როგორც მოსალოდნელი იყო, "სან ანტონიომ" "მშრალი" ანგარიშით მოიგო "იუტასთან" სერია
როგორც მოსალოდნელი იყო, "სან ანტონიომ" "მშრალი" ანგარიშით მოიგო "იუტასთან" სერია.

მეოთხე მატჩის წინ კორბინმა ექსპერიმენტებს მიმართა, რადგან დასაკარგი არაფერი ჰქონდა. სასტარტო ხუთეულში წინა ხაზზე ვიხილეთ ფეივორსი, მილსეპი და ელ ჯეფერსონი - ნომინალურად სამი მძიმე ფორვარდი.

რა მოიტანა ამ გადაადგილებამ? სამეულმა ერთად 39 მოხსნა დააგროვა, თან თითოეულმა ორმაგი დუბლი შეასრულა. შესაბამისად, "ჯაზმენების" უპირატესობა, მოხსნების მხრივ, ძალიან დიდი იყო: 57-43. სარგებლობა კი აქედან ის გახლდათ, რომ "იუტამ" წინა მატჩებისგან განსხვავებით, ნაკლები სხვაობით წააგო.

რეალურად, "ჯაზს" გამარჯვების შანსი ისევ არ ჰქონდა, თუმცა გუნდმა დებიუტში პატარა გმირობა ჩაიდინა. ცნობილია, რომ პირველ სამ მატჩში დანკანი და მისი თანაგუნდელები თავიდანვე ცდილობდნენ სოლიდური უპირატესობის მოპოვებას - იმ შეხვედრების პირველ მეოთხედებში მათ თამაშიდან სიზუსტის 56 პროცენტი დააფიქსირეს.

ახლა ეს მაჩვენებელი 39 პროცენტს შეადგენდა. შესაძლოა, ეს იმით იყო გამოწვეული, რომ "სპურსმა" ყურადღება არ მიაქცია მეტოქის შემადგენლობაში მომხდარ ცვლილებებს, მაგრამ მოგვიანებით ეს ხარვეზიც აღმოიფხვრა.

სტუმრებმა თამაში პერიმეტრთან ახლოს გადაიტანეს - ქულების მესამედი "სან ანტონიომ" შორეული ტყორცნებით დააგროვა - 22-იდან 10 სამქულიანი ჩააგდო. აქედან შვიდი ტყორცნა რეზერვისტებზე მოდის. სხვათა შორის, სტუმართა სათადარიგო სკამის მონაგარი 57 ქულას შეადგენდა.

რაც შეეხება "ჯაზის" სნაიპერებს, აღნიშნულ შეხვედრაში (როგორც მთლიანად სერიაში) მათ ისევ ვერ გაიბრწყინეს: 13 სამქულიანიდან ვერცერთი გამოიყენეს. სულ კი მთელი სერიის განმავლობაში კორბინის შეგირდები მხოლოდ ყოველ მეხუთე სროლას ახვედრებდნენ მიზანში.

"არცერთ გუნდს არ შეუძლია დღეს "სან ანტონიოს" დამარცხება", - ასეთი კომპლიმენტი გააკეთა მატჩის შემდეგ მეტოქის მისამართით ელ ჯეფერსონმა. ამ მოსაზრების მართებულობის შემოწმებას უკვე შემდეგ რაუნდებში შევძლებთ. "სპურსს" მომდევნო წრეში "კლიპერსსა" და "მემფისს" შორის გამარჯვებულთან მოუწევს შეხვედრა.

იუტა-სან ანტონიო 81:87

19:22, 23:28, 16:18, 23:19

ი: ჯეფერსონი (26+10 მოხსნა), ჰარისი (19+7 პასი), ფეივორსი (16+10 მოხსნა+2 დაფარება), მილსეპი (10+19 მოხსნა+2 დაფარება), კეროლი (6+5 მოხსნა), კანტერი (2+2 დაფარება), ტმნსლი (2).

ს-ა: ჯინობილი (17), დანკანი (11+5 მოხსნა+3 დაფარება), პარკერი (11+3 პასი), ნილი (11), სპლიტერი (10+3 ჩაჭრა), ჯექსონი (8+6 მოხსნა), ბლეირი (6), ბონერი (5), გრინი (5), ლეონარდი (3+5 მოხსნა).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (36.4/37.8), სამქულიანები (0/45.5), საჯარიმოები (65.4/70).

სერია: 0-4

დასავლეთში ყველაზე საინტერესო სერია სწორედ "კლიპერსსა" და "მემფისს" შორის მიმდინარეობს. აქ გუნდების კლასი თითქმის თანაბარია და მატჩებიც, შესაბამისად, გულგრილს არ ტოვებს კალათბურთის მოყვარულებს.

მეტოქეთა კლასი თანაბარია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კალიფორნიელთა რიგებში თამაშობს ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი - კრის პოლი.

"კლიპერსის" ყველა მოგება დამაჯერებლად ჩატარებული დასკვნითი ნაწილის ხარჯზე დაფიქსირდა. პირველ შეხვედრაში გამარჯვების გარანტია გახდა 28:3 გაქცევა; მესამეში ნაკლებად ეფექტური, მაგრამ მოგების მომტანი სპურტი - 14:6.

თუმცა მეოთხე მატჩის დასასრულს აქტიური სწორედ "გრიზლისი" იყო. სირენამდე სულ რაღაც ხუთი წუთით ადრე სტუმრები 10 ქულით აგებდნენ, მაგრამ გეის ზედიზედ ექვსმა ქულამ, აგრეთვე რენდოლფისა და კონლის სიზუსტემ ძირითადი დროის დასრულებამდე 20 წამით ადრე თანაფარდობა აღადგინა. "კლიპერსს" თადარიგში ჰქონდა ბურთის ფლობა.

ბუნებრივია, ბურთი პოლს მიაწოდეს, რომელმაც სროლა ვერ მოასწრო. მისმა მეურვემ ტონი ალენმა პარტნიორის დახმარებით კარგად გაართვა თავი დავალებას.

პოლმა დანაშაული დამატებით ხუთ წუთში გამოისყიდა. ოვერტაიმში მისი მონაგარი რვა ქულა იყო. ამასთან, სროლების უმრავლესობას ის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად აგდებდა ფარში.

თანაც, ის გრიფინის ნაცვლადაც თამაშობდა, რომელმაც მატჩის მიწურულს ექვსი პერსონალური მიიღო. დაბოლოს, კრისის ეფექტურობაში დასარწმუნებლად, საკმარისია ოქმს გადავხედოთ.

იქ არ არის მითითებული ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი - პლეიმეიკერმა მხოლოდ ორი შეცდომა დაუშვა, თანაც, მეორე შეცდომას ადგილი ჰქონდა ოვერტაიმის ბოლოს, გამოუვალ სიტუაციაში.

პოლი რამდენიმე კალათბურთელის გარემოცვაში მოხვდა და ბურთი დაკარგა, რითაც გეიმ და კონლიმ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს. შედეგად, სტუმრებს მატჩის გადარჩენის შანსი მიეცათ, მაგრამ შეხვედრის ბედი საჯარიმოს ხაზიდან მო უილიამსმა გადაწყვიტა. ის ასეთ სროლებს 90-პროცენტიანი სიზუსტით ასრულებს და არც ამჯერად შემცდარა.

კლიპერსი-მემფისი 101:97 (ო)

32:26, 19:19, 18:19, 18:23, 14:10

კ: გრიფინი (30+7 პასი+5 მოხსნა), პოლი (27+9 პასი+7 პასი), ბატლერი (14), უილიამსი (9+4 პასი), ჯორდანი (6+3 დაფარება), იანგი (5), ბლედსოუ (3), ფოიე (3), მარტინი (2+3 დაფარება), ევანსი (2+8 მოხსნა).

მ: კონლი (25+8 პასი+7 მოხსნა), გეი (23+7 მოხსნა+4 პასი), რენდოლფი (12+9 მოხსნა), სპეიტსი (9+6 მოხსნა), გასოლი (8+5 მოხსნა+3 დაფარება), ალენი (6), მაიო (5), კანინგემი (4), ჰადადი (3+5 მოხსნა), პონდექსტერი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (36.4/37.8), სამქულიანები (0/45.5), საჯარიმოები (65.4/70).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (44.7/43.4), სამქულიანები (31.3/30.8), საჯარიმოები (70/77.8).

სერია: 3-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია