"ბრივი" შინ მოულოდნელად დამარცხდა უშუალო კონკურენტ "ბორდოსთან" და ბოლოსწინა, დივიზიონიდან გასავარდნ ადგილზე დამკვიდრდა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ბოლოსწინა ტურში მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა ქართველ მორაგბეთა გუნდისთვის - დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი" შინ მოულოდნელად დამარცხდა უშუალო კონკურენტ "ბორდოსთან" და ბოლოსწინა, დივიზიონიდან გასავარდნ ადგილზე დამკვიდრდა.

ბრიველები, ფაქტობრივად, უკვე მეორე დივიზიონში არიან. ბოლო ტურში ჩვენებურთა ამ გუნდს სტუმრად უწევს თამაში ერთ-ერთ ლიდერთან, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონთან".

მართალია, "ვულკანებს" ამ თამაშში გამარჯვება არაფერში სჭირდება, მაგრამ მას საკუთარ მოედანზე, აგერ, უკვე მეორმოცე მატჩია, არ წაუგია და არც ამჟამად დათმობს რამეს. თანაც, "ბრივმა" ისე უნდა მოიგოს, რომ პრემიალური ქულაც დაიმსახუროს.

ამასთან ერთად, კონკურენტმა "ბაიონმა" სტუმრად პრემიალურის გარეშე უნდა წააგოს ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრთან", რაც სავსებით შესაძლებელია, თუმცა "ბრივის" წარმატება ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება.

შინაგანად უკვე ყველა შეეგუა, რომ ფრანგული რაგბის ერთ-ერთი უძველესი და ტიტულოვანი გუნდი ელიტას გამოეთხოვა. "ბრივი" მე-19 საუკუნის მიწურულს, 1883 წელს დაარსდა და საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული 13-ჯერ მოიპოვა. ამ გუნდში თამაშობდა ოდესღაც ქართული წარმოშობის ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი მორაგბე მიშელ იაშვილი, დიმიტრი და გრეგუარ იაშვილების მამა.

ცხადია, ელიტიდან გავარდნის გამო გუნდს ბევრი წამყვანი მოთამაშე დატოვებს. საქართველოს ნაკრების ბურჯი ვასილ კაკოვინი დიდი ხანია ცნობილია, რომ ფრანგული რაგბის გრანდში, "ტულუზში" გადადის.

ახლახან კი ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი შესაძლოა პარიზულ "სტად ფრანსეში" გადაბარგდეს. სავარაუდოდ, მოლაპარაკება უკვე დაწყებულია.

გადაწყვეტილია, რომ "ბრივში" რჩება საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი. ამავე გუნდში ჩაირიცხება საქართველოს A ნაკრების მესამეხაზელი ბექა ბიწაძე.

აღსანიშნავია, რომ თუ ხინჩაგიშვილი პარიზულ კლუბში ჩაირიცხა, ის იქ ერთადერთი ქართველი არ იქნება. "სტად ფრანსემ" დიდი ხანია თვალი დაადგა ქუთაისის "აიას" შერკინების ბურჯ ზურაბ ჟვანიას, რომელიც ფოთის "რაინდების" აღზრდილია.

ჟვანია პარიზში ჯერ კიდევ ამ სეზონის დაწყების წინ უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა სავიზო პრობლემების გამო ეს არ მოხერხდა.

ამის გარდა, მოსალოდნელია კიდევ რამდენიმე ახალი ტრანსფერი. ქუთაისის "აიას" კიდევ ერთი შერკინების ბურჯი თორნიკე ლომიძე საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის "ბიარიცში" ჩაირიცხა, რომელმაც ქართველი მორაგბე, განათხოვრების წესით, "მონ დე მარსანს" დაუთმო.

ეს გუნდი ამჟამად ელიტურ, მეორე დივიზიონში ასპარეზობს და პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის. გამორიცხული არაა, წარმატების შემთხვევაში პირველ დივიზიონშიც აღზევდეს. სავარაუდოდ, ამავე გუნდში განაგრძობს ასპარეზობას "არმიის" შუამარბი თამაზ მჭედლიძეც.

"ბრივი" ლიდერებისგან იცლება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zviadi
მალადეც ბესო! ასე უნდა ხალხისთვის გულის გახეთქვა :)))) მე მეგონა, მთელი გუნდი ამოწყდა :(
kiriakou73@
ტას გვასჰინებტ, ეს რა სატაურია????
მკითხველი
ქართველო ჟურნალისტებო! ქართული არ იცით? რა მოხდა ტრაგიკული? დაიღუპა ვინმე? სანამ სპორტულ მიმომხილველობას დაიბრალებდეთ ქართული ისწავლეთ წესიერად
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...