტო კომისია დაჟინებით მოითხოვდა, მეივეზერი რეიტინგის პირველ ადგილზე გადაეყვანათ
მას შემდეგ, რაც ფლოიდ მეივეზერმა შაბათს ლას ვეგასში დაამარცხა მიგელ კოტო, კრივის მოყვარულებს შორის გაჩნდა შემდეგი კითხვა: გააკეთა თუ არა საკმარისი მეივეზერმა The Ring Magazine-ის რეიტინგის (წონის გაუთვალისწინებლად საუკეთესო მოკრივეთა კლასიფიკაცია) პირველი ადგილიდან პაკიაოს ჩამოსაგდებად.

ჟურნალის საექსპერტო კომისია დაჟინებით მოითხოვდა, მეივეზერი რეიტინგის პირველ ადგილზე გადაეყვანათ, რადგან მან მართალია, რთული, მაგრამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მოკრივესთან, რომელიც პირველი იყო საშუალო წონის რეიტინგში.

პაკიაოს წინააღმდეგ კიდევ ერთი არგუმენტი იმაში მდგომარეობდა, რომ ბევრის აზრით, მისი ბოლო გამარჯვება ხუან მანუელ მარკესთან მსაჯების მიერ იყო ნაჩუქარი, იმ დროს, როცა მეივეზერი ამ მექსიკელ მოკრივეს იოლად გაუსწორდა.

"რინგის" სარედაქციო გუნდი სხვა მხარეს იხრებოდა და მიუთითებდა იმის შესახებ, რომ მეივეზერს გაცილებით მეტი პრობლემა შეექმნა კოტოსთან, ვიდრე პაკიოას.

რედაქტორები ამჯობინებენ დაელოდონ მენისა და ტიმოტი ბრედლის შეხვედრას, რომელიც 9 ივნისს გაიმართება და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.

ბოლოს რედაქტორებმა გაიხსენეს მოქმედების გეგმა, რომელსაც ისინი პაკიაოსა და მარკესის ბრძოლის შემდეგ განიხილავდნენ: პირველი ადგილი ვაკანტურად დაეტოვებინათ იქამდე, სანამ მენი და ფლოიდი არ შეხვდებოდნენ ერთმანეთს.

ახლა სწორედ ეს ვარიანტი აამუშავეს: მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეივეზერმა საკმარისი გააკეთა იმისთვის, რომ პაკიაოს გათანაბრებოდა, მაგრამ მისი გასწრება ვერ შეძლო. ამიტომაც პირველი ადგილი ამ პრესტიჟულ რეიტინგში ვაკანტურია, ხოლო მენი და ფლოიდი მეორე ადგილს იყოფენ.

თანამედროვეობის ორ საუკეთესო მოკრივეს შორის ამ დავაში ბევრ რამეს გადაწყვეტს 9 ივნისს პაკიაოსა და ბრედლის შეხვედრა.

The Ring-ის რეიტინგი

1. ვაკანტური

2. მენი პაკიო 439*

2. ფლოიდ მეივეზერი 33

3. სერხიო მარტინესი 105

4. ნონიტო დონერი 157

5. ანდრე უორდი 55

6. ხუან მანუელ მარკესი 268

7. ვლადიმერ კლიჩკო 89

8. ტიმოტი ბრედლი 85

9. ვიტალი კლიჩკო 21

10. ჩედ დოუსონი 1

* - კვირების რაოდენობა რეიტინგში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე