საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტურის წინათქმა
ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების შთამბეჭდავმა ასპარეზობამ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი აშკარად დაჩრდილა, მაგრამ 12 მაისს უმაღლეს ლიგაში ისეთი ამბები მოხდება, რომ ქართველ ჭაბუკებს გარკვეულ "კონკურენციას" მაინც გაუწევს.

ყველას ყურადღება, რაღა თქმა უნდა, ქუთაისისკენ იქნება მიმართული, სადაც "ტორპედო" რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლებს. ორივე გუნდის მიზანი მკაფიოდ გამოკვეთილი და კონკრეტულია - გამარჯვება.

"ტორპედოს" სამი ქულა მესამე პოზიციის გასამყარებლად და, შესაბამისად, ევროპის ლიგის საგზურის დასაუფლებლად, "მეტალურგს" კი ერთპიროვნული ლიდერობის შესანარჩუნებლად სჭირდება.

წინა ტურში "ზესტაფონმა" სტუმრად "მეტალურგს" შთამბეჭდავად და დამაჯერებლად სძლია და მასთან ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონები კვლავაც არ არიან საკუთარ თავზე დამოკიდებულნი და იმედი უნდა დაიტოვონ, რომ რუსთაველებს ქუთაისელებიც გაამწარებენ. ასე რომ, ქუთაისური მატჩის შედეგი "ზესტაფონისთვის" ზუსტად ისევე გადამწყვეტია, როგორც უშუალოდ ამ შეხვედრის მონაწილეებისთვის.

ბუნებრივია, "ზესტაფონმა" საკუთარ საქმესაც უნდა მიხედოს - გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი დღეს ზუგდიდის "ბაიას" მიიღებს და აუცილებლად სამი ქულა სჭირდება.

გარკვეული ინტრიგა პლეი ოფის დანარჩენ ორ მატჩსაც აქვს. დინამოელები ფოთში იმის იმედად ჩადიან, რომ თავად გაიმარჯვებენ, მათი კონკურენტი "ტორპედო" კი ქულებს დაკარგავს, "დილას" კი ჯერ კიდევ აქვს მესამე პოზიციაზე გასვლის შანსი და მისი და "მერანის" მარტვილური დაპირისპირება უინტერესო არ უნდა გამოდგეს.

13 მაისს პლეი აუტის მატჩები გველის, სადაც ერთის გარდა, ყველა მატჩის შედეგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. "სპარტაკი"-"სიონის" წყვილში გამარჯვებული უმაღლესი ლიგისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს, დამარცხებული კი საქმეს გვარიანად გაიფუჭებს.

მცხეთაში კი ერთმანეთს პლეი აუტის პირველი ორი გუნდი დაუპირისპირდება და ორივე მათგანი პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცებას შეეცდება.

"ჩიხურა" უმაღლეს ლიგასთან ძალიან ახლოა, მაგრამ ქულათა მარაგის შევსება არ აწყენს, "ვიტ ჯორჯია" კი მდევრების სუნთქვას გრძნობს და მათთან მოპოვებული უპირატესობის შესანარჩუნებლად გამარჯვება სჭირდება.

ლანჩხუთში ერთმანეთს ასევე უმაღლესი ლიგის პრეტენდენტები, "გურია" და "ბათუმი" შეებრძოლებიან. ოდნავ უკეთესი პოზიცია "გურიას" აქვს, მაგრამ ვეჭვობთ, ლანჩხუთელები საკუთარ კედლებში ფრისთვის ბრძოლას დასჯერდნენ.

"მერცხალისა" და "გაგრას" შეხვედრა კი, ფაქტობრივად, ამხანაგურია, რადგან უმაღლეს ლიგაში თამაშის შანსი ორივე მათგანმა დაკარგა.

მოკლედ, ძალიან საინტერესო და აშკარად გამორჩეული უქმეები გველის - 12 მაისს, დიდი ალბათობით, საქართველოს მომავალი ჩემპიონი გამოიკვეთება, 13-ში კი ჩვენი 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურისთვის ჰოლანდიელებს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური

პლეი ოფი

12.06. ფოთი. ფაზისი. 17:00

კოლხეთი-დინამო

12.06. მარტვილი. ცენტრალური. 17:00

მერანი-დილა

12.06. ქუთაისი. ტორპედო. 18:00

ტორპედო-მეტალურგი

12.06. ზესტაფონი. დ.აბაშიძე. 20:00

ზესტაფონი-ბაია

სატურნირო მდგომარეობა

პლეი აუტი

13.06. მცხეთა. მცხეთა პარკი. 17:00

ვიტ ჯორჯია-ჩიხურა

13.06. ოზურგეთი. ცენტრალური. 17:00

მერცხალი-გაგრა

13.06. ლანჩხუთი. ევ.შევარდნაძე. 17:00

გურია-ბათუმი

13.06. თბილისი. ბენდელა. 17:00

სპარტაკი-სიონი

სატურნირო მდგომარეობა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა