ბოლო დროს რუსული მედია ისეთ სურათს ხატავს, თითქოს მათთან წყალს მხოლოდ ქართველები ამღვრევენ
მსოფლიო ფეხბურთი გვარიან სიბინძურეშია გასვრილი და გამონაკლისი არც რუსეთია, მაგრამ ბოლო დროს რუსული მედია ქართველ მენეჯერს მამუკა ჯუღელს ისე გადაეკიდა და ისეთ სურათს ხატავს, თითქოს რუსეთში წყალს მხოლოდ ქართველები ამღვრევენ.

"სოვეტსკი სპორტმა" ინტერვიუ ჩამოართვა იმ ადამიანებს, რომლებიც რუსულ საფეხბურთო სამყაროში ცნობილ ორ ქართველ მენეჯერს, მამუკა ჯუღელსა და ვლადიმერ მასიას იცნობენ.

ჩვენი გულშემატკივარი ჯუღელს უფრო იცნობს, მაშიას კი "მორდოვიასთან" აკავშირებენ.

გთავაზობთ წერილის შემოკლებულ ვარიანტს:

"გარიგებულ მატჩებთან ბრძოლის ექსპერტთა საბჭოს ჯუღელისა და მაშიას ახლოს გაცნობა სურთ, რაშიც ჩინოვნიკებს დავეხმარებით.

...ჯუღელი არის კაცი, რომელიც პირველ დივიზიონში საქმეებს აგვარებს. პრემიერლიგაში "ანჟისა" და "ვოლგას" გადასვლას მას მიაწერენ...

მამუკას აგენტობა წლების წინ მოეწონა და რუსულ ბაზარზე დაიწყო საქმიანობა. 2009 წელს "ანჟის" სპორტული დირექტორი გახდა და იქ რამდენიმე თავისივე კლიენტი, ქართველი ფეხბურთელები მიიყვანა. შემოდგომაზე მახაჩყალელები პრემიერლიგაში გადავიდნენ.

ამით მამუკას ამბიცია არ შემცირებულა. მას ყველგან და ყველაფერში სურდა გამარჯვება, ამხანაგურ შეხვედრებშიც კი. ჩეხურ "სლავიასთან" შეხვედრისას დონეცკელმა მსაჯმა ჟუკოვმა ისე გააბრაზა, რომ მკერდში ხელი ჩაარტყა.

"ვოლგაში" ომარ თეთრაძესთან ერთად გადავიდა და თავისი კლიენტებიც წაიყვანა, თუმცა იქ ოფიციალური პოსტი არ ჰქონია. თანამშრომლობა დასრულდა და მისი კლიენტების უმრავლესობა კლუბიდან წავიდა, უმთავრესად, "კრასნოდარში". იქ აღმოჩნდა მეკარე ნუკრი რევიშვილიც, რომელმაც ასე დაახასიათა - მამუკა ფეხბურთელებისთვის არა მხოლოდ აგენტი, არამედ ახლო მეგობარიაო.

ეს აზრი გამომდინარეობს იქიდან, რომ მოთამაშეებთან მაქსიმალურად პატიოსანია, მათ არასოდეს ატყუებს და ისინიც ყოველთვის ეყრდნობიან.

ცოტაა მაგალითი, მენეჯერი ფეხბურთელს ბევრს რომ ჰპირდება და არაფერს აკეთებს?

ადრე დაიწერა, რომ "კრასნოდარში" რევიშვილის ტრანსფერში მამუკამ 500 ათასი დოლარი აიღოო. ხმების მიხედვით, ბოლო დროს მამუკა კვლავ პირველ ლიგაში დაბრუნდა - ჯერ, ვითომ, ბრიანსკის "დინამოს" ინტერესებს იცავდა, ახლა ორენბურგის "გაზოვიკის", რომელიც ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

თუმცა ორენბურგელთა მთავარმა მწვრთნელმა რობერტ ევდოკიმოვმა ჯუღელისა და ვლადიმერ მაშიას შესახებ მკვახედ გვიპასუხა:

"ისინი ერთხელაც არ გვინახავს და იმედია, არც ვიხილავთ. გუნდი "გაზპრომს" ეკუთვნის, სუფთად ვმუშაობთ და საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ".

ომარ თეთრაძე ამბობს, რომ ჯუღელისა და მისი გზები გაიყო: "ვოლგადან" ჩემი წასვლის შემდეგ დავშორდით და მერე ოთხი-ხუთი თვე არც გვისაუბრია. რატომ? ამაზე ყურადღებას ნუ გავამახვილებთ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. რომ შევხვდეთ, ერთმანეთს ხელს ჩამოვართმევთ.

გამოვრიცხავ თუ არა მასთან ახალ კლუბში მუშაობას? ვფიქრობ, ეს არ მოხდება... არა მგონია, ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა. ჩემს დროს ორივე კლუბში სპორტული დირექტორი იყო, მაგრამ "ვოლგაში" პოსტი ოფიციალურად არ ეკავა. არ ვიცი, ეს რას უკავშირდებოდა და ამაზე "ვოლგას" ყოფილი პრეზიდენტი გოიხმანი გიპასუხებთ.

მიმაჩნია, რომ მისი სახელის უცნაურ მატჩებთან ასოცირება გადაჭარბებულია და გამოვრიცხავ, მსგავს ამბებში გარეულიყო. ეს ოფიციალურად შემიძლია განვაცხადო. ის მენეჯერობს და "ვოლგაში" ყველა ქართველი ფეხბურთელი (მარცვალაძე, ხოჯავა, გოგუა, ბიბილოვი, გრიგალავა, სალუქვაძე, არზიანი, ვაწაძე, აგრეთვე, რუმინელი პლეშჩანი და აზერბაიჯანელი ჯავადოვი - "სოვეტკსი სპორტ") მან მიიყვანა".

ალექსანდრე გოიხმანი, "ვოლგას" ყოფილი პრეზიდენტი: "ჯუღელზე ცუდის თქმა არ შემიძლია. ჩვენს კლუბში არ მუშაობდა, მაგრამ მოგვიყვანა მარცვალაძე, რომელმაც პირველ ლიგაში 21 გოლი გაიტანა და პრემიერლიგის საგზურის მოპოვებაში დაგვეხმარა. მან მოიყვანა ფილიგრანული ტექნიკის მქონე ხოჯავაც, რომლის დამსახურებაც იყო, გუნდმა საკუთარი სახე რომ შეიძინა.

მან სულ ათამდე მოთამაშე გვირჩია და ერთის გარდა, ყველა მაღალი კლასის იყო. არ მესმის, ისინი ჩემი წასვლის შემდეგ რატომ გაუშვეს... მსგავსი აგენტი ძალიან ცოტაა, რომლისთვისაც მთავარია არა მხოლოდ ტრანსფერში აღებული ფული, არამედ ფეხბურთელის ბედიც.

ჯუღელი აგენტის როლში გვეხმარებოდა და მუდამ აკონტროლებდა საკუთარ მოთამაშეებს, მათ ქცევებს და ა.შ. მამუკას რეკომენდირებული ბიბილოვი პერსპექტივის გათვლით ავიყვანეთ. ახლა ეს ბიჭი კარგად თამაშობს და ბევრი გოლიც გააქვს. ახლანდელი ხელმძღვანელობის შეცდომაა, ვაწაძე საქართველოში რომ გაუშვეს, რადგან იქ უკვე ათი გოლი გაიტანა. რაც მთავარია, ჯუღელს პერსპექტიული ფეხბურთელები მოჰყავდა.

...მიმაჩნია, რომ გარიგებულ მატჩებში ჯუღელის მონაწილეობაზე ინფორმაცია ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. მამუკას წესიერ ადამიანად ვიცნობ და მსგავს საქმეებში არასოდეს შემიმჩნევია. ყოველ შემთხვევაში, "ვოლგაში" ფეხბურთელების მოყვანისას ამაზე არ ულაპარაკია".

ვოვა მაშია მშვიდად გველაპარაკა და კითხვამ აშკარად გააოცა: "ჩემი გვარი გარიგებული მატჩების საბჭოს ექსპერტებმა ახსენეს? ეს რა კომედიაა? აჯობებს, პრემიერლიგას მიხედონ. ეტყობა, გარიგებებზე რაღაცები იციან, მაგრამ მე რა შუაში ვარ ან "მორდოვიასთან" რა კავშირი მაქვს? იქ მეგობრის შვილი, კირილ პანჩენკო თამაშობს. საერთოდ, არასაფეხბურთო პირი ვარ, ადრე რაგბს ვთამაშობდი".

ვასილი უტკინი, ტელეწამყვანი: "ამ პიროვნებაზე (ჯუღელზე) მსმენია, რომ გუნდის პრემიერლიგაში გადაყვანის სპეციალისტიაო. მეეჭვება, მსგავსი რამ მოურინიომ მოახერხოს. ვწუხვარ კიდეც, მამუკა მხედველობის არედან რომ გაქრა".

ანზორ კავაზაშვილი, გარიგებულ მატჩებთან ბრძოლის კომისიის თავმჯდომარე: "ეს ხალხი კლუბიდან კლუბში მოგზაურობს, მაგრამ ოფიციალურად არსად მუშაობენ და კომისიის სხდომაზე ვერ მოვიწვევთ.

ერთი მათგანი ადრე ნიჟნი ნოვგოროდში იყო, შემდეგ, როგორც ამბობენ, ბრიანსკში. ახლა კი ინფორმაციაა, რომ ულიანოვსკში მივიდა. თუ არ მეშლება, ჯუღელი "ვოლგაში" თეთრაძეს ეხმარებოდა. მე არ ვიცნობ, მაგრამ მასთან დალაპარაკება მსურდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს