22 წლის ლევან გორგაძემ, რომელსაც სუმოს სამყარო ტოჩინოშინის სახელით იცნობს, შემოდგომის ბაშოზე მეორე ოძეკის (ანუ ჩემპიონის) დამარცხება შეძლო - ამჯერად მან ელიტის ყველაზე გამოცდილი სუმოისტი კაიო დაამარცხა. კაიოსთვის ეს კარიერის 1010-ე ორთაბრძოლა იყო, მაშინ როცა მასზე 16 წლით უმცროს ტოჩინოშინს სურდა მაეგაშირას რანგში მე-100 გამარჯვება მოეპოვებინა.

22 წლის ლევან გორგაძემ, რომელსაც სუმოს სამყარო ტოჩინოშინის სახელით იცნობს, შემოდგომის ბაშოზე მეორე ოძეკის (ანუ ჩემპიონის) დამარცხება შეძლო - ამჯერად მან ელიტის ყველაზე გამოცდილი სუმოისტი კაიო დაამარცხა. კაიოსთვის ეს კარიერის 1010-ე ორთაბრძოლა იყო, მაშინ როცა მასზე 16 წლით უმცროს ტოჩინოშინს სურდა მაეგაშირას რანგში მე-100 გამარჯვება მოეპოვებინა. დაჯახებისთანავე მეტოქეებმა მავაშის ჩაგდებისთვის ბრძოლა გააჩაღეს, რომელიც თითქოს იაპონელმა მოიგო, მაგრამ ვერაფრით მიიღო მისთვის ხელსაყრელი პოზიცია (მიგი-უვატე). ქართველმა ინიციატივა მოიპოვა, ხელები გადაანაცვლა და მეტოქე მიწოლით გაიყვანა დოჰიოდან. ლევანს 4-2 ბალანსი აქვს და, თუ ასე გააგრძელა, კომუსუბის ტიტულის დაბრუნების მთავარი კანდიდატი გახდება.

დღეს ტოჩინოშინი კიდევ ერთ ოძეკის (დღეისათვის სულ 4 ოძეკია) დაეჭიდება - ესტონელ ბარუტოს. ბალტიელი ჩემპიონთაგან ყველაზე უხერხული მეტოქეა ჩვენებურისთვის - აქამდე 4-ჯერ შეხვდა და ყველა ორთაბრძოლა წააგო. არადა სხვებისთვის სულ 7 ორთაბრძოლა აქვს მოგებული (3 ჰარუმაფუჯისთან, 2-2 კაიოსა და კოტოოშუსთან).

სამწუხაროდ, სხვა ქართველებმა დათმეს თავიანთი ორთაბრძოლები, რას საკმაოდ მოულოდნელი იყო. კოკაიმ (ლევან ცაგურია) კოტოკასუგას მისცა საშუალება ორივე ხელით ჩაეჭიდა მავაში, იაპონელმა შემდეგ სუკუინაგეს ილეთით მარჯვენა მხარეს დააგდო "შავი ზღვა". გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) უსამართლოდ მოექცნენ, გამარჯვება არ ჩაუთვალეს და ორთაბრძოლა ხელახლა დააწყებინეს. 202-კილოიანმა ქართველმა დოჰიოს რკალიდან მონღოლი ტამავაში გააგდო, მაგრამ თავადაც მიყვა და მსაჯებმა ვერაფრით დაადგინეს, როდის დააბიჯა ფეხი "მონღოლმა არწივმა" დოჰიოს რკალს. დაინიშნა ხელახალი შეხვედრა (ტორინაოში), გადაღლილმა ქართველმა, რომელმაც მთელი ენერგია წინა შეტევას გაატანა, ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა მონღოლს და ოშიდაშით წააგო. სამივე ჩვენებურს ერთნაირი ბალანსი აქვს - 4-2.

კოკაიის მეტოქე მე-10 მაეგაშირა ჰოკუტირიკია (1-5), 32 წლის ყოფილი სეკივაკე, ჰენკას (სასტარტო დაჯახების თავის არიდების) დიდოსტატი. ორი რიკიში ერთმანეთს 15-ჯერ შეხვდა, იაპონელი წინაა: 9:6. გაგამარუ ელიტაში მე-10 მოგებისთვის იბრძოლებს, ქართველის მეტოქე შემოდგომის ბაშოზე დაუმარცხებელი იოშიკაძეა. გაგამარუმ ივლისის ბაშოზე სუკუინაგეს ილეთით წააგო იოშიკაძესთან.

აკი ბაშოს სამი ლიდერი ჰყავს, იოშიკაძე უკვე ვახსენეთ, დანარჩენი ორი კი იმპერატორის თასის მთავარი პრეტენდენტია: დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და ჩემპიონი კოტოოშუ. ჰაკუჰომ ზედიზედ 53-ე გამარჯვება იზეიმა.

სუმოს სამყარო. აკი ბაშო (ტოკიო). 12-26 სექტემბერი

VI დღე: ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (ჰატაკიკომი), კოტოოშუ-კისენოსატო (იორიკირი), ბარუტო-არანი (ოშიდაში), ტოჩინოშინი-კაიო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-კიოკუტენჰო (ოშიდაში), ტოჩიოძანი-ტოკიტენკუ (ოშიდაში), კაკურიუ-ვაკანოსატო (იორიკირი), ჰომაშო-ტოკუსეგავა (იორიკირი), ამინიშიკი-კიტატაიკი (იორიკირი), ჰაკუბა-ტაკამისაკარი (უვატედაშინაგე), ასასეკირიუ-მოკონამი (უვატენაგე), ტოსაიუტაკა-ჰოკუტორიკი (ოშიდაში), კოტოკასუგა-კოკაი (სუკუინაგე), იოშიკაძე-ბუშუიამა (ჰიკიოტოში), კიმურაიამა-კორიუ (ჰატაკიკომი), სოკოკურაი-შიმოტორი (იორიკირი), ტაკეკაძე-კიოკუნანკაი (ჰატაკიკომი), კაკიძოე-კასუგაო (ცუკიოტოში), ტამავაში-გაგამარუ (ოშიდაში), ტოჩინონადა-ტოიოძაკურა (ოკურიდაში), ტოიოჰიბიკი-ტოსანოუმი (ჰატაკიკომი).

სატურნირო მდგომარეობა

6-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოოშუ (ოძეკი), იოშიკაძე (მაეგაშირა 11)

5-1: ჰარუმაფუჯი (ოძეკი), ბარუტო (ოძეკი), ტოჩიოძანი (სეკივაკე)

4-2: ტოჩინოშინი (მ 2), ამინიშიკი (მ 4), კიტატაიკი (მ 7), კოკაი (მ 8), კიმურაიამა (მ 9), ტაკეკაძე (მ 12), ტოჩინონადა (მ 14), გაგამარუ (მ 15)

VII დღე: ჰაკუჰო-კისენოსატო, ბარუტო-ტოჩინოშინი, კაიო-კოტოშოგიკუ, ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, კოტოოშუ-კიოკუტენჰო, არანი-ტოკიტენკუ, ტოჩიოძანი-ვაკანოსატო, ჰომაშო-ჰაკუბა, ტოკუსეგავა-მოკონამი, ამინიშიკი-ტოსაიუტაკა, ტაკამისაკარი-ასასეკირიუ, კიტატაიკი-კიმურაიამა, კოკაი-ჰოკუტორიკი, ბუშუიამა-შიმოტორი, კოტოკასუგა-კასუგაო, იოშიკაძე-გაგამარუ, კორიუ-ტამავაში, ტაკეკაძე-ტოიოძაკურა, სოკოკურაი-კაკიძოე, ტოჩინონადა-ტოსანოუმი, კიოკუნანკაი-გოეიდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს