საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის შანსებზე ისაუბრა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში გერმანელ თანატოლებთან მარცხის შემდეგ ფრანგებთან ფრედ ითამაშა და ახლა ჯგუფის ბოლო მატჩში ისლანდიის ნაკრებთან წარმატების მიღწევას შეეცდება.

ვასილ მაისურაძის შეგირდებს ნახევარფინალში გასვლის შანსი აქვთ და 10 მაისს მის გამოყენებას შეეცდებიან.

იქამდე კი უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩვენი ნაკრების კაპიტან ნიკა ჭანტურიას ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან საქართველოს ნაკრების შანსებსა და საფრანგეთთან განვლილ მატჩზე ისაუბრა.

"ფრანგების წინააღმდეგ საკუთარი თამაშით კმაყოფილი დავრჩი, თუმცა საქართველოს ნაკრებში ინდივიდუალურ მიღწევებზე ლაპარაკი მიღებული არაა, - ამბობს ქართველი მცველი. - თამაში იოლი არ იყო, მაგრამ მეტოქისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა შევძელით და ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მატჩი ფრედ დასრულდა.

პატარ-პატარა შეცდომები დავუშვით და ამისთვის დავისაჯეთ კიდეც. მთლიანობაში კი ჩვენმა გუნდმა ხარისხიანი დაცვითი ფეხბურთი აჩვენა. ამ სტილით თამაში აუცილებელი იყო, რადგან ფრანგებთან შეხვედრა პირველი მატჩისგან განსხვავებული იყო.

ფრანგებს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ, რომლის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. ისინი ძალიან ძლიერები, სწრაფები არიან და ბრწყინვალე ტექნიკით გამოირჩევიან.

კარგად კი ვითამაშეთ, მაგრამ გამარჯვებისთვის უფრო უკეთესად გარჯა გვმართებდა. რომ მოგვეგო, ისლანდიასთან დასკვნითი მატჩის წინ ნაკლები წნეხის ქვეშ ვიქნებოდით.

ისლანდიის ნაკრებთან გამარჯვება გვჭირდება, თუმცა ჩვენი ბედი მხოლოდ ჩვენს ხელთ აღარაა და ეს ცუდია.

ასეა თუ ისე, ჩვენ პლეი ოფში გასვლის შანსი გვაქვს და სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ. აუცილებლად უნდა მოვიგოთ, სხვა შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს. მე ოპტიმისტად ვრჩები".

ნიკა შიშობს, რომ გადამწყვეტი მატჩის წინ ზედმეტად ნერვიულობა მის გუნდზე ნეგატიურად აისახება.

"მომავალ თამაშზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, გონება ზედმეტად არ გადავტვირთოთ. ქალაქში გასეირნებას ვგეგმავთ და კარგი იქნება, თუ გავერთობით.

მნიშვნელოვანი მატჩის სამზადისში აუცილებელია გუნდში ნორმალური ატმოსფეროს შენარჩუნება და დაძაბულობის მოხსნა.

მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება და ასპარეზობას საბოლოოდ ჩვენ გავაგრძელებთ".

arg777
მართლა კაი ბიჭია ძალიან მომეწონა ეტყობა რომ მყარი ფსიქიკა აქვს და ლიდერის თვისებები ესეთ პატრა ასაკში ესეთი თავდაჯებულობა ნაღდად იშვიათია ძაან საიმედოა ჭკვიანი და მცველისთვის ყველა კომპონენტში ძლიერი მონაცემები აქვს.ასევე კარგი ბიჭები არიან დანარჩენი მცველებიც დვალი, კაკაბაძე და სამხარაძე. აი წინ ცოტა გვიჭირს მაგრამ მაინც მჯერა ამ ბიჭებისაც რომ მოუმატებენ
dudu
საღოლ, ჭანტურ! მაგარი ბიჭი ხარ. აბა, თქვენ იცით! წარმატებებს გისურვებთ ისლანდიასთან მერე და მერე. ეს ჯერ დასაწყისია. დიდი თამაშები წინ გაქვთ.
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა