ასოციაციის თასის ფინალმა "ჩელსისა" და "ლივერპულს" შორის 37-ე ტური ცოტა ჩრდილში მოაქცია
ასოციაციის თასის ფინალმა "ჩელსისა" და "ლივერპულს" შორის 37-ე ტური ცოტა ჩრდილში მოაქცია, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენაზე ხაზგასმა მაინც აუცილებელია.

1. გადასარჩენთა საქმე

უქმეების შემდეგ ორმა გუნდმა თავი სამშვიდობოს დაიგულა - "ასტონ ვილამ" და "უიგანმა". პირველმა "ტოტენჰემთან" ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ შეძლო მიზნის მიღწევა, მეორემ - უშუალო კონკურენტ "ბლექბერნს" გასვლაზე მოუთავა საქმე.

ახლა მხოლოდ "ბოლტონისა" და "ქუინზ პარკის" ბედიღაა გასარკვევი. აუტსაიდერებს ბოლო ტურში გასვლითი მატჩები ელით - პირველს "სტოკ სიტისთან", მეორეს - "მანჩესტერ სიტისთან". ოუენ კოილის გუნდის ერთადერთი შანსი სწორედ "ეტიჰადზე" გასამართი მატჩია. ბუნებრივია, "მანჩესტერ სიტი" ლონდონელებთან შეხვედრაში აბსოლუტურ ფავორიტად განიხილება.

არ გვგონია, ამ თამაშის შესაძლო შედეგში ვინმეს წამითაც კი ეპარებოდეს ეჭვი. თუკი მანჩესტერში ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც მოსალოდნელია, "ბოლტონს" თავისი თამაშის მოგება მართებს. ალბათ, ყველას ესმის, რამდენად რთული იქნება "ბრიტანია სტედიუმზე" 3 ქულის აღება, მაგრამ "უკვდავების წყაროს" თავისი ფასი აქვს და გასაკვირი აქ არაფერია.

2. ლიგა და ჩემპიონობა

მოულოდნელად დაიძაბა ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი მესამე საგზურისთვის. "არსენალის" 4-მატჩიანმა მოუგებელმა სერიამ "ტოტენჰემს" შანსი მისცა. ბოლო ტურის წინ ფავორიტად ჩვენ მაინც "მეთოფეებს" განვიხილავთ. არსენ ვენგერის გუნდს ნამდვილად შეუძლია ვესტ ბრომვიჩის "ჰოუტორნსზე" 3 ქულის აღება და სანუკვარი მიზნის მიღწევა.

ჩემპიონობაზე კი ახალი რა უნდა ვთქვათ? სიტუაცია ცხადზე ცხადია. "მანჩესტერ სიტი" "ეტიჰადზე" თამაშობს. საკუთარ არენაზე კი "ქალაქელებმა" მიმდინარე სეზონში 18-იდან 17 თამაში მოიგეს და ახლაც, რასაკვირველია, ყველაფერი მათ ხელშია.

ალექს ფერგიუსონის გუნდის მიერ ტიტულისთვის ბრძოლაში განცდილი მარცხი ლოგიკურიც იქნება, რადგან ბოლო ტურში "ქუინზ პარკის" იმედად არ უნდა დარჩენილიყო.

პრემიერლიგა. XXXVII ტური

არსენალი-ნორვიჩი 3:3

საუკეთესო: რობინ ვან პერსი (არსენალი)

ნიუკასლი-მანჩესტერ სიტი 0:2

საუკეთესო: პაპის სისე (ნიუკასლი)

ასტონ ვილა-ტოტენჰემი 1:1

საუკეთესო: გარეთ ბეილი (ტოტენჰემი)

ბოლტონი-ვესტ ბრომვიჩი 2:2

საუკეთესო: ბენ ფოსტერი (ვესტ ბრომვიჩი)

ფულჰემი-სანდერლენდი 2:1

საუკეთესო: კლინტ დემპსი (ფულჰემი)

ქუინზ პარკი-სტოკ სიტი 1:0

საუკეთესო: პიტერ კრაუჩი (სტოკ სიტი)

ვულვზი-ევერტონი 0:0

საუკეთესო: ნიკიცა იელავიჩი (ევერტონი)

მანჩესტერ იუნაიტედი-სუონსი 2:0

საუკეთესო: უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)

ბლექბერნი-უიგანი 0:1

საუკეთესო: იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი)

ლივერპული-ჩელსი 4:1

საუკეთესო: დენიელ სტარიჯი (ჩელსი)

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA სპორტს-ის მიხედვით:

1. რობინ ვან პერსი (არსენალი) - 851 ქულა

2. უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 819

3. ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი) - 669

4. დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი) - 648

5. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 615

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის:

370 მატჩი

278 მოგება

92 ფრე

202 მშრალად შენახული კარი

1 035 გოლი

5 399 ზუსტი დარტყმა კარში

4 176 აცილება

537 ფეხბურთელი

68 ეროვნების მოთამაშე

19 ჰეთ თრიკი

1 151 ყვითელი ბარათი

63 წითელი ბარათი

12 813 957 ფანი ტრიბუნებზე

ტურის გმირი

იაია ტურე (მანჩესტერ სიტი) - მიზეზი ყველასთვის ცხადია. ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივართა ალბათ აბსოლუტურმა უმრავლესობამ უყურა იმას, თუ როგორ გაუსწორდა "მანჩესტერ სიტი" "ნიუკასლს" მისსავე მოედანზე და თანაც ისე, რომ მთელი მატჩის განმავლობაში, პრაქტიკულად, წამითაც არ დაუყენებია საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ.

საუკეთესო "ქალაქელთა" შორის 28 წლის ივუარელი იყო. უნივერსალმა ფეხბურთელმა ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი მას მერე, რაც რობერტო მანჩინიმ მოედანზე ნაიჯელ დე იონგი შეუშვა და მას შეტევებში მონაწილეობის მეტი შესაძლებლობა მისცა. განსაკუთრებით ეფექტური იყო იაიას პირველი გოლი საჯარიმოს გარედან.

ტურის მწვრთნელი

რობერტო მარტინესი (უიგანი) - "უიგანი", მარტიდან მოყოლებული, პრემიერლიგის მთავარ აღმოჩენად გადაიქცა. რობერტო მარტინესის გუნდმა ბოლო 8 შეხვედრიდან 6 მოიგო. დამარცხებულთა შორის აღმოჩნდნენ "ლივერპული", "სტოკ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი" და "ნიუკასლი".

გუნდი "ჩელსისთანაც" მხოლოდ და მხოლოდ არბიტრის საშინელი მუშაობის წყალობით დარჩა ხახამშრალი.

გეხსომებათ, რამხელა მითქმა-მოთქმა მოჰყვა მაიკლ ჯონსის მიერ "ლურჯებისთვის" თამაშგარედან ჩათვლილ 2 გოლს. ბრწყინვალე იყო "უიგანი" "ივუდ პარკზეც", სადაც ჭეშმარიტად 6-ქულიან "ომში" იმარჯვა და საბოლოოდ გაინაღდა მომდევნო სეზონში ადგილი პრემიერლიგაში.

ტურის ნაკრები

ტომას სორენსენი (სტოკ სიტი) - ფილ ჯონსი (მანჩესტერ იუნაიტედი), ვენსან კომპანი (მანჩესტერ სიტი), გარი კოლდუელი (უიგანი), გაელ კლიში (მანჩესტერ სიტი) - ეშლი იანგი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯოი ბარტონი (ქუინზ პარკი), მაიკ კერიკი (მანჩესტერ იუნაიტედი), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი) - მარტინ პეტროვი (ბოლტონი), ჯიბრილ სისე (ქუინზ პარკი)

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. სიტი 37 27 5 5 90-27 86

2. იუნაიტედი 37 27 5 5 88-33 86

3. არსენალი 37 20 7 10 71-47 67

4. ტოტენჰემი 37 19 9 9 64-41 66

5. ნიუკასლი 37 19 8 10 55-48 65

6. ჩელსი 37 17 10 10 63-45 61

7. ევერტონი 37 14 11 12 47-39 53

8. ლივერპული 37 14 10 13 47-39 52

9. ფულჰემი 37 14 10 13 48-49 52

10. ვესტ ბრომვ. 37 13 8 16 43-49 47

11. სანდერლენ. 37 11 12 14 45-45 45

12. სუონსი 37 11 11 15 43-51 44

13. ნორვიჩი 37 11 11 15 50-66 44

14. სტოკ სიტი 37 11 11 15 34-51 44

15. უიგანი 37 10 10 17 39-60 40

16. ასტონ ვილა 37 7 17 13 37-51 38

17. ქუინზ პარკი 37 10 7 20 41-63 37

18. ბოლტონი 37 10 5 22 44-75 35

19. ბლექბერნი 37 8 7 22 47-76 31

20. ვულვზი 37 5 10 22 38-79 25

ბომბარდირები

30 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 26 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 22 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 17 - კლინტ დემპსი (ფულჰემი); 16 - დემბა ბა (ნიუკასლი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი) იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი); 14 - გრანტ ჰოლტი (ნორვიჩი); 13 - ედინ ჯეკო, მარიო ბალოტელი (ორივე მანჩესტერ სიტი), პაპის დემბა სისე (ნიუკასლი)

ასისტენტები

14 - დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი) 13 - ანტონიო ვალენსია (მანჩესტერ იუნაიტედი), ხუან მატა (ჩელსი); 11 - ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი); 10 - რობინ ვან პერსი, ალექს სონგი (ორივე არსენალი) ლუიშ ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), გარეთ ბეილი (ტოტენჰემი); 9 - სამირ ნასრი (მანჩესტერ სიტი), სტეფან სესინიონი (სანდერლენდი); 8 - რაიან გიგზი (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი) ტეო უოლკოტი (ორივე არსენალი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
პრემიერ ლიგის მოგებიდან 10 წლის შემდეგ - "ლესტერი" ინგლისის მესამე დივიზიონში გავარდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა