ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუემ" რელეგაციის პირველ შეხვედრა სტუმრად "რეგენსბურგთან" ფრედ ითამაშა
ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუემ" 11 მაისს მესამე ბუნდესლიგის მესამეადგილოსან "რეგენსბურგთან" სტუმრად რელეგაციის პირველი მატჩი ჩაატარა და 1:1-ს მიაღწია, რაც განმეორებითი შეხვედრის წინ არცთუ ურიგო უპირატესობას უქმნის.

"კარლსრუეს" ქართველი კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს, ორ წუთში კი მისმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა.

აღნიშნულ მატჩში იაშვილმა სეზონში მე-12 გაფრთხილებაც მიიღო.

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება 14 მაისს გაიმართება.

საფრანგეთი ლიგა 2-ში "ტურმა" "ლე მანი" მიიღო და 2:1 დაამარცხა. "ლე მანის" შემადგენლობაში ტრავმის გამო კვლავ არ გამოჩენილა გიორგი მაკარიძე.

ამირან სანაიამ "ბასტიას" ბოლო მატჩებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა 11 მაისს გუნდის 18-კაციან განაცხადშიც ვერ მოხვდა. "ბასტიამ", რომელმაც ელიტაში აღზევება კარგა ხნის წინ გაინაღდა, შინ "ნანტს" 2:1 სძლია.

11 მაისს აზერბაიჯანში ზედა ექვსეულის გათამაშება დასრულდა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის იყო, ევროპის ლიგის ვაკანტურ საგზურს ბაქოს "ინტერი" მოიპოვებდა თუ აგდამის "ყარაბახი". გამარჯვების შემთხვევაში მესამე ადგილსა და ამ საგზურს გიორგი ადამიას გუნდი დაეუფლებოდა, მაგრამ "ყარაბახი" სტუმრად მეორეადგილოსან "ხაზართან" 1:4 განადგურდა და ევროსარბიელს მიღმა დარჩა. ადამიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა.

"ინტერს" კი ბრინჯაოს მედლები ბაჩანა ცხადაძის გოლმა დაუბევა. "ინტერმა" ბაქოურ დერბიში "ბაქი" 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი ცხადაძე-უმცროსმა 65-ე წუთზე გაიტანა. მის გარდა, ქართველთაგან ამ მატჩში მონაწილეობა ვალერი აბრამიძემ და ილია კანდელაკმა მიიღეს, გიორგი ლომაია კი განაცხადშიც არ ყოფილა.

12 მაისს აზერბაიჯანულ პრემიერლიგას ქვედა ექვსეულის გუნდებიც დაასრულებენ.

ლევან ყენიამ კი "შალკეს" ახალგაზრდული გუნდის მაისურით გოლი გაიტანა. "ხუმარათა" სარეზერვო შემადგენლობამ საკონტროლო მატჩში ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრები 4:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ყენია კლუბს შეიცვლის.

"იაშვილი - ნაბიჯი დარჩენისკენ" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა