MLS-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში სახელგანთქმულ ფრანგ ტიერი ანრის უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა...

MLS-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში სახელგანთქმულ ფრანგ ტიერი ანრის უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა.

ანრის "ნიუ იორკ რედ ბულზი" დალასში ადგილობრივ გუნდთან მარცხდებოდა, როცა საფრანგეთის ნაკრების ექსკაპიტნის თანაკლუბელმა მეჰდი ბალუშიმ ანგარიში გაათანაბრა. ბალუშის გოლის შემდეგ ბურთი დალასელთა კარიდან გამოგორდა და გახარებულმა ანრიმ, როგორც ბევრ ფეხბურთელს სჩვევია, ბურთის ბადეში შებრუნება დააპირა, მაგრამ უნებლიედ ბუცი მასპინძელთა მეკარე კევინ ჰარტმანს წაჰკრა და ამ უკანასკნელს სერიოზული ტრავმა მიაყენა.

"ასე ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ აქამდე ყველაფერი უსაფრთხოდ მთავრდებოდა. ბალუშის გოლის აღსანიშნავად ბურთის კარში განმეორებით შეგდება ვცადე და უცებ, ჰარტმანმა ფეხი ჩემსკენ წამოიყო, მოძრაობა ვეღარ შევაჩერე და ფეხი მუხლში მოვარტყი. ორივეს უნებლიედ გამოგვივიდა, თუმცა მეკარეს ტრავმა კი მივაყენე. ეს ამბავი პირველი ტაიმის ბოლო წამებზე მოხდა და შესვენებაზე ჰარტმანი "დალასის" გასახდელში მოვინახულე. რა თქმა უნდა, მოვუბოდიშე და კევინმაც მაპატია – იცოდა, რომ განზრახ არ ჩამირტყამს. სულელური სიტუაცია იყო", - თქვა ანრიმ.

ექიმების თქმით, კევინ ჰარტმანს ჯვარედინი მყესები დაუშავდა, რაც მეკარეს ფეხბურთს მიღმა სოლიდური ხნით დატოვებს.

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"