"დინამო" მომავალი სეზონიდან გაძლიერებას აპირებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი
თბილისის "დინამო" მომავალი სეზონიდან გაძლიერებას აპირებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი.

ჩვენი ინფორმაციით, "დინამოს" მეპატრონეს რომან ფიფიას მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა შესთავაზეს. ამათგან ერთ-ერთი ალექსანდრე ზავაროვი იყო - საბჭოთა კავშირის ნაკრების, კიევის "დინამოს", "იუვენტუსისა" და "ნანსის" ყოფილი ვარსკვლავი.

საფეხბურთო კარიერის დამთავრების შემდეგ ზავაროვი "მოსკვას" დუბლშემადგენლობის (2005), ხარკოვის "მეტალისტისა" (2005) და კიევის "არსენალის" (2006-10) მთავარი მწვრთნელი იყო, თუმცა 2010 წლიდან უსაქმოდაა.

სხვათა შორის, სადაც უმუშავია, ქართველი ფეხბურთელებისადმი კეთილგანწყობას ყველგან ავლენდა - სწორედ მის ხელში განაახლა კარიერა ლაშა ჯაკობიამ, უკრაინელებს სწორედ ზავაროვმა გააცნო ჯაბა კანკავა...

"დინამოს" შესთავაზეს ბულგარელი სპეციალისტის, ევგენი კოსტოვის კანდიდატურაც, რომელიც ბოლოს სოფიის "ლევსკის" ავარჯიშებდა, მანამდე კი ერევნის "ბანანცს".

თუმცა "დინამომ" ორივე მათგანზე უარი თქვა.

თბილისელებმა, ასევე, არ ისურვეს უკრაინის ნაკრებისა (2001-03, 9 მატჩი) და კიევის "დინამოს" (2001-07, 50 შეხვედრა) ყოფილი მეკარის, ვიტალი რევას ჩამოყვანა.

რევა იმ იშვიათ უკრაინელ მეკარეთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც იქაურ პრემიერლიგაში 100 მატჩში გოლი არ გაუშვიათ.

რევა "დინამოში" ჩამოსასვლელად და აქ სათამაშოდ თანახმა იყო, არც დიდ ხელფასს ითხოვდა, მაგრამ თბილისური კლუბის თავკაცებმა უარი მისი ასაკის გამო თქვეს.

უკრაინელი ასაკოვანია (37 წლისაა) და სათამაშო პრაქტიკასაც მოკლებულია - კიევის "ობოლონიდან" 2011 წელს წამოვიდა და უგუნდოდაა.

"ზავაროვი, კოსტოვი და რევა - ყველას უარი" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Gio
ვკითხულობ და მეცინება, კლუბის ხელმძღვანელი არ მოგწონთ, მწვრთნელი ვინც არ უნდა იყოს ცუდია! აი რა გინდათ დინამოზე გული შეგტკივათ!!!!!
irakli
სანამ უკეთესი მწვრთნელი ეყოლება გუნდს,ჯობია ისეთი ხელმძღვანელი ყავდეს,რომელიც ფეხბურთში ერკვევა და მის შეცდომებს არ შეეწირება გუნდი!
Tornike
დინამოს უკეთესი მწრთვნელი უნდა !!!!!
irina
რა უნდა დაწერონ არ გამაგიჟო აგონიაში არიან !!! გუნდი მეცოდება თორემ ესენი მეტის ღირსები არიან !
dato
ბოლომდე რატო არ წერიაა სტატიაა მკლედ რაა .. ხალხს არ შეგილიათ პატივი სცეტ ფუ თქვენი!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!