ბილბაოს "ატლეტიკის" მთავარმა მწვრთნელმა ევროპალიგის ფინალში "ატლეტიკოსთან" მატჩი შეაფასა
ბილბაოს "ატლეტიკის" მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ მადრიდის "ატლეტიკოსთან" ევროპალიგის ფინალში ანგარიშით 0:3 დამარცხების გამო პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო.

"რა თქმა უნდა, ასეთ შედეგს არ მოველოდით. თანაც, დიდი განსხვავებაა ჩვენს მოლოდინსა და იმას შორის, რაც მოხდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა ის, რომ "ატლეტიკომ" ისე ითამაშა, როგორც გეგმავდა, ჩვენ კი - პირიქით. სწორედ ესაა მარცხის მთავარი მიზეზი.

გვინდოდა, საკუთარი თამაში გვეთამაშა, მაგრამ ეს ვერ შევძელით. დამარცხებისთვის პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ. მატჩის საერთო სურათი კი, ჩემი ხედვით, ასეთი იყო: მეტოქემ რვა საგოლე მომენტიდან სამის რეალიზება შეძლო, ჩვენ კი კარის აღების ცხრა შესაძლებლობიდან ვერცერთი გამოვიყენეთ.

ყველაზე ძალიან გული კი იმან დამწყვიტა, რომ გუნდებს შორის კლასში სხვაობა, როგორც ბოლო თამაშმა დაგვანახა, არ არის. ჩვენ თავს ცუდად ვიცავდით, შეტევაში კი თავდაჯერება გვაკლდა. იმაზე გაცილებით ცუდად გავისარჯეთ, ვიდრე შეგვიძლია.

დამნაშავე მხოლოდ მე ვარ" , - განუცხადა 56 წლის სპეციალისტმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდს.

messi001
მაგრად გამიტყდა რა, ვბალეშიკობდი ბილბაოს როგორც საკუტარი ქვეყნის გუნდს, ნაღდად არ იყო რა ეგ დღე ბილბაოსი იმინა გაყიდა ფორტუნამ. ვენაცვალე ბასკებს ვისაც შეხება გქონიათ ამ ხალხთან დამიდასტურებთ რომ ძალიან გვგვანან და არა მგონია ტრუხა იყოს ის რომ ერთი ტომიდან მოვდივართ ბილესა მაგარი კაცია და კაცურადაც მოიქცა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს