ესპანური გაზეთ AS-ის ცნობით, ევროპის საუკეთესო კლუბები და მათ შორის "ბარსელონა", "რეალი" და "ჩელსიც", "მალაგას" 17 წლის ფორვარდით, ხუან მიგელ ხიმენეს ლოპესით, იგივე ხუანმით დაინტერესებულან.

ესპანური გაზეთ AS-ის ცნობით, ევროპის საუკეთესო კლუბები და მათ შორის "ბარსელონა", "რეალი" და "ჩელსიც", "მალაგას" 17 წლის ფორვარდით, ხუან მიგელ ხიმენეს ლოპესით, იგივე ხუანმით დაინტერესებულან.

ლა ლიგას ერთ-ერთმა უმთავრესმა ნორჩმა ტალანტმა ახალდაწყებულ სეზონში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მალაგური გუნდის ხელმძღვანელობა ძირითად შემადგენლობაში ადგილს დამსახურებულად ანდობს. ანდალუსიელმა თინეიჯერმა გასულ კვირას "სარაგოსას" კარში ორი გოლი გაიტანა და ესპანური ფეხბურთის ელიტარული დივიზიონის ისტორიაშიც შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა დუბლის შემსრულებელი ფეხბურთელი. სხვათა შორის, ხუანმიმ თვით რაულის მიღწევა გააუმჯობესა. მთავარი კი მაინც ისაა, რომ ხუანმიმ "სარაგოსას" არა უბრალოდ ორი გოლი გაუტანა, არამედ თავისი გუნდის შემადგენლობაში სულაც საუკეთესო იყო. სარაგოსული მატჩი "მალაგამ" 5:3 მოიგო, ხოლო ხუანმიმ ერთი საგოლე პასიც მიითვალა...

17 წლის ჭაბუკმა აგვისტოში "მალაგასთან" კარიერის პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. ხუანმის ანდალუსიურ კლუბთან ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა საეჭვოა, ამხელა ნიჭის პატრონი მეორეხარისხოვან კლუბში დიდხანს შეყოვნდეს, თუნდაც მისი ფასი 10 მილიონი ევრო იყოს.

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...