არსენ ვენგერი პრემიერლიგის ორმა მწვრთნელმა გალანძღა...
არსენ ვენგერს ჩრდილო დასავლეთის ფრონტიდან შეუტიეს - "არსენალის" თავკაცს ცალკე სემ ელერდაისმა შეუბღვირა და ცალკე ოუენ კოილმა. თან, ელერდაისმა მეტად მოხერხებულად თქვა თავისი სათქმელი - ვენგერი ძალიან ჭკვიანი კაცია, მსაჯებზე ზეგავლენა როგორ უნდა მოახდინოს ზუსტად იცისო. ერთი სიტყვით, ფრანგი გასულ კვირაში ფეხბურთში უხეშუბის წინააღმდეგ რომ გამოდიოდა, მსაჯებზე ზემოქმედებად და "არსენალის" მოთამაშეთა ნებისმიერ წაქცევაზე დასტვენის მოთხოვნად ჩამოერთვა.

"არსენს მთელი ინგლისური მას-მედია ჯიბეში ჰყავს და მისი მეშვეობით მსაჯებზეც ისე მოხერხებულად იმოქმედა, რომ ნახავთ, ამიერიდან "არსენალის" მოთამაშეებთან ნებისმიერ შეხებაზე დაუსტვენენ. ვენგერი ძალიან ჭკვიანი კაცია. პრესასთან ურთიერთობაზე ის ყოველთვის საგანგებოდ მუშაობს და მერწმუნეთ, შედეგსაც ზუსტად აღწევს. მას აქვს უნიკალური უნარი მსაჯებს, ასოციაციის თანამშრომლებს თუ ფეხბურთში მოტრიალე ნებისმიერ სხვა ხალხს თავისი აზრი მოახვიოს თავს. დააკვირდით, დღეიდან ასე იქნება: ჩვენ ყველანი უხეშებად ჩავითვლებით, "არსენალის" ფეხბურთელები კი ტანჯულებად იქნებიან შერაცხულნი.

მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ჩემი ფეხბურთელები განზრახ არავის ამტვრევენ. პრემიერლიგაში ისეთი სისწრაფეებია, რომ ვიღაც აუცილებლად დაშავდება".

ხოლო, რაც შეეხება ოუენ კოილს, მან "მეთოფეთა" თავკაცს მლიქვნელი უწოდა. თურმე ნუ იტყვით და ვენგერს კოლეგისთვის "ემირეიტ სთედიუმზე" "ბოლტონის" 4:1 ძლევის შემდეგ მესიჯი გაუგზავნია გული არ გაიტეხო, ძალიან კარგი გუნდი გყავსო, შემდეგ კი მოტრიალდა და საჯაროდ გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რა თქვა ვენგერმა: მან ბრძანა, რომ პოლ რობინსონმა აბუ დიაბის წინააღმდეგ განზრახ იუხეშა და ჩრდილო ლონდონელთა 24 წლის ფრანგი ნახევარმცველი სერიოზულ დაშავებას ბედად გადარჩა. კოილის აზრით კი იმ დღეს მხოლოდ ლონდონელები როდი იყვნენ მსხვერპლის როლში.

"მე, მაგალითად, გეტყვით, რომ კევინ დევისის წინააღმდეგ უხეშობის გამო კირეან გიბზი მსაჯს ჯერ უნდა გაეფრთხილებინა, შემდეგ კი მოედნიდან გაეძევებინა. შემიძლია გასული სეზონის ამბავიც გაგახსენოთ, მარკ დევისი უილიამ გალასმა რომ წააქცია...~

გაბრაზებულია "სტოკ სიტის" ხელმძღვანელობაც. ვენგერმა თქვა ეს გუნდი უფრო მორაგბეთა ჩემპიონატში უნდა გამოდიოდესო. ფრანგმა სპეციალისტმა რატომღაც სხვების მაგივრადაც ამოიღო ხმა და დაიწყო ლაპარაკი იმაზე თუ როგორ იუხეშა რაიან შოუკროსმა "ტოტენჰემის" ("არსენალთან" თითქოსდა რა შუაშია) მეკარის ეურელიო გომეშის წინააღმდეგ. მერე ამბობდნენ, რომ ამით ვენგერმა აარონ რემსის შარშანდელი ინციდენტისთვის იძია შური - შეგახსენებთ, შოუკროსი ის ფეხბურთელია, რომელმაც ჩრდილო ლონდონელთა ნიჭიერი ახალგაზრდა ვარსკვლავი რემსი დიდი ხნით ჩამოაშორა ფეხბურთს. შოუკროსმა თქვა:

"ვენგერს პირადად ვეზიზღები. რაც შეეხება კრიტიკას, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს თუ უსამართლოდ არ მლანძღავენ".

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
შეთანხმება შედგა - მამარდაშვილის "ლივერპულის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს