"ზესტაფონი"-"გაგრას" შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადოინზე, 29 ან 30 მაისს გაიმართება
"გაგრას" პრესსამსახურმა ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა:

"ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებიდან შეგვატყობინეს, რომ დიდი ალბათობაა, საქართველოს სუპერთასის შეხვედრა 29 მაისს გაიმართოს. 21 მაისს ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტური გაიმართება და ან დროისთვის დაზუსტებით გვეცოდინება მატჩი შედგება თუ არა".

შეგახსენებთ, რომ 2010-11 წლების სეზონის საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი "გაგრა" ერთმანეთს ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უნდა შეხვედროდნენ, შემდეგ საუბარი ამ მატჩის თებერვალში გამართვაზეც იყო, მაგრამ… ვერა და ვერ ჩატარდა.

ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა ნოდარ კაკულიამ დაგვიდასტურა:

"დიახ, სუპერთასი, ალბათ, სწორედ სეზონის დასრულების შემდეგ გათამაშდება. სავარაუდოდ, "ზესტაფონი"-"გაგრას" შეხვედრას "მიხეილ მესხი" უმასპინძლებს. მხოლოდ თარიღია დასაზუსტებელი, თამაში ან 29 მაისს ჩატარდება ან- 30-ში.

გუნდებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და იმედია, ეს თარიღები მათთვის მისაღები იქნება. ხოლო ის ფაქტი, რომ ორივე გუნდის ფეხბურთელები ამ დროისათვის საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოიძახონ, არა მგონია, დაბრკოლება გახდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

messi
კარგია. გაგრას კიდევ ერთი შანსი მიეცემა თავის გამოჩენის. საკმაოდ კარგი გუნდია, სიმპატიური, ნიჭიერი ბიჭები ყავთ. დასანანია უმაგლესიდან თუ გავარდებიან, წარმატებები გუნდს, ბიჭებს, ხელმძღვანელობას.
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 რუსთავი. ვისთვის გრძელდება, ვისთვის დასრულდა...
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა - "მეცმა" "ბულონს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 ტორპედო. არაფრისმომტანი ფრე
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
სანიოლი შეიძლება ევროპულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
"ჩელსიში" გადასვლას არ ვნანობ, მაგრამ..." - ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" დატოვებაზე ისაუბრა
"MLS-ი არასერიოზული ლიგაა, აქ ფეხბურთელებს პროფესიონალიზმი აკლიათ" - მიულერმა ამერიკელები გაანაწყენა