მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო ექსტრავაგანტული განცხადებით გამოვიდა

თუ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) პრეზიდენტის დევიდ ფეიჰის ფრაზებით ვიმსჯელებთ, სულ მალე, შესაძლოა, მარიხუანა აღარ ჩაითვალოს აკრძალულ პრეპარატად.

რამდენიმე დღის წინ, ავსტრალიის პროფესიული და სამოყვარულო სპორტის ასოციაცია (COMPS) გამოვიდა მოწოდებით იმის თაობაზე, რომ მარიხუანა არ დააყენონ ისეთი აკრძალული პრეპარატების გვერდით, როგორიცაა ადამიანის ზრდის ჰორმონები ან ანაბოლური სტეროიიდები, რომელთა მოხმარებაც მკაცრად ისჯება WADA-ის მიერ.

"არ გამოვხატავ საკუთარ პოზიციას, უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს საკითხი დაწვრილებით იქნება შესწავლილი. არსებობს რამდენიმე ნივთიერება, რომელიც სპორტის ზოგიერთ სახეობაში აკრძალულია, ზოგში - არა.

წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა, უმჯობესია WADA-ის კომიტეტმა მიიღოს გადაწყვეტილება ჩემი მხრიდან გავლენისა თუ ზეწოლის გარეშე", - განაცხადა ფეიჰიმ.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტის ინიციატივამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია პროფესიული სპორტის სამყაროში.

მართლაც, თუ მარიხუანა აღარ ჩაითვლება დოპინგად, რას შეიძლება დაემგვანოს თანამედროვე სპორტი?!

იდეა შემდეგში მდგომარეობს: სამედიცინო ტესტებმა დაამტკიცეს, რომ სპორტსმენი, რომელიც მარიხუანას იყენებს და რომლის სპორტული ამბიციები დამოკიდებულია სისწრაფის განვითარებაზე, აღნიშნული პრეპარატისგან არ იღებენ საკმარის სტიმულაციას, პირიქით, საკუთარ თავს აზარალებს.

მსგავს საკანონმდებლო რეფორმას აფერხებს სპორტის იმ სახეობების სპორტსმენთა მდგომარეობა, რომლებშიც ჩემპიონობა დამოკიდებულია სიზუსტეზე, მაგალითად, ტყვიის სროლა.

WADA-ის მიერ აკრძალული პრეპარატების ახალი ყოველწლიური სია მიმდინარე წლის ნოემბერში გამოქვეყნდება. ამ ჩამონათვალში შეიტანენ იმ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ შედეგების გაუმჯობესება, ზარალს აყენებს ჯანმრთელობას ან ეწინააღმდეგება სპორტულ სულს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა