სპორტულმა სამართალმა გადაწყვიტა, ერთმანეთისთვის "არმია"-"სოხუმი" და "ქუთაისი"-"ოლიმპი" დაეპირისპირებინა
რეკორდები

ქულა

43 - ბექა ჩიკვილაძე (თსუ)

2-ქულ 4/13; 3-ქულ 8/16; საჯ 11/19

21.04.12 შსს-თსუ

მოხსნა

20 - რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი)

23.12.11 ბათუმი-ქუთაისი

20 - ქიენ კარტერი (დინამო)

03.05.12 ოლიმპი-დინამო

პასი

14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)

29.10.11 შსს-ოლიმპი

14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)

10.12.11 დინამო-ოლიმპი

14 - ბენჟამინ ვუდსაიდი (არმია)

17.12.11 სოხუმი-არმია

ჩაჭრა

8 - ბენჟამინ ვუდსაიდი (არმია)

10.03.12 სამედიცინო-არმია

დაფარება

6 - ილიცა მილუტინოვიჩი (ოლიმპი)

15.10.11 თსუ-ოლიმპი

6 - ბექა ბექაური (სამედიცინო)

05.11.11 დინამო-სამედიცინო

6 - მილან ოლუიჩი (დინამო)

14.02.12 დინამო-არმია

6 - მილან ოლუიჩი (დინამო)

17.03.12 დინამო-ბათუმი

6 - მილან ოლუიჩი (დინამო)

06.04.12 დინამო-სტუ

9 მაისს საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალები დაიწყება. სპორტულმა სამართალმა გადაწყვიტა, ერთმანეთისთვის "არმია"-"სოხუმი" და "ქუთაისი"-"ოლიმპი" დაეპირისპირებინა.

თუნდაც მხოლოდ ტაქტიკური თვალსაზრისით, ოთხივე გუნდი თანაბარია - აქვს დიდი გამოცდილება და შემადგენლობებიც სრულფასოვნადაა დაბალანსებული. თუ მეოთხედფინალებში ზოგი გუნდი, შემადგენლობიდან გამომდინარე, აქცენტს სამქულიანებზე აკეთებდა, ნახევარფინალისტებს შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, პერიმეტრის მოთამაშეებს დაეყრდნონ, თუ დასჭირდათ - სამწამიანი ზონიდან ეცადონ უპირატესობის მოპოვებას. საინტერესოა, ვის როგორ გამოუვა, ვის უფრო მტკიცე ნერვები და გამძლეობა აღმოაჩნდება...

ვიდრე ნახევარფინალები დაიწყებოდეს, მეოთხედფინალებს გადავხედოთ. მატჩების მსვლელობაზე ვრცლად ვწერეთ. აქ კალათბურთელებს შევეხებით.

როგორც რეგულარული ეტაპის ყოველი ტურის შემდეგ, სიმბოლური ნაკრები მეოთხედფინალების მერეც შევადგინეთ.

ხუთეულის არჩევა რთული საქმე იყო. ერთ ტენდენციაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას - 1/4-ფინალში განსაკუთრებით უკანახაზელები გამოირჩნენ. ამის მიზეზი შესაძლოა, დიდი დაძაბულობა იყო: მაშინ, როცა თამაშის შედეგზე გუნდის გავარდნა-დარჩენაა დამოკიდებული, ერთ ქულასაც ოქროს ფასი აქვს. ასეთ მომენტში დგება საკითხი - ვინ უნდა აიღოს თამაში საკუთარ თავზე.

ამას კი, უმთავრესად, უკანახაზელები აკეთებენ, ისე, როგორც "შსს აკადემიის" გამთამაშებელმა ლარი ბლერმა გააკეთა - ბოლო წამზე ფარქვეშ შევიდა და ფარქვეშიდან თითქმის ჩავარდნილი ბურთი ამოუვარდა... თუმცა ლარიმ მეოთხედფინალში იმდენი გააკეთა, რომ მისადმი საყვედური არავის დასცდება. ორი მატჩის ჯამში მან 53 ქულა მოაგროვა. ასე რომ, ვფიქრობ, ლარიმ სამართლიანად დაიკავა ადგილი სიმბოლურ ნაკრებში.

ორი მატჩის ჯამში "სოხუმმა" "შსს აკადემია" დაამარცხა. აქამდეც გესაუბრეთ სოხუმელი ლაშა ფარღალავას შედეგიან თამაშზე. მან ერთ მატჩში 27 ქულა ჩააგდო, მეორეში - 17. პლეი ოფში ფარღალავა ერთიორად უკეთ ირჯება, ვიდრე რეგულარულის მეორე წრეში.

ამას ობიექტური მიზეზი აქვს: მეოთხედფინალების წინ "სოხუმში" გამთამაშებელი ჯოშუა ჯექსონი ჩაირიცხა, რომელმაც ლაშას გამთამაშებლის ფუნქციები მოუხსნა და გუნდსაც ჭკვიანურად ათამაშებს.

ჯოშუამაც სტაბილურად ჩაატარა მეოთხედფინალები და დიდი წვლილი შეიტანა "სოხუმის" წარმატებაში, თუმცა ამ ეტაპზე იგი სიმბოლური ნაკრებისთვის ოქროს სათადარიგოდ დავტოვეთ.

სასიამოვნოა, რომ "ოლიმპის" გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე ტრავმის მოშუშების შემდეგ თამაშს ნელ-ნელა აუმჯობესებს. მან სეზონის საუკეთესო შეხვედრა შაბათს ჩაატარა (32 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი) და გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.

სიმბოლურ ნაკრებში მძიმე ფორვარდად დინამოელი ქიენ კარტერი შევიყვანეთ. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, იგი განვლილ ეტაპზე საუკეთესო იყო - საშუალოდ 32.5.

პირველ მატჩში მან რეკორდიც გაიმეორა - 20 მოხსნა მიითვალა. "დინამოდან" ასევე დუდა სანაძე გამოირჩა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა სწრაფ პროგრესში. ამ ზაფხულს, ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, მისი იმედი ნამდვილად უნდა გვქონდეს.

1/4-ფინალის საუკეთესო ცენტრი რიჩარდ მათიაშვილია, რომელმაც სამივე შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო ორ შემთხვევაში "ტრიპლ-დაბლამდე" ორ-ორი პასი დააკლდა - 8-8 პასი მოაგროვა. რიჩარდის "ქუთაისს" ნახევარფინალში გასასვლელად სამი მატჩი დასჭირდა.

გუნდის ლიდერი კი მეოთხედფინალის საუკეთესო კალათბურთელად დავასახელეთ. მათიაშვილის სტატისტიკა ასეთია: I მატჩი - 10 ქულა, 16 მოხსნა, 8 პასი. II მატჩი - 19 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი. III მატჩი - 14 ქულა, 15 მოხსნა, 2 პასი.

სიმბოლური ნაკრების კალათბურთელებს მწვრთნელად დამარცხებული თსუ-ს თავკაცი ნუგზარ ჭეიშვილი მივუჩინეთ, რომელსაც ისედაც მწირი შემადგენლობიდან მეორე მატჩში ორი ძირითადი ფიგურა დააკლდა, მაგრამ "ქუთაისთან" პირველი მეოთხედი 31:6 მოიგო... თსუ-მ "ქუთაისთან" სერიაში 1:2 დათმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა