ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ სამტრედიაში გულშემატკივარი საფეხბურთო კლუბის შენარჩუნებას ითხოვს. სიტუაცია მეტისმეტად მძიმეა...

ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ სამტრედიაში გულშემატკივარი საფეხბურთო კლუბის შენარჩუნებას ითხოვს. სიტუაცია მეტისმეტად მძიმეა. ქართული კლუბების განკერძოების პროცესს, "სამტრედიასთან" ერთად, ცხინვალის "სპარტაკიც" ჩამორჩა. ამ უკანასკნელის ანალოგია ფამაგუსტას (კვიპროსი) "ანორთოსისი". ეს ქალაქი დღეს თურქების ხელშია. პატრიოტული მოსაზრებებით, კლუბს კვიპროსის მთავრობა და ბიზნესმენები მფარველობენ. ჩვენი ლტოლვილების გუნდსაც პატრონობს სახელმწიფო, მაგრამ ქართული ბიზნესისთვის ის კვლავაც უინტერესოა...

რაც შეეხება "სამტრედიას", მისი მომავალიც ფრიადნ ბუნდოვანია. კერძო სპონსორის იმედად, ადგილობრივმა სახელმწიფო სტრუქტურამ მას დაფინასება შეუწყვიტა, ეს ყბადაღებული სპონსორი კი არ ჩანს. კერძო ბიზნესი კი დღემდე თავს იკავებს. საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" ფანკლუბმა კლუბის გადასარჩენად სამტრედიის რაიონის დეპუტატ ავთანდილ სტურუას წერილით მიმართეს. აი, ეს წერილიც:

"ბატონო ავთანდილ, იმ 2000 კაცის სახელით, რომელსაც დაჰპირდით, რომ საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" მოუძებნიდით სპონსორს, ხოლო მისი არგამოჩენის შემთხვევაში კლუბის დაფინანსებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი საკუთარ თავზე აიღებდა (ეს ბრძანეთ არჩევნების წინა დღეებში სტადიონზე შეხვედრისას, რომლის ვიდეოჩანაწერიც არსებობს), მოვითხოვთ, აგვისრულოთ დაპირება! წერილის უპასუხოდ დატოვების შემთხვევაში, შევაგროვებთ 2000 ხელმოწერას ჩვენი ნების ერთიანობის დასამტკიცებლად. წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისთვის" (საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" ფანკლუბი).

იყო ინფორმაცია, თითქოს დავალიანების გასტუმრებამდე ფეხბურთელები ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ თამაშს არ აპირებდნენ. ეს ვარაუდი არ გამართლდა, თუმცა გავრცელდა სხვა ხმები გავრცელდა - ფეხბურთელები არ ვარჯიშობენ და "დინამოსთან" უახლოესი ტურის მატჩის ბოიკოტირება სურთო. დავუკავშირდით კლუბის პრეზიდენტ ზაზა ადეიშვილს, რომელმაც გვითხრა:

"ბიჭები ვარჯიშობენ და არსად გაქცეულან. თუმცა გაურკვევლობა ყველა მათგანზე უარყოფითად მოქმედებს. მიჭირს იმის თქმა, როდემდე გავაჩერებთ ფეხბურთელებს ასეთ ვითარებაში. "დინამოსთან" სათამაშოდ თბილისში მოვემგზავრებით და შესაძლოა, აგვისტოს დავალიანება ამის შემდეგ გავისტუმროთ. ყოველ შემთხვევაში, სპონსორის მოსვლამდე სამტრედიის გამგეობა ერთი თვის ხელფასის მოძიებას ცდილობს. მოკლედ, რთულ ვითარებაში ვართ და გამოსავალზე ვფიქრობთ".

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა