ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

შოთა გრიგალაშვილი: უკვე დროა, უცხოეთში წავიდე

შოთა გრიგალაშვილი: უკვე დროა, უცხოეთში წავიდე

"ზესტაფონისა" და საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერზე კულუარებში უკვე ლაპარაკობენ
ბევრისგან გაიგონებთ, ამ დროისთვის საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე კარგ ფეხბურთს "ზესტაფონი" თამაშობსო. შეიძლება ითქვას, რომ ეს საყოველთაო აზრია.

"ზესტაფონიც", ისევე, როგორც ნებისმიერი კარგი გუნდი, მწვრთნელის აშენებულია, თუმცა შემოქმედების მთავარი ინსტრუმენტები ფეხბურთელები არიან.

თამაშს იგებს ის, ვისაც უკეთესი ნახევარდაცვა ჰყავს - ცოტა არ იყოს, საკამათოა ეს სენტენცია, მაგრამ სინამდვილესთან მიახლოებული ნამდვილად არის.

"ზესტაფონში" არაერთი კარგი შუახაზელი თამაშობს: თორნიკე გორგიაშვილი, თორნიკე აფციაური, ზურაბ მენთეშაშვილი... არის კიდევ ერთი ნახევარმცველი, რომელსაც თითქმის ყველა კარგი საფეხბურთო თვისება აქვს - ტექნიკა, პასის სიზუსტე, ძლიერი დარტყმა, თამაშის წაყვანის უნარი...

შოთა გრიგალაშვილის საფეხბურთო გზა თბილისის "დინამოდან" დაიწყო, როცა ივო შუშაკის გუნდი იშლებოდა და ახალი იქმნებოდა. ის 17 წლის იყო, "დინამოს" პირველი გუნდის ფეხბურთელი რომ გახდა.

გრიგალაშვილმა საქართველოს უტიტულოვანეს კლუბში ორი წელი ითამაშა, მერე კი თითქოს ამოვარდა იმ რიტმიდან, რითაც უნდა გაეგრძელებინა კარიერა. ჯერ "ბორჯომში" გადავიდა, მერე კი ახალციხის "მესხეთში"...

"რაღაცნაირ, არეულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ალბათ, ესეც საჭირო იყო იმისთვის, რომ მერე სწორი გზით მევლო. საერთოდ, ცხოვრებაში არაფერს ვნანობ. რომელ გუნდშიც წავედი, ყველგან კარგ სიტუაციაში აღმოვჩნდი. რაც მოხდა, ის გზა გასავლელი იყო", - გვითხრა გრიგალაშვილმა.

"ზესტაფონში" გრიგალაშვილი გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, თუმცა ბოლო პერიოდში შეცვლაზე უწევდა თამაში.

"კუნთი მქონდა დაჭიმული და "ტორპედოსა" და "დინამოსთან" მწვრთნელმა, ალბათ, იმიტომ არ გამამწესა ძირითადში, რომ ახალი გამოჯანმრთელებული ვიყავი. წინა ტურში "მეტალურგთან" კი ჭიაბრიშვილმა თავიდანვე გამომიცხადა ნდობა და ალბათ, მეც გავამართლე მისი იმედი", - განგვიმარტა შოთამ.

"ზესტაფონმა" რუსთავის "მეტალურგს" 2:0 მოუგო, პირველი გოლი გრიგალაშვილმა გაიტანა, ოსტატურად შეასრულა ყველაფერი. ამ გუნდებს შორის სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა. ჩემპიონატის დასრულებას ოთხი ტური უკლია, ჩემპიონობისთვის ბრძოლა მართლაც ეშხში შევიდა.

"ზესტაფონი" კარგი ფორით იყო მოკალათებული ცხრილის კენწეროში, მაგრამ ნელ-ნელა დათმო პოზიციები და ახლა უკვე მდევრის როლშია. რა მოხდა, რა დაემართა "ზესტაფონს"?

"ვერ გეტყვით, თუ რისი ბრალი იყო ეს. მარტო მე კი არა, მთელმა გუნდმა არ ვიცით პასუხი ამ კითხვაზე. "მეტალურგთან" გამარჯვებაც ძალიან გვჭირდებოდა, თითქმის ყველაფერი გამოგვივიდა და ჩვენი თამაში ვითამაშეთ. იმედია, "მეტალურგი" კიდევ დაკარგავს ქულებს, ჩვენ კი დარჩენილ თამაშებსაც მოვიგებთ".

ეს "ზესტაფონი" გია გეგუჩაძის ხელში ჩამოყალიბდა. სწორედ ამ მწვრთნელმა ათამაშა პირველად გრიგალაშვილი "დინამოშიც". ფეროელებს ახლა გია ჭიაბრიშვილი წვრთნის, საინტერესო ახალგაზრდა სპეციალისტი და გრიგალაშვილს იმაზეც ვკითხეთ, თუ რა სიახლეები შეიტანა ამ მწვრთნელმა გუნდში.

"მწვრთნელის შეცვლით მიმართულება არ შეცვლილა. შეიძლება ითქვას, რომ ჭიაბრიშვილსა და გეგუჩაძეს ერთი ხედვა აქვთ, თუმცა არის პატარა, ახალი დეტალები, რაც ჭიაბრიშვილმა შემოიტანა.

მაგალითად, ჭიაბრიშვილის ხელში ფლანგებიდან უფრო ვცდილობთ შეტევის გაშლას. მოედნის ცენტრში ბურთს კარგად რომ ვაგორებთ, ეს უკვე ყველამ იცის და მეტოქეებიც ცდილობენ, ამის მიხედვით გაგვიწიონ წინააღმდეგობა.

შეტევის დროს ფლანგების გამოყენებაზე გეგუჩაძეც მიგვითითებდა, თუმცა ახლა ეს უფრო საჭირო გახდა".

გრიგალაშვილმა ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა რამდენიმე მატჩი და სატრანსფეროდ საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელი უნდა იყოს. კულუარებში უკვე ლაპარაკობენ მის შესაძლო ტრანსფერზე. "ლელოც" წერდა იმაზე, რომ გრიგალაშვილით ვლადიკავკაზის "ალანია" დაინტერესდა.

"ჩემთვის კონკრეტული წინადადებით ჯერ არავის მოუმართავს. ისე კი, უკვე 26 წლის ვხდები და დროა, უცხოეთში წავიდე".

და მართლაც, ყველაფერს თავისი დრო აქვს. თუ გრიგალაშვილი კიდევ დიდხანს შემორჩება საქართველოს ჩემპიონატს, წინსვლის დიდი შანსი, ალბათ, ვერ ექნება.

ამასობაში წინ დგამს ნაბიჯებს შოთას უმცროსი ძმა ელგუჯა, რომელიც ჯერ მარტვილის "მერანის" ფეხბურთელია, მომდევნო სეზონიდან კი ქუთაისის "ტორპედოში" ითამაშებს.

"ის ჩემზე უმცროსია და მისთვის საფეხბურთო თუ ცხოვრებისეული რჩევა არაერთხელ მიმიცია. ჩემს რჩევებს ყურს კი უგდებს, თუმცა ზოგჯერ იმას აკეთებს, რასაც თვითონ თვლის საჭიროდ და ეს ასეც უნდა იყოს.

კარგია, რომ "ტორპედოში" გადასვლით წინ წაიწია. მიმაჩნია, რომ ის ჩემზე ნიჭიერია".

"უმცროსი გრიგალაშვილი ჩემზე ნიჭიერია" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Walkabout

ხანდახან რა უაზრობას დაწერთ ხოლმე, წინსვლის შანსი ზესტაფონში არ ექნება და ალანიაში ექნება? სირცხვილი არ არის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ალანიაში მიდიოდეს?

• irakli1805

იმედია კარგ გუნდში წავა და დაუსვილივიტ არ მოიქცევა გუნდიც იხეირებს და თვითონაც იხეირებსსსს

• zestafan

ალანიაზე უკეთესი გუნდი ეკუთვნის და ფულის გამო გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს...რამე სხვა უკეთესი ვარიანტიც გამოჩნდება....

[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!

VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...

VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა

ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში

"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა

"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს

"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს

ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს

"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!

სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს

მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?

"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი

სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო

"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი

პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს

ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა

საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს

ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია

გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო

ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი

ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია