საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში პლეი ოფის ჯერი დადგა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში პლეი ოფის ჯერი დადგა. მერვედფინალში აქ ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდი იბრძოდა და შემდგომ ეტაპზე, ანუ მეოთხედფინალში სამმა, "მასიმ", "ლილმა" და "ვალანს დაჟენმა" გააღწია.

შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასი" შინ დაუპირისპირდა "ლანჟონის" და 25:6 მოუგო.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა ლანჟონიში ფრედ, 19:19 დასრულდა. პარიზელებმა თავსხმა წვიმაში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც მეტოქე "კასტანე" იქნება, რომელმაც ორი მატჩის ჯამში გათამაშებას საკმაოდ ძლიერი, ფავორიტად აღიარებული "ლიმოჟი" გამოთიშა.

სუთიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, აშვეთია 59-ე წუთზე შეცვალეს, კობაური განაცხადში არ იყო.

დავით ბოლღაშვილის "ლილმა" პირველი შეხვედრა სტუმრად "ლავორთან" ხუთი ქულის სხვაობით წააგო, თუმცა განმეორებით მატჩში შინ სრული რევანშის აღება შეძლო - 30:20. ლილელები მეოთხედფინალში ფავორიტ "ტიროსს" დაუპირისპირდებიან. ბოლღაშვილს არ უთამაშია.

"ტიროსმა", თავის მხრივ, უსაქმოდ დატოვა გია ლაბაძის, რეზო ბელქანიასა და ვახტანგ მაისურაძის "ლა სეინი". ჩვენებურთა გუნდმა ჯერ შინ წააგო - 18:22, მერე კი საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან სტუმრადაც ვერას გახდა - 10:19.

მაისურაძემ სრულად ითამაშა, ბელქანია მოედანზე 57-ე წუთიდან გამოჩნდა, ლაბაძე განაცხადში არ იყო.

დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის "ვალანს დაჟენმა" სტუმრად შვიდი ქულის სხვაობით დათმო "ბურგ ან ბრესთან" - 11:18. თუმცა პირველი შეხვედრა ასევე შვიდი ქულის უპირატესობით ჰქონდა მოგებული და გამარჯვებულად იმიტომ გამოცხადდა, რომ მეტოქეს მეტი ლელო გაუტანა.

ვალანსელები მეოთხედფინალში "ნევერს" დაუპირისპირდებიან, რომელმაც ტურნირიდან "ვანი" გამოთიშა. ბასილაია, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, მატჩის არბიტრმა მე-19 წუთზე გაასინბინა. ნემსაძეს არ უთამაშია, რადგან პირველ შეხვედრაში მოედნიდან წითელი ბარათით გააძევეს და დისკვალიფიკაცია აქვს.

შოთა მელიქიძის "მაკონი" ორივე მატჩში დამარცხდა "კოლომიესთან" 6:25 და 11:16. მელიქიძეს ამ მატჩებში არ უთამაშია. "კოლომიეს" მორიგი მეტოქე კი "მონტობანი" იქნება.

ფედერალ 1

მერვედფინალი

ლიმოჟი-კასტანე 10:32 (10:25), მასი-ლანჟონი 25:6 (19:19), ლილი-ლავორი 30:20 (11:16), ტიროსი-ლა სეინი 19:10 (22:18), ბურგ ან ბრესი-ვალანს დაჟენი 18:11 (18:25), ნევერი-ვანი 18:21 (19:15), მონტობანი-ბლანიაკი 41:11, (9:12), კოლომიე-მაკონი 16:11 (25:6).

მეოთხედფინალი

კასტანე-მასი, ლილი-ტიროსი, ვალანს დაჟენი-ნევერი, მონტობანი-კოლომიე.

საფრანგეთის ჩემპიონატის ესპუართა გათამაშებაში ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ელიტურ A ჯგუფში პლეი ოფის ნახევარფინალში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი, "კლერმონი" და "ტულონი" გავიდა.

ვიქტორ კოლელიშვილისა და გიორგი ჯაშიტაშვილის "კლერმონმა" ბოლო ტურში სტუმრად გაანადგურა "ბურგუენი" - 67:18. კოლელიშვილს ამ შეხვედრაში არ უთამაშია, რადგან ძირითად გუნდში ჰქონდა დებიუტი.

"უმცროსმა ვულკანებმა" 72 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მისი მეტოქე ნახევარფინალში "მონპელიე" იქნება, რომელიც საბოლოოდ 49 ქულით მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" ასევ სტუმრად მოუგო "ლიონს" - 31:19 და 57 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა. ტულონელთა მეტოქე ნახევარფინალში მეორეადგილოსანი "პერპინიანი" იქნება.

დავით ლოსაბერიძის "პომ", რომელსაც 29 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-8 საფეხურზე დამკვიდრდა, შინ წააგო "ტულუზთან" 16:27.

A ჯგუფი

პო-ტულუზი 16:27, აჟენი-მონპელიე 17:26, ბაიონი-პერპინიანი 26:33, ლიონი-ტულონი 19:31, ბურგუენი-კლერმონი 18:67.

სატურნირო მდგომარეობა

1. კლერმონი - 72 ქულა, 2. პერპინიანი - 63, 3. ტულონი - 57, 4. მონპელიე - 49, 5. აჟენი - 47, 6. ბაიონი - 40, 7. ტულუზი - 29, 8. პო - 29, 9. ლიონი - 23, 10. ბურგუენი - 17.

B ჯგუფში ქართველ მორაგბეთა გუნდებმა "გრენობლმა" და "ტარბმა" წარუმატებლად იასპარეზეს და მომავალ სეზონშიც ისევ ამ ჯგუფში მოუწევთ თამაში.

გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა" სტუმრად მოუგო "კასტრს" და 39 ქულით მე-5 ადგილს დასჯერდა. პლეი ოფში გასულმა მეოთხეადგილოსანმა "ნარბონმა" "უმცროს ალპელებს" 12 ქულით გაუსწრო.

ირაკლი მირცხულავას "ტარბის" საშინაო შეხვედრა "ბორდოსთან" გადაიდო. ტარბელებს 28 ქულა აქვთ და მე-8 ადგილზე არიან. გამარჯვების შემთხვევაში ისინი მე-6 ადგილს დაიკავებენ.

B ჯგუფი

ნარბონი-სტად ფრანსე 28:16, გრენობლი-კასტრი 20:13, მეტრო რასინგი-ბრივი 24:15, ბიარიცი-ლა როშელი 48:19, ტარბი-ბორდო (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა

1. სტად ფრანსე - 69 ქულა, 2. ლა როშელი - 62, 3. ბიარიცი - 61, 4. ნარბონი - 51, 5. გრენობლი - 39, 6. ბრივი - 32, 7. კასტრი - 32, 8. ტარბი - 28, 9. მეტრო რასინგი - 22, 10. ბორდო - 22.

ნახევარფინალი

კლერმონი-მონპელიე, პერპინიანი-ტულონი

"ელიტისკენ მიმავალ გზას სამი დაადგა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VaKo
ირაკლი მირცხულავას ტარბმა რომ თქვით მამუკა მაგრაქველიძე ტარბში აღარ თამაშობს ?
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა