ბათუმის არენა, მინიმუმ, 30 ათას მაყურებელს დაიტევს და "ეროვნულის" შემდეგ ყველაზე დიდი სტადიონი იქნება
ბოლო ორი წელია, სტადიონების რეკონსტრუქცია მთელ საქართველოში მასიურად დაიწყეს: ზესტაფონში "დავით აბაშიძეს" ადრევე მიხედეს, განახლდა სტადიონები ქუთაისსა და მცხეთაში, მიმდინარეობს ეროვნული სტადიონის, "მიხეილ მესხის", ფოთისა და გორის სტადიონების რეკონსტრუქცია. ფოთის "ფაზისი" 5 ათასამდე მაყურებელს დაიტევს, გორის არენა კი - 7,5 ათას გულშემატკივარს და თანაც, ნაწილობრივ გადახურული იქნება.

მარტში აპირებდნენ ზუგდიდის ქაღალდკომბინატის სტადიონის მშენებლობის დაწყებას, რომელიც 7-იდან 10 ათას მაყურებელს დაიტევს - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, საამისოდ რა ბიუჯეტი გამოიყოფა, მაგრამ ჯერ მასზე არაფერი ისმის; "გულია თუთბერიძის" სახელობის არენა კი უკვე დაანგრიეს.

ინფრასტრუქტურულ საკითხებზე ბოლო აღმასკომზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ილაპარაკა და თქვა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში ოთხი ახალი სტადიონი შეგვემატება - ლანჩხუთში, თელავში, ზუგდიდსა და ხაშურში.

მშენებლობის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და მხარის გუბერნიები და პროცესებს უშუალოდ უხელმძღვანელებენ. მთავრობის დავალებით, სტადიონები სექტემბრისთვის მზად უნდა იყოს. ამასთან, სავალდებულო გახდება სტადიონების ექსპერტიზაც.

სიჭინავა შეგვპირდა, რომ წელსვე ჩაბარდება ლაგოდეხის ბაზა, სადაც მიმდინარე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ბაზა უმაღლესი დონისაა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ იქ საწვრთნელი შეკრებების გავლა ნაკრებებსა და ყველა რეგიონის კლუბებს შეეძლებათ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი კი გვპირდება, რომ სახელმწიფოს ხარჯზე საფარს ქობულეთის "შუქურას" სტადიონზე დააგებენ, ბათუმში კი აშენდება ოლიმპიური სტადიონი სარბენი ბილიკებით.

თუმცა, სანამ ეს უკანასკნელი პროექტები შედგებოდა, მხოლოდ ლაპარაკი გვესმოდა: ბათუმის სტადიონის აშენების სურვილი არსებობდა, მაგრამ სამუშაოების დაწყებას საშველი ვერა და ვერ დაადგა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო ქალაქი კი სტადიონის გარეშეა დარჩენილი.

ბათუმელი გულშემატკივრების მოუნელებელი ტკივილია ბულვარში თანამედროვე ევროპული დონის სტადიონის დანგრევა. არადა, ეს იყო საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო არენა, ერთი ხანობა კი - ერთადერთი, რომელსაც უეფას ლიცენზია ჰქონდა.

ამ თემით "ლელო" ბევრჯერ დაინტერესებულა, მაგრამ სულ ზოგადი ლაპარაკი გვესმოდა. ახლა კი აჭარის ფეხბურთის ფედერაციისა და ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა სულხან გოგიბერიძემ კონკრეტული ამბავი გვითხრა:

"ახლა უკვე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ქობულეთში სტადიონის მშენებლობა დაიწყო. მინდვრის საფარს ის ბერძნული კომპანია დააგებს, რომელმაც იგივე სამუშაო შეასრულა "მიხეილ მესხზე", ნაკრების ბაზაზე, ქუთაისის, ფოთისა და გორის სტადიონებზე.

თუმცა, ჩვენი პირობებიდან გამომდინარე, ხელოვნური საფარის დაგება გადავწყვიტეთ. საქმე ისაა, რომ აჭარაში სტადიონების დეფიციტია, "შუქურას" სტადიონზე კი ერთდროულად უნდა ითამაშონ ბათუმის და ქობულეთის გუნდებმა და პლუს, ივარჯიშონ ბავშვებმა.

ასეთ დატვირთვას საუკეთესო საფარიც ვერ გაუძლებს და რვა თვეში გაფუჭდება. ხალიჩა კი ბოლო თაობის იქნება, ნამდვილი მინდვრისგან თითქმის არ განსხვავდება და ინტენსიური დატვირთვაც ვერაფერს დააკლებს.

თანაც, ჩვენი ნალექიანი კლიმატის გათვალისწინებით, ხალიჩა მისწრებაა.

ბოლო დროს ბუნებრივი საფარის შენახვა ჩვენ კი არა, ბევრ ევროპულ კლუბს უჭირს. ახლახან ლისაბონის "სპორტინგის" დელეგაცია გვესტუმრა და იმათ გვითხრეს, რომ ხარჯებს ვერ აუდიან და ბალახის ხალიჩით შეცვლას აპირებენ.

ამას გარდა, ქობულეთის სტადიონზე განახლდება ტრიბუნები, გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა ოთახი, პრეს-ლოჟა. ამას უკვე აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დააფინანსებს - მილიონი ლარი უკვე გამოყოფილია. ტრიბუნები მინიმუმ 4 ათას, მაქსიმუმ კი 7 ათას მაყურებელს დაიტევს - გააჩნია, თანხებს როგორ გამოვიყენებთ. იმედია, სეზონის დაწყებამდე პატარა, მაგრამ ძალიან კოხტა და ლამაზი სტადიონი გვექნება.

რაც შეეხება ბათუმის სტადიონს, იყო ლაპარაკი ინვესტორის ჩამოსვლაზე, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა, რომ სტადიონს ბათუმის მუნიციპალიტეტი ააშენებს. მარტო პროექტირებაზე 850 ათასი ლარია გამოყოფილი. ადრე მხოლოდ ესკიზები იყო გამოფენილი, პროექტი გაცილებით რთული დასამუშავებელია. ასე რომ, სტადიონის მშენებლობა არცერთ ვარიანტში აღარ გაიწელება.

ბათუმის არენა, მინიმუმ, 30 ათას მაყურებელს დაიტევს და ეროვნულის შემდეგ ყველაზე დიდი სტადიონი იქნება. საფარი კი ბუნებრივი ბალახის იქნება.

დაიგება სარბენი ბილიკები და საშუალება მოგვეცემა, მძლეოსანთა საერთაშორისო ტურნირებსაც ვუმასპინძლოთ", - ამბობს გოგიბერიძე.

ფეხბურთის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გვპირდება, რომ 2012 წლის ბოლოს სულ, მინიმუმ, 14 ახალი საფეხბურთო მოედანი გვექნება, მომავალ წელს კი უმაღლესი ლიგის გუნდების ინფრასტრუქტურის დაახლოებით 70 პროცენტი განახლდება, საიდანაც 4-5 სტადიონი მაინც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

ღმერთმა ქნას, ეს ყველაფერი რეალობად იქცეს. ასეთ შემთხვევაში ასაკობრივი ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის საფუძვლიანი პრეტენზია გვექნება.

"აჭარაში ორი ახალი სტადიონი აშენდება" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე, იხილეთ

ბათუმის "დინამოს" ყიდვა და აღორძინება უკრაინელ ბიზნესმენს სურს?

besoo
კარგია
nikush
ზუგდიდში სტადიონი დაგვინგრიეს და საცღა ქალაქ გარეთ სურთ აშენება, მოსახლეობას არ აწყობს, გვიშველეთ ხალხო
dudu
აუ, რა იბზუილა ტიპმა! აქეთ გორას წიხლს ვკრავთო, იქითას ძვრას ვუზამთო, ცხრა მეტრაზე ვა-სავთო და მაინც, მადლობა, რო ის არ გვითხრა, ევროპაში საუკეთესო სტადიონები გვექნებაო:) ზუგდიდში სტადიონი ძველი იყო და გასაკეთებელი, მაგრამ ქაღალდკომბინატი რა შუაშია? იქვე უნდე გაკეთდეს ცენტრში ახალი სტადიონი. იმავე ადგილას! ამ ზღაპრებს რამდენი წელია ვისმენთ?
malxazi
მაგათმაც ახლა თავისი ჯიბიდან არ ამოიღონ სტადიონის ასაშენებელი ფული.
irakli1805
ნეტა კიდე თღუ ჯერ ვინმეს ამ მთAვრობის. თუ გჯერათ მალადეც Qთვენნნნნნნნნნ
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა