"მაიამისა" და "ნიუ იორკის" სერიაში ლებრონ ჯეიმსმა და კარმელო ენტონიმ ფრედ ითამაშეს უშუალო სნაიპერულ დუელში
"მაიამისა" და "ნიუ იორკის" სერიაში ლებრონ ჯეიმსმა და კარმელო ენტონიმ ფრედ ითამაშეს უშუალო სნაიპერულ დუელში.

მეხუთე მატჩის საფინალო სირენისთვის თითოეულს 139 ქულა ჰქონდა, მაგრამ მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობდა, რომ ლებრონის გუნდმა ხუთიდან ოთხი მატჩი მოიგო და დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი. ახლა მას მეორე რაუნდში უფრო სახიფათო "ინდიანა" ელოდება.

"ნიუ იორკის" სნაიპერი კარმელო ენტონი კი მხოლოდ შედეგიანობით დაიკვეხნის. გუშინდელ მატჩში მან ყველაზე მეტი - 35 ქულა დააგროვა, მაგრამ ამისთვის მას 31 ტყორცნის შესრულება მოუწია, იმ დროს, როცა "ნიქსის" კიდევ ერთი ვარსკვლავი ამარე სტაუდმაიერი მხოლოდ 7 (!) ტყორცნით შემოიფარგლა. ერთ მოთამაშეზე დამოკიდებული თამაშით რთულია წარმატებაზე ფიქრი.

თამაშში ნამდვილი ინტრიგა არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით პირველ მეოთხედში 14:8-ით ლიდერობას. სხვა მხრივ, "ნიქსი" არ ჩანდა ამ მატჩის მომგები. "ჰიტი" ნელ-ნელა, მაგრამ მეთოდურად ზრდიდა თავის უპირატესობას, ხოლო როცა სტუმრებმა შტურმისმაგვარი წამოიწყეს, უკვე დაგვიანებული იყო.

სირენამდე 4.48 წუთით ადრე ზედმეტი პერსონალურების გამო თამაშს გამოეთიშა ამარე სტაუდმაიერი, რის შემდეგაც ორი წუთის განმავლობაში "ნიქსმა" ოთხჯერ შეამცირა სხვაობა 11 ქულამდე და ყოველ ჯერზე "მაიამიმ" უფრო ახლოს აღარ მიუშვა მეტოქე.

მაიამი-ნიუ იორკი 106:94

28:24, 27:20, 26:23, 25:27

მ: ჯეიმსი (29+8 მოხსნა+7 პასი), უეიდი (19+3 პასი+2 დაფარება), ბოში (19+7 მოხსნა), ჩელმერსი (10+6 მოხსნა+3 პასი), ბატიე (9+4 პასი), მილერი (9), ჰასლემი (7+7 მოხსნა), ენტონი (4+5 მოხსნა).

ნ-ი: ენტონი (35+8 მოხსნა), სტაუდმაიერი (14), ფილდსი (12+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), სმიტი (12), ბიბი (10+6 პასი+6 მოხსნა), ჩენდლერი (7+11 მოხსნა+4 დაფარება+3 პასი), ჯეფრიზი (2), დუგლასი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (43.6/47.4), სამქულიანები (47.4/30.8), საჯარიმოები (85.3/85.7).

სერია: 4-1

სერიის წინა მატჩებმა დაგვანახეს, რომ "მემფისი" ასე იოლად არ დათმობდა ამ სერიას. საკუთარ მოედანზე "დათვებმა" საკუთარ სტილში ითამაშეს - აგრესიულად, ხისტად, დაცვაში მაქსიმალური თავდადებით...

ყველაზე საგანგაშო "კლიპერსისთვის" ის იყო, რომ მეოთხე მეოთხედს გარკვეული ხანი გამოეთიშნენ ბლეიკ გრიფინი და კრის პოლი.

გრიფინი მოედანზე გასოლთან შეჯახების შემდეგ დაეცა და მუხლზე მოიკიდა ხელი. წლევანდელი ტრავმიანობის ფონზე "კლიპერსის" გულშემატკივრებმა, ალბათ, უსიამოვნო წამები გადაიტანეს (მით უმეტეს, რომ სწორედ მარცხენა მუხლის გამო გამოტოვა გრიფინმა NBA-ში სადებიუტო სეზონი), მაგრამ ბლეიკმა გააგრძელა თამაში, თუმცა ბოლო წუთებში საკუთარ თავს არ ჰგავდა.

რაც შეეხება კრის პოლს, მან უწყინარ სიტუაციაში ბარძაყის არეში რაღაც დაიზიანა. იმ შემთხვევაში, თუ ექიმები არ მისცემენ მათ მეექვსე თამაშში მონაწილეობის მიღების უფლებას, სავსებით შესაძლებელია, რომ "კლიპერსმა" მეორე რაუნდამდე ვერ მიაღწიოს.

ანგარიში 17:6 ბოლო მომენტი იყო, როცა აღნიშნულ შეხვედრაში სტუმრები ლიდერობდნენ. ამის შემდეგ "კლიპერსს" მხოლოდ პრობლემები ჰქონდა. მესამე მეოთხედის ბოლოსა და მეოთხეს დასაწყისში 14:2 გაქცევასაც არ მოუტანია განსაკუთრებული იმედი კალიფორნიელებისთვის. "მემფისმა" კარგად გაითავისა პირველი მატჩის გაკეთილი, როცა 27-ქულიანი უპირატესობის განიავება მოახერხა.

საოცარია, მაგრამ "გრიზლისმა" მოახერხა მოგება ისე, რომ არცერთი სამქულიანი არ ჩაუგდია - ექვსიდან ნული. სამაგიეროდ, მასპინძლებმა მოიგეს ფარქვეშ ბრძოლა და მეტოქეს 37.1 პროცენტის სიზუსტით ასროლინეს.

მემფისი-კლიპერსი 92:80

36:22, 21:20, 20:23, 15:15

მ: გასოლი (23+7 მოხსნა+4 პასი), რენდოლფი (19+10 მოხსნა), გეი (14+5 მოხსნა), კონლი (9+6 პასი), პონდექსტერი (8+7 მოხსნა), ალენი (7+5 მოხსნა+3 დაფარება), მაიო (6), სპეიტსი (6).

კ: უილიამსი (20), პოლი (19+6 მოხსნა+4 პასი+4 ჩაჭრა), გრიფინი (15+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), ფოიე (11), ბატლერი (8), ევანსი (4+9 მოხსნა), ბლედსოუ (2), ჯორდანი (1+2 დაფარება).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (43.6/47.4), სამქულიანები (47.4/30.8), საჯარიმოები (85.3/85.7).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (44.4/37.1), სამქულიანები (0/29.2), საჯარიმოები (82.4/72.4).

სერია: 2-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დოსუნმუს ბრწყინვალე მატჩი, ჩხუბი და გაცოფებული იოკიჩი - "დენვერი" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დამარცხდა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა