საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა თავის შეგირდებს ვაჟკაცური ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ჰოლანდიის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჭაბუკებმა შეხვედრის მსაჯის საკამათო გადაწყვეტილების გამო ლამის მთელი მატჩი კაცნაკლულებმა ჩაატარეს და მხოლოდ მატჩის ბოლო წუთებზე გატყდნენ (იხილეთ ვრცლად).

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ამის შესახებ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემაც ისაუბრა:

"შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ მსაჯმა თამაში გააფუჭა... ძალიან საეჭვოდ მეჩვენება ჭანტურიას მეორე ყვითელი ბარათი, თუმცა, სამწუხაროდ, ახლა ვერაფერს შევცვლით.

ტურნირის დაწყებამდე ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლა იყო, რაც შევასრულეთ კიდეც. დასანანია, რომ ჰოლანდიასთან თანაბარი ძალებით ბრძოლის საშუალება არ მოგვეცა, თორემ, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა.

მთლიანობაში, ჩემი ბიჭებით ძალიან კმაყოფილი ვარ - ვაჟკაცურად იბრძოლეს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.

მადლობა მინდა ვუთხრა ტურნირის ორგანიზატორებს და სლოვენიელებს თბილი მასპინძლობისთვის".

vova
odala შენ არაქართველო!ფეხბურთის წესები რომ იცი მაგიტომ ხარ არაქართველი,შენ აზრზე კი არა ჭეშმარიტების აზრზე ვარ და მხარეს მეც,თამამად ვიტყვი რომ გაფრთხილებული მოთამაშე "ნაგლად"2 წუთში უხეშ(უზრდელურ)შეცდომას რომ დაუშვებს გასაგდებია მოედნიდან(ატეხილია)მართლა გული დამწყვიტა ბიჭების წარუმატებლობმა,მათ ბევრად მეტის გაკეთება შეეძლოდ და სანამ სააკა ჩაეთე..ა ფორტუნაც მათ მხარეს იყო და ნერვებსაც აკონტროლებდნენ!მე როგორც პროფესიონალი ათლეტი ბევრი მინახავს და თამამად ვიტყვი რომ ბავშვებზე ამ გიჟმა დიდი ზეწოლა მოახდინა,ამის შედეგია ზუსტად ესეთი გაუმართლებელი სიუზრდელე ჭანტურიას მხრიდან!!!ჰოლანდიელებმა მართლა დამსახურებულად მოიგეს და ამას მიხეილ სააკაშვილმა შეუწყო ხელი,უნდა გენახა როგორ გულშემატკივრობდა(არაბუნებრივად)და აპსურდულ რეპლიკებს და ხმებს უშვებდა ტრიბუნებზე ეგ კრეტინი,უნდოდა ევროპული ცარმატება მიეცერა და არ გამორჩენოდა მოვლენებს.
odala
დათო 9 მტრში ხომ უნდა ყოფილიყო ჭანტურია ბურთიდან მაგ დროს? თუ დარტყმამდე არ დაიწყო მოძრაობა, 2-3 მეტრში როგორ აღმოჩნდა ბურთიდან? მართლა ყველაფერი ჩანს ვიდეოში და რაღად უნდა ამდენი ლაპარაკი?! ევროპაში იმაზე თუ დაობენ რომ შეიძლებოდა ყვითელი არ მიეცაო კიდევ მესმის, მაგრამ სახიფათო ჯარიმას ასრულებენ და შენ ხელს უშლი. აბა არ არის ჯარიმა? ჯარიმა უკვე იყო. ორმაგი ჯარიმა მე არ ვიცი და თუ ყვითელი არა აბა რა უნდა მიეცა? ჩვენი ჩაძირვა თუ უნდოდა დაუდებდა პენალს და ეგ იყო. მერე რა რომ რამდენიმე სანტიმეტრით გარეთ იყო.
დათო
odala--მთელი ევროპის საფეხბურთო სამყარომ აღიარა, რომ მსაჯის მიერ ამოღებული მეორე ყვითელი დაუმსახურებელი იყო! ატრიალებენ შენელებულ კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ქართველმა მცველმა მოძრაობა დაიწყო არა გაგორების არამედ დარტყმის დროს(მანამდე მას ჰოლანდიელი ფეხბურთელი ეფარებოდა). ფაქტი ფაქტად რჩება და თუ ეჭვი გეპარება, შეგიძლია ეგ მომენტი თავიდან იხილო!!!!
ZURA
ბიჭებს დიდი მადლობა მაგრად გამოვიდნენ ამ ჩემპიონატზე, იმედის მომცემი თაობაა
odala
მწვრთნელს მაინც არ უტყდება მსაჯებზე ლაპარაკი? საქართველოში თითქმის ყველა (მწვრთნელი, მოთამაშე, გულშემატკივარი) თავის წარუმატებლობას მსაჯს აბრალებს. ორივე ყვითელი დამსახურებულად ამოიღო სამწუხაროდ. ერთმა თქვა შეიძლებოდა ეპატიებინაო - ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალია, რას ჰქვია ეპატიებინა? ტეხავს რომ გამოშტერებული ჟურნალისტებიდან დაწყებული, გულშემატკივრებით გაგრძელებული, მწვრთნელით დამთავრებული, მსაჯს ადანაშაულებს.
vato
საგოლ ბიჭებო მაინც, მაგრად ითამაშეთ...
zura
ვოვა შენ ქართველი ხარ?
შაკო
ვოვა შენ შიგნიდან ხო არ გაქ შემთხვევით? ვინ გაიმარჯვა დამსახურებულად პირველ ტაიმში უეჭველი პენალტი არ დაგვიდო, ჰოლანდიელმა ხელით ითამაშა საჯარიმოში, მერე ტყუილა გაგვიგდო კაცი და გოლიც თამაშგარედან გაგვიტანა. ვისაც არ გახსოვთ, ნახეთ კარგად მატჩი
vova
კრეტინი მოიქცევა ესე და კრეტინები გაამართლებან,მსაჯი მოედანზე კანონებს იცავს და ამ შემთხვევაშიც კორექტული იყო,ბავშვურად მოუვიდა კაპიტანს და ესეთ მნიშვნელოვან მატჩში ესე იდიოტურად არ უნდა მოქჩეულიყო,ჰოლანდიამ დამსახურებულად გაიმარჯვა
OT
კი ვეთანხმები მაისურაძეს - მსაჯმა გააფუჭა თამაში. კედლიდან ნაადრევი გამოსვლა რომ Yვითელი ბარათია ეს კი ვიციტ მაგრამ მსაჯს შეეძლო ეპატიებია. Qარტვეებში რომ მასაჯისთვის ხელების წევა მოსულა - როგორ ეს მითომ მსაჯს არ უნდა ცოდნოდა.
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა