გერმანიის ნაკრებს სამშაბათს არ უვარჯიშია და გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბუნდესგუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა აღნიშნა, ფეხბურთელებისთვის ინგლისთან დრამატული მატჩის შემდეგ, ეს პაუზა სასიცოცხლო მნიშვნელობის იყოო...

გერმანიის ნაკრებს სამშაბათს არ უვარჯიშია და გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბუნდესგუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა აღნიშნა, ფეხბურთელებისთვის ინგლისთან დრამატული მატჩის შემდეგ, ეს პაუზა სასიცოცხლო მნიშვნელობის იყოო. ზოგადად, მას მერე, რაც გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო, ეს კი 48 დღის წინ მოხდა, სამშაბათს გუნდმა პირველად დაისვენა.

გუშინ დილიდან კი, იოგიმ შეგირდები კვლავ შეკრიბა და ავარჯიშა. ოთხშაბათიდან, გერმანიის ნაკრები მხოლოდ და მხოლოდ შაბათს გასამართ მეოთხედფინალურ მატჩზე ფიქრობს, რომელშიც ინგლისის გამგდები ბუნდესნაკრები მუნდიალის მომდევნო ფავორიტ არგენტინას ეთამაშება.

ლიოვს ყველაზე მეტად ის ახარებს, რომ ინგლისთან მოპოვებულმა გამარჯვებამ მისი გუნდი კიდევ უფრო თავდაჯერებული გახადა. გერმანიის ნაკრების თავკაცმა პრესკონფერენციაზე განსაკუთრებით ბასტიან შვაინშტაიგერი შეაქო: "შვაინი თავის თავზე უდიდეს პასუხისმგებლობას იღებს, თანაც, არა მარტო მოედანზე, არამედ მის მიღმაც. ბასტიანი ყველა შეტევის წამომწყები და გუნდის იერიშების უმთავრესი ორგანიზატორია. ეს სწორედ ისაა, რასაც მისგან ვითხოვ".

ცხადია, რომ ლიოვი შვაინშტაიგერს არგენტინასთანაც ასეთ მიდგომას მოსთხოვს. "არგენტინის ნაკრები არის გუნდი, რომელიც შეცდომებს არავის პატიობს. ამიტომაც, შაბათს მცირე შეცდომის დაშვების უფლებაც კი არ გვაქვს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ არგენტინელები თითოეულ წაფორხილებას თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ", - გააფრთხილა ლიოვმა თავისი შეგირდები.

სამშაბათს, იოგი და მისი თანაშტაბელები დასხდნენ და არგენტინელთა თამაშები დეტალურად გაანალიზეს. ბუნდესმწვრთნელი ამბობს, არ დაიჯერებთ და "ალბისელესტეს" თამაშებში ძალიან ბევრი ისეთი რამ აღმოვაჩინე, რასაც აქამდე ვერ ვხედავდით და ვერც კი წარმოდგვედგინაო. "ჩვენ ასეთივე ანალიზი ინგლისის ნაკრების მატჩებსაც ჩავუტარეთ და მერე, ფაბიო კაპელოს გუნდის მინუსები ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენეთ. რაც შეეხება არგენტინის ნაკრების სისუსტეებს, ჩემდა გასაკვირად, "ალბისელესტეს" გაცილებით ცოტა მინუსი აქვს და ამ ყველაფრის შესახებ დეტალურად ჯერ გუნდს უნდა ველაპარაკო," - თქვა ლიოვმა და ცხადია, დიეგო მარადონას გუნდში აღმოჩენილი მინუსები ჟურნალისტებისთვის არ გაუმხელია.

იმისათვის, რომ მეოთხედფინალური მატჩისთვის კარგად მოემზადოს, გერმანიის ნაკრები პრეტორიიდან კაპშტადტში დღესვე მიფრინავს, თამაში კი ზეგაა. გუშინ ვარჯიში კვლავ გამოტოვა თავდამსხმელმა კაკაუმ, რომელმაც ტრავმა ჯერ კიდევ ინგლისთან შეხვედრის წინა დღეს მიიღო. ლიოვი ფიქრობს, რომ შტუტგარტელი ვერც არგენტინისთვის მოასწრებს გამოჯანმრთელებას. იოგის ექიმები კი აიმედებენ, მაგრამ დიდი შანსია, რომ კაკაუ შაბათს სათადარიგოთა სკამზეც კი ვერ ვიხილოთ. ეს კი ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ თავდასხმაში მიროსლავ კლოზეს პირველი ალტერნატივა მარიო გომესი იქნება. ლიოვმა ინგლისთან შტეფან კისლინგიც ათამაშა, მაგრამ იმდენად ცოტა ხნით, რომ "ლევერკუზენის" თავდამსხმელმა მოედანზე ვერაფრის გაკეთება მოასწრო.

ლიოვთან ერთად, გუშინდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე შვაინშტაიგერიც წარსდგა. შვაინიმ პირველივე წინადადებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ შაბათს გასამართი მატჩი პირდაპირ კავშირშია 2006 წლის მუნდიალის მეოთხედფინალურ შეხვედრასთან, რომელშიც გერმანელებმა არგენტინელები თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხეს.

"პენალტების სერიაზე მეტად, მატჩის შემდეგ მომხდარი ამბები დამამახსოვრდა და თანაც, ძალიან ცუდად. ის შეხლა-შემოხლა და გაწევ-გამოწევა, რაც კამბიასოს პენალტის მერე მოხდა, არასდროს დამავიწყდება, - თქვა შვაინშტაიგერმა და იქვე დასძინა, - მთელ გუნდს ვაფრთხილებ, ძალიან მშვიდად უნდა ვიყოთ. არგენტინელებს პროვოკაციები უყვართ და ჩვენთვის ნერვების მოსაშლელად ყველაფერს გააკეთებენ."

საერთო ჯამში კი, შვაინშტაიგერის აზრით, წლევანდელი არგენტინა 2006 წლის "ალბისელესტესთან" შედარებით, გაცილებით ძლიერია. "ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და მოედანზე გადავიტანოთ ყველაფერი, რასაც თამაშამდე მწვრთნელებთან ერთად მოვილაპარაკებთ. ჩვენ ისეთი ტაქტიკით ვითამაშებთ, რომელიც არგენტინას გულს ატკენს. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ტაქტიკურად ძალიან მძიმე თამაში იქნება, ზუსტად ისე, როგორც 2006 წელს იყო. რაც შეეხება ლიონელ მესის, ჩვენ მხოლოდ მასზე არ უნდა ვიზრუნოთ, რადგან არგენტინის ნაკრების ყველა ფეხბურთელი მაღალი კლასის მოთამაშეა. მესი კი კოლექტიურად უნდა შევაჩეროთ, რადგან მასთან ინდივიდუალური თამაშის შემთხვევაში ნებისმიერი მცველი განწირულია. მესის მუნდიალზე გოლი ჯერ არ გაუტანია და არც უნდა გაიტანოს," - თქვა ბუნდესგუნდის ლიდერმა.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...