"წითლებმა" დამაჯერებელი რევანში აიღეს და "ჩელსის" 4:1 დაამარცხეს
5 მაისს "ლივერპული" და "ჩელსი" ერთმანეთს "უემბლიზე" ასოციაციის თასის ფინალში შეხვდნენ.

ლონდონელებმა მეტოქეს აჯობეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს 2:1. ამჯერად ისინი უკვე პრემიერლიგის ეგიდით "ენფილდზე" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და "წითლებმა" დამაჯერებელი რევანში აიღო.

მართალია, "ლურჯები" ერთობ შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდნენ, მაგრამ ეს მასპინძელთა დამსახურებას ვერ დააკნინებს.

თამაში "წითლების" აქტიურობით დაიწყო. პირველი მომენტები მეტოქის კართან ლუის სუარესმა და ძირითადში დაბრუნებულმა ენდი კეროლმა შექმნეს.

"ჩელსიმ" კი პეპე რეინა მხოლოდ მე-17 წუთზე შეაწუხა. მომენტი ბრანისლავ ივანოვიჩს შეექმნა. კუთხურის გათამაშების შემდეგ სერბის თავური ძელს მოხვდა. მე-19 წუთზე კი ანგარიში გაიხსნა.

ლუის სუარესმა თითქოს მოყვარულ ფეხბურთელებს ეთამაშებაო, ისე აუარა გვერდი სტუმართა მცველებს და მათ დაზღვევაზე წამოსულ მაიკლ ესიენს ფეხებში გაარტყა. განელმა როს ტერნბულის კარი დალაშქრა - 1:0.

ამის მერე "ჩელსი" თითქოს მოიშალა - გუნდმა 9 წუთში კიდევ 2 გოლი გაუშვა. პირველ შემთხვევაში ჯონ ტერის არ გაუმართლა, ვისაც მასპინძელთა კონტრშეტევის დროს ფეხი დაუცდა. ჯონათან ჰენდერსონი მეკარესთან პირისპირ გავიდა და მას დაბალი, ტექნიკური დარტყმით გაუტანა - 2:0.

ეს 25-ე წუთზე მოხდა. 3 წუთში კუთხურის შემდეგ ბურთი ენდი კეროლმა მოიგო და დანიელ აგერს დაუგდო, ვისაც თავით გატანა აღარ გასჭირვებია.

35-ე წუთზე ანგარიშის შემცირება ფერნანდო ტორესს შეეძლო. მან ტექნიკურად შეიგდო ბურთი და რეინას ძალიან ძლიერად დაურტყა, მაგრამ ესპანელის დარტყმულისგან ესპანელი ხარიხამ იხსნა. მალე ხარიხასვე გაარტყა ბურთი სტიუარტ დაუნინგმა.

ტაიმის დამთავრებას არაფერი უკლდა, როცა საჯარიმოში ივანოვიჩმა კეროლს ბურთისთვის ბრძოლის დროს იდაყვი მკერდში ჩაარტყა. კევინ ფრენდს ბევრი არ უფიქრია - პენალტი. ბურთთან დაუნინგი მივიდა, ვისი დარტყმაც ძელს მოხვდა. დამატებაზე კეროლს არ გაუმართლა, როცა ბურთს კარგად ვერ მიუდგა და კარს ააცილა.

მეორე ნახევარი "ჩელსის" გოლით დაიწყო. ფლორან მალუდას ჯარიმას მეკარის საჯარიმოში რამირესი გამოეხმაურა - 3:1.

თამაში შედარებით დაბალ ტემპში გაგრძელდა. 61-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. "ჩელსის" გოლკიპერმა ელემენტარული შეცდომა დაუშვა, როცა ერთი შეხებით სცადა ბურთის გამოტანა და პირდაპირ ჯონჯო შელვის ჩააბარა, ვინც საჩუქარი აუღელვებლად დაამუშავა და 25-26 მეტრიდან ცარიელ კარში გაიტანა - 4:1.

თამაშის ბოლომდე ანგარიში კიდევ რამდენჯერმე შეიძლებოდა შეცვლილიყო. პირველად - მაშინ, როცა შეცვლაზე შესული რომელუ ლუკაკუს თავურს რეინამ წარმოუდგენელი რეაქციით უპასუხა და შემდეგ - კეროლის მოუხეშავი მცდელობისას.

მატჩის შემდეგ

რობერტო დი მატეო (ჩელსი): "შემადგენლობის ასეთი მასშტაბური ცვლილებების მიზეზი იყო ის, რომ გუნდის ენერგია მაქსიმალურად გამოგვეყენებინა. აქამდე ეს ერთადერთი გზა იყო მეოთხე ადგილისა და თასისთვის ბრძოლაში.

შედეგის მიუხედავად, არაფერს ვნანობ, რადგან "ლივერპულთან" გასვლაზე თამაში ყოველთვის ძალიან ძნელი იყო. თანაც, დღეს ჩვენ წინააღმდეგ მაქსიმალურად მოტივირებულმა გუნდმა ითამაშა. ბოლო პერიოდში ძალიან დატვირთული გრაფიკით ვთამაშობთ. წინა თამაში ხომ სულ 3 დღის წინ ჩავატარეთ.

ასეთ დროს ყოველ მატჩზე სრული კონცენტრაცია კი... შეუძლებელია ფეხბურთელებისგან ამის მოთხოვნა.

ვფიქრობდი, რომ ახალი ფეხბურთელებით მეტად ენერგიულები ვიქნებოდით და მეტი შანსი გვექნებოდა. თუმცა დღეს "ლივერპული" აშკარად საუკეთესო იყო".

კენი დალგლიში (ლივერპული): "ძალიან კარგად ვითამაშეთ და ბევრი მომენტი შევქმენით. ასე სეზონის განმავლობაში ხშირად ხდებოდა, მაგრამ სასურველ შედეგს ხშირად ვერ ვაღწევდით. სწორედ ამიტომ არის, რომ დღევანდელი მატჩის შედეგი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დღეს ბიჭებმა ეს შედეგი ნამდვილად დაიმსახურეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გულშემატკივრები სტადიონს ბედნიერები ტოვებდნენ. შეუძლებელია, ეს არ გვახარებდეს.

მათი მხარდაჭერა ხომ შეუფასებელია. თამაშამდე არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობდით. უბრალოდ, გამოვედით და ფეხბურთი ვითამაშეთ. გვინდოდა ზუსტად ისე გვეასპარეზა, როგორც "უემბლიზე" ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში და ეს გამოგვივიდა.

დაცვამ, კარას (კარაგერი) მეთაურობით, ძალიან კარგად ითამაშა, ჰენდო (ჰენდერსონი) და შელვი მოედნის ცენტრში თავიანთ მოვალეობებს იოლად გაუმკლავდნენ. ენდი (კეროლი) კი სულ უფრო უკეთ თამაშობს ლუისთან (სუარესი) დუეტში. ისინი მეტოქეებს უზარმაზარ საფრთხეს უქმნიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა